ზურაბ გრიგორის ძე ნანავა დაიბადა 1950 წლის 12 მარტს სოხუმში.
ზურაბ ნანავა 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის პირველი ოცეულის მეტყვიამფრქვევედ.
1993 წლის 28 სექტემბერს ზურაბ ნანავა მამასთან – გრიგორი ნანავასთან ერთად აგუძერაში აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს.