„მე ბავშვებს და ქალებს ვერ მივატოვებ” – ეს იყო, ქართველი გმირის, ჯუმბერ ბეთაშვილის პასუხი შეთავაზებაზე სასწრაფოდ დაეტოვებინა აფხაზი სეპარატისტების, რუსი და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების მიერ თითქმის აღებული სოხუმი, მან პირობა შეასრულა. ბოლოს, ჯუმბერ ბეთაშვილი ჟიული შარტავასთან და მის სხვა კოლეგებთან ერთად ნახეს, როდესაც ხელშეკრული გამოიყვანეს ბოევიკებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობიდან და ცალკე გაიყვანეს. მას შემდეგ 54 წლის ქართველი გმირი აღარავის უნახავს.
ჯუმბერ ბეთაშვილი 1939 წელს თბილისში დაიბადა, ცხოვრობდა ზემელზე, სწავლობდა ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. მისი კლასელები იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გელა ჩარკვიანი. მამა რკინიგზელი იყო და სამსახურის გამო სოხუმში გადავიდნენ საცხოვრებლად. ასე გახდა ჯუმბერ ბეთაშვილი სოხუმელი.
1972 წელს იყო მიუნხენში ოლიმპიური თამაშების კომკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 1974 წელს მუშაობა დაიწყო ქ. გაგრაში საქალაქო კომიტეტში ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ; 1976 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში, ხოლო 1992–1993წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი; აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას მას არცერთი დღე არ დაუტოვებია სოხუმი. ის ეხმარებოდა ყველას, როგორც ქართველებს, ისევე აფხაზებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს. მან მთელი თავისი ცხოვრება აფხაზეთს დაუკავშირა.
ჯუმბერ ბეთაშვილი – დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით“.
გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია!

Discussion about this post