ზურაბ ვლადიმერის ძე ბერიძე დაიბადა 1972 წლის 15 ივნისს ქალაქ სოხუმში. მე-13 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სოხუმის 45-ე პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში.
ზურაბ ბერიძე 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში მზვერავად.
აფხაზეთის ომის პერიოდში ზურაბ ბერიძემ თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 14 ივლისს სოფელ შრომასთან ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა. ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მიუხედავად რამდენიმე ურთულესი. ოპერაციისა, 1994 წლის 28 ნოემბერს გარდაიცვალა.
ზურაბ ბერიძე დაკრძალულია ქალაქ წყალტუბოში.