ზურაბ შოთას ძე ბოკუჩავა დაიბადა 1959 წლის 23 აპრილს ქალაქ სოხუმში. ძმებმა დაამთავრეს ქვემო იაშთხვას პირველი საშუალო სკოლა.
საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ძმები ზურაბ და თემურ ბოკუჩავები ჩადგნენ ქვეყნის დამცველთა რიგებში. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში იარაღით ხელში იცავდნნენ სამშობლოს ერთიანობას. ირიცხებოდნენ საქართველოს ეროვნული გვარდიის, სოხუმის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში.
1993 წლის 18 სექტემბერს ზურაბ ბოკუჩავა საბრძოლო მოქმედების დროს გმირულად დაიღუპა.
ძმები ბოკუჩავები – მამულისთვის მსხვერპლად შეწირული ორი სიცოცხლე.