გურამ გაბისკირია სოხუმში დაიბადა. სოხუმის დინამოს წარმატებული ფებურთელი შემდგომში წარმატებული მსაჯი გახდა. გურამ გაბისკირია როგორც ნიჭიერი და კოლორიტული ადამიანი თანაქალაქელების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლბდა. 1992 წელს გურამ გაბისკირია მშობლიური სოხუმის მერად დაინიშნა.აფხაზეთის ომის დაწყებიდან ბოლო წუთამდე მას ქალაქი არ დაუტოვებია. სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, აფხაზმა და დაქირავებულმა ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკიებმა, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანხმლები პირები პარლამენტის შენობის გარეთ გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს.ომის დასრულების შემდეგ, მოგვიანებით გავრცელდა აფხაზი ტელეოპერატორის გადაღებული კადრები სადაც აფხაზი სეპარატისტები უყვირიან გურამ გაბისკირიას “დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს!” და კადრში ისმის სოხუმის მერის გურამ გაბისკირიას პასუხი – “არასდროს სანამ ცოცხალი ვარ ” მას შემდეგ, გურამ გაბისკირია ცოცხალი აღარავის უნახავს.ის მთავრობის სხვა დატყვევებულ წევრებთან ერთად დახვრიტეს. ეს იყო წამი რომელმაც სოხუმის უკანასკნელი ქართველი მერი და სამშობლოს გამო სიკვდილის წინაშე უშიშრად მდგარი გურამ გაბისკირია გმირად აქცია.
დიდება გმირებს!
Discussion about this post