ზურაბ ბიგვავა დაიბადა 1956 წლის 2 იანვარს,ოჩამჩირის რაიონის სოფელ აგუბედიაში.
უნივერსიტეტში სწავლობდა ,დაოჯახებაც მოასწრო.
სოფელ აგუბედიის მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები წარმოადგენდნენ, მიუხედავად ამისა, ქართველი ბავშვები იძულებულნი იყვნენ აფხაზურ სკოლაში ესწავლათ.
1990 წელს ზურაბის დიდი ძალისხმევით აფხაზურ სკოლაში ქართული კლასი გაიხსნა. ზურაბის მიმართ ბევრი მუქარა იყო. ერთადერთი ვაჟიშვილის სიცოცხლის ხელყოფითაც კი ემუქრებოდნენ. რადგან ბავშვებ ი შიშის და ზეწოლის ქვეშ სწავლობდნენ, გადაწყვიტა მებობრების დახმარებით ქართულენოვანი საჯარო სკოლა დაეარსებინა. ამ სკოლამ მხოლოდ სამი წელი იარსება,1993 წელს სეპარატისტებმა სკოლა დაწვეს.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე , ზურაბი სამშობლოს სადარაჯოზე დადგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის შემადგენლობაში. 1992 წლის 25 დეკემბრიდან 1993 წლის 5 ივლისამდე მე-3 ასეულის უფროსის მოადგილე იყო.
5 ივლისს, ბრძოლის დროს სნაიპერის ტყვიამ შეიწირა მისი სიცოცხლე. იმ დღეს ბიჭებისთვის უთქვამს: „დღეს შეიძლება ვინმეს სიცოცხლე ბრძოლამ შეიწიროს , ეს ომია და ღმერთს შევთხოვ , თუ ვინმეს ელის სიკვდილი, მე გამომარჩიოს უფალმა…“ – ასეც მოხდა!
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზურაბ ბიგვავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.