აფხაზეთის მეომართა კავშირის ხელმძღვანელობა რეგიონებში გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, აჭარაში მცხოვრებ დევნილ ვეტერანებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის „ საინფორმაციო – ანალიტიკური ცენტრი“ ავრცელებს.
შეხვედრას მეომართა კავშირის თავმჯდომარე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალი ანზორ მარგიანი ხელმძღვანელობდა.
ბათუმში შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელი ლევან ქეცბაია.
აფხაზეთის მეომართა კავშირის ხელმძღვანელობამ მოისმინა ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც აჭარაში მცხოვრებ დევნილ ვეტერანებს აწუხებთ.
ვეტერანებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათთვის ახორციელებს.
შეხვედრაზე იმსჯელეს სხვადასხვა სიახლეებზეც, რომელთა დანერგვაც იგეგმება. ვეტერანთა კავშირი მსგავს შეხვედრებს პერმანენტულად მართავს.
Discussion about this post