კობა მირზაშვილი დაიბადა 1964 წლის 14 ივნისს ქალაქ სოხუმში.1970–1981 წლებში სწავლობდა ქ. სოხუმის მე–11 საშუალო სკოლაში. ვარჯიშობდა კარატეში, იყო შავი ქამრის მფლობელი.1983–1985 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ვიეტნამში.1986 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში.
სამშობლოს კეთილდღეობისათვის თავისი სიცოცხლე მიიტანა სამსხვერპლოზე. ის ვაჟკაცურად იტანდა ყველა გასაჭირს და მტერსაც ვაჟკაცურად დაუხვდა.
1993 წლის 27 სექტემებრს, ქ. სოხუმის მინისტრთა საბჭოს შენობის დაცვის დროს, ჟიული შარტავასთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს, მას შემდეგ უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, 2017 წელს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ იქნა კობა მირზაშვილის ნეშტი, რომელიც დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
კობა მირზაშვილი – გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია.
Discussion about this post