ჟულერ ვალიკოს ძე არღვლიანი დაიბადა 1957 წელს.
ქალბატონი ჟენია ბავშვობიდანვე ვაჟკაცური სულისკვეთებით ზრდიდა პირმშოს, თვალტანადი, ახოვანი, სიკეთით სავსე ვაჟკაცი გაიზარდა ჟულერი. ღირსეულად განვლო ჭაბუკობის წლებმა… მუშაობა დაიწყო ქალაქ გაგრის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილებაში, სადაც მალე დაიმსახურა სიყვარული და პატივისცემა, გახლდათ პოლიციის ზემდეგი, პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჟულვერ არღვლიანი აქტიურად ჩაება სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. 1992 წლის 31 აგვისტოს ჟულვერი სახლში იმყოფებოდა, როცა აფხაზი სეპარატიეტები თავს დაესხნენ, მტრის სიმრავლეს არ შეუშინდა, მამაცურად იცავდა თავის კერას. მსახურობდა ქ. გაგრის შს განყოფლებაში საგზაო პოლიციის ინსპექტორის თანამდებობაზე. 1992 წლის 31 აგვისტოს, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა ქ. გაგრაში.
დაჭრილი ჟულერი აფხაზებმა ალყაში მოაქციეს და მისი თავგანწირვით გაცოფებულებმა დედის თვალწინ აწამეს და ცოცხლად დამარხეს…