ლერი ვახტანგის ძე ასლანიკაშვილი დაიბადა 1969 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის კონსტანტინე ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებულ სამხედრო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა .ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე ლერი ასლანიკაშვილი აქტიურად ჩაება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, მოხალისეთა რიგებში ჩადგა და სოხუმის 23-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლი გახდა. ამ ბრიგადის ხელმძღვანელის, გენო ადამიას გვერდით იბრძოდა სოცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. 1993 წლის 16 მარტს, მტერმა ძლიერად შემოუტია სოხუმის მისადგომებს. სოფელ აჩადარაში მდინარე გუმისთასთან, ლერი ასლანიკაშვილმა ორსართულიან სახლში დაბანაკებული მოწინააღმდეგე შენიშნა და პირველი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა.დარტყმის მიუხედავად რაოდენობით მოწინააღმდე ჭარბობდა და ამ უთანასწორო ბძოლაში ლერი ასლანიკაშვილი გმირულად დაეცა.
ლერი ასლანიკაშვილი დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ სიკვდილის შემდეგ.
ეს იყო წამი,რომელმაც სამშობლოსთვის თავგანწირული მეომარი ლერი ასლანიკაშვილი გმირად აქცია.
დიდება გმირებს!
Discussion about this post