სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ზურაბ თეიმურაზის ძე ჯანჯღავა

კატეგორია: 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი

ზურაბ თეიმურაზის ძე ჯანჯღავა დაიბადა 1977 წლის 24 იანვარს ქ. სოხუმში. ქ. სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა.16 წლის ზურაბი სამშობლოს სიყვარულით გალანთებული სოხუმელი ვაჟკაცი საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩადგა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის მებრძოლთა რიგებში.

ზურაბ ჯანჯღავა მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი ბატალიონის პირველი საცეცხლე ოცეულის მძღოლ-მექანიკოსად 1992 წლიდან, ხოლო 1993 წლის 3 მარტიდან 1993 წლის 23 სექტემბრამდე 239-ე საზენიტო საარტილერიო დივიზიონის მე-3 საზენიტო ბატარეის პირველი ოცეულის მესამე ათეულის მძღოლ-მექანიკოსად.

აფხაზეთის ომის პერიოდის განმავლობაში ზურაბი უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული პირველი ბატალიონისა და 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მიერ წარმოებულ ყველა ძირითად საბრძოლო ოპერაციებში. საბრძოლო დავალებების შესრულების პერიოდში, მიუხედავად თავის ახალგაზრდული ასაკისა, გამოირჩეოდა განსაკუთრებული მამაცობითა და მასზე მიმაგრებული სამხედრო ტექნიკისა და იარაღის პროფესიული ფლობით.
1993 წლის 26 სექტემბერს ზურაბ ჯანჯღავა მისთვის ჩვეული სიმამაცით ჩაება ბრძოლაში ახალი რაიონიდან ძველი რაიონისკენ გადასასვლელი გზის მიმდინარე ტერიტორიაზე. იერიში მიიტანა მტრის განლაგების სიღრმეში და სამწუხაროდ იქ დარჩა. ამ უთანასწორო ბრძოლაში ზურაბ ჯანჯღავა გმირულად დაიღუპა.
საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს   ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის , ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  თენგიზ  ბლიაძე, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ   გორგასლის  II ხარისხის  ორდენით.
error: Content is protected !!