ზურაბ შუქრის ძე ანჩაბაძე დაიბადა 1973 წლის 8 აპრილს ქ. გალში.
20 წლის ზურაბი 1993 წლის თებერვლიდან იბრძოდა აფხაზეთის პოლიციის სამმართველოს სოხუმის ბატალიონის განყოფილებაში პირველი ასეულის მეთაურად.
1993 წლის 17 სექტემბერს უფროსი ლეიტენანტი ანჩაბაძე ზურაბი თავისი ასეულით გაგზავნილი იქნა შრომის მიმართულებით ”ზეგანის” დასაცავად. წარმოებულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
ამავე ომში წინა ხაზზე გმირულად დაიღუპა მამამისიც, შუქრი ანჩაბაძე.
ზურაბი დასაფლავებულია ქ. გალში მამის გვერდით.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის შუქრი და ზურაბ ანჩაბაძეები, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებული არიან ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.