ზვიად ბიჭიკოს ძე ტაბატაძე დაიბადა 1974 წლის 11 ივლისს, ხაშურის რაიონის სოფელ სარმანიშვილისკარში. დაამთავრა ქვისხეთის საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო სურამის №14 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში,რომლის დამთავრების შემდეგ,1992 წლის 15 აგვისტოს, გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
1993 წლის იანვარში გადაიყვანეს აფხაზეთის რეგიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. ზვიად ტაბატაძე ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 321-ე ცალკეულ სადაზვერვო ბატალიონში,მზვერავად.
ზვიად ტაბატაძე 1993 წლის 16 მარტს გუმისმთის მისადგომებთან კონტრშეტევის დროს მძიმედ დაიჭრა. ის საწრაფოდ გადაიყვანეს სოხუმის სამხედრო ჰოსპიტალში,სადაც გაუკეთდა ოპერაცია ხელის შესანარჩუნებლად, თუმცა უშედეგოდ. სამი დღის მანძილზე ებრძოდა სიკვდილს თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში. 1993 წლის 19 მარტს კი გარდაიცვალა…