ზურაბ ამირანის ძე გიორგაძე დაიბადა 1962 წლის 22 ივნისს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-12 საშუალო სკოლა. მუშაობდა პოლიგრაფიულ სტამბაში. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ სწავლა განაგრძო ტექნიკურ სასწავლებელში.
მოგვიანებით, ზურაბმა სოხუმის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილების არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. საქმეზე უზომოდ შეყვარებული მოვალეობას უზადოდ ასრულებდა. ადრეულ ასაკში შექმნა ოჯახი, სამი შვილი შეეძინა…
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ზურაბმა აბჯარი აისხა და სამშობლოს სადარაჯოზე დადგა.
26 სექტემბერს, როცა სოხუმში უშეღავათო ბრძოლები მიმდინარეობდ, ზურაბი და მისი თანამებრძოლები რკინიგზის სადგურს იცავდნენ. იბრძოდნენ თავდაუზოგავად და უკომპრომისოდ, თუმცა, მტრის ჭარბ ძალებთან გამკლავება ვერ შეძლეს. ზურაბ გიორგაძე გმირულად დაიღუპა.
ზურაბ გიორგაძეს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.