ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტი მამია ალასანია, წლები აჭარის უშიშროების კომიტეტში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. აფხაზეთის ომამდე კი ოპერატიული დავალებით ავღანეთშიც იმსახურა. 1992-93 წლებში სპეციალური დავალებით , კონკრეტულად კი სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში გაემგზავრა. შემდეგ იყო ომი აფხაზეთში. 1993 წლის 27 სექტემბერს, როდესაც ქალაქი სოხუმი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს, მან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე. სეპარატისტებმა ორმოცდაათი წლის მამია ალასანია სოხუმის ცენტრში დახვრიტეს. 2017 წლის ოქტომბერში მისი ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში. მამია ალასანია – გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში აწმყოსა და მომავალშია.
Discussion about this post