სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩაბრავა

კატეგორია: 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი

ზურაბ  ნიკოლოზის  ძე  ჩაბრავა  დაიბადა  1932  წლის  20  ოქტომბერს  ქალაქ   სოხუმში.

აფხაზეთში  მიმდინარე   საომარი  მოქმედებების  დროს,ზურაბ  ჩაბრავა  1993  წლის  16  თებერვლიდან  1993  წლის  6   მარტამდე   ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლლიკის  თავდაცვის   სამინისტროს  23-ე  ბრიგადის  239-ე  საზენიტო-საარტილერიო  დივიზიონის   მე-4  ბატალიონის  მე-2  ოცეულის  პირველი ათეულის  შემადგენლობაში.

იყო  ოცეულის  მეთაური,ბატარეის  უფროსის  მოადგილე. თავდადებული  და  მამაცი  მებრძოლი  აქტიურად  მონაწილეობდა  არაერთ  საბრძოლო  ოპერაციაში.

1993  წლის  6   მარტს ე.წ  „ჯავშან  მატარებლის“  ბატარეამ  მიიღო  ბრძანება  ქალაქ  სოხუმის  „კელასურის“  რკინიგზის  სადგურის  მიდამოებიდან საარტილერიო  ცეცხლით  დაემუშავებინათ  მოწინააღმდეგის  გუმისთის  ფრონტის  მარცხენა  ფლანგი. საბრძოლო  ამოცანის   შესრულებისთანავე, ახალ  საბრძოლო  პოზიციაზე  გადაადგილების   პერიოდში, მოწინააღმდეგის   საპასუხო  საარტილერიო  ცეცხლის  შედეგად  განადგურებულ  იქნა  „ჯავშან  მატარებლის“ თბომავალი, რომლის   გვერდითა  ვაგონზე  განთავსებულ  100-მმ-იან  ქვემეხთან  იმყოფებოდა  ზურაბ  ჩაბრავა.  სამწუხაროდ  ჭრილობა  სასიკვდილო  აღმოჩნდა.

ასე  ვაჟკაცურად,საბრძოლო  პოზიციაზე, თავის  ქვემეხთან გმირულად  დაიღუპა  საქართველოს  ერთგული  ჯარისკაცი  ზურაბ  ჩაბრავა.

საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავდადებისათვის  ზურაბ  ჩაბრავა, სიკვდილის შემდეგ,   დაჯილდოვდა  ვახტანგ    გორგასლის   III  ხარისხის  ორდენით.

error: Content is protected !!