სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ზურაბ ნესტორის ძე კონჯარია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონი

ზურაბ  ნესტორის  ძე  კონჯარია  დაიბადა  1944  წელს  ქალაქ  სოხუმში.  მიიღო  უმაღლესი  სამედიცინო  განათლება.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  ლეიტენანტი  ზურაბ  კონჯარია  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზებული  ბრიგადის  ტანკსაწინააღმდეგო   დივიზიონში  სამედიცინო  სამსახურის  უფროსი  იყო.

ზურაბ  კონჯარია  იყო  შესანიშნავი  სპეციალისტი. თანამებრძოლთა  შორის  სარგებლობდა  დიდი  სიყვარულითა  და  პატივისცემით. ომის  პერიოდში  მწყობრში  ჩააყენა  არაერთი  დაჭრილი  და  ავადმყოფი  მებრძოლი.

ზურაბ  კონჯარია,  აფხაზმა   სეპარატისტებმა  ქალაქ   სოხუმში, დივიზიონის  შტაბის  ეზოში  დახვრიტეს  1993  წლის  28  სექტემბერს.

ზურაბ კონჯარია  აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს ქალაქ სოხუმში, დივიზიონის შტაბის ეზოში, 1993 წლის 28 სექტემბერს.

error: Content is protected !!