ზურაბ გურამის ძე ნარმანია დაიბადა 1969 წლის 14 თებერვალს ქალაქ სოხუმში.
სოხუმის მე-17 საშუალო სკოლის ვერცხლის მედლით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
1992 წლის აგვისტოში, როცა მშობლიურ ქალაქში მდგომარეობა დაიძაბა და კონფლიქტი ომში გადაიზარდა,ზურაბი უყოყმანოდ დადგა ქვეყნის სადარაჯოზე – ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის სამთო-მსროლელ ასეულში მებრძოლად. თავდაუზოგავად იბრძოდა შრომაში,კინდღში,გუმისთაზე.
1993 წლის 23 ივლის ზურაბ ნარმანია , დაჭრილი მეომრის გამოყვანის დროს, გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან.
ზურაბ ნარმანია დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზურაბ ნარმანია სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.