ზურაბ (ზვიად) ვარდენის ძე ცინდელიანი დაიბადა 1964 წლის 14 ნოემბერს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ზურაბ ცინდელიანი 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის მე-3 ოცეულის ათმეთაურად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთის მისადგომებთან და ტამიშ-ოჩამჩირის მიმართულებით ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.
1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთასთან მასიური შეტევის დროს, როცა ფრონტის წინა ხაზზე მე-2 ასეულის მებრძოლები მტერს იგერიებდნენ,დაღუპული თანამებრძოლის ზურაბ ვიბლიანის გამოყვანის დროს ზურაბ ცინდელიანი ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა.
დაკრძალულია სოფელ ჭუბერში.