სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ზური ბენიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ზური ბენიძე 1953 წლის 16 აპრილს სოხუმის რაიონის სოფელ ბირცხაში დაიბადა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა სოფლის მეურნეობაში.

1992 წელს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველი დღიდან ზური  სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველ ასეულში – მეტყვიამფქვრევედ.

ზური ბენიძემ არაერთხელ გამოიჩინა თავი, როგორც უშიშარმა, თავდადებულმა მებრძოლმა. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა, 1993 წლის 16 სექტემბერს  მტერმა ვერაგულად დაარღვია 27 ივლისის სამშვიდობო ხელშეკრულება და თავს დაესხა მშვიდობიანი ქალაქის  მოსახლეობას. ზური ბენიძე თავის თანამებრძოლებთან ერთად თავგანწირვით ეკვეთა აფსუა სეპარატისტების და მათი მხარდამჭერი – რუსეთის, ჩრდილო-კავკასიელთა, სომხების კბილებამდე შეიარღებულ საჯარისო ნაწილებს. ამ უთანასწორო ბრძოლებში სოფელ თავისუფლების მისადგომებთან მოხერხდა მტრის შეჩერება, რამაც საშუალება მისცა სოფლების – ბირცხისა და იაშტუხის მოსახლეობას გახიზნულიყვნენ.

ზური ბენიძე 25 სექტემბერს, თავისი განუყრელი ტყვიამფქვრევით   სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავდა მშობლიურ კუთხეს, დაჭრილი ელოდა დამხმარე ძალას, თუმცა უშედეგოდ… ლომგული  ვაჟკაცი საღამოს სისხლისგან დაიცალა და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე  ბირცხისა და თავისუფლების გზაგასაყარზე, ისე, როგორც მისი სახელოვანი წინაპრები.

ზური ბენიძეს დარჩა მეუღლე და ვაჟი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ზური ბენიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!