აჭარის შემდგომ საქმიანი შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის “საინფორმაციო – ანალიტიკური ცენტრი” ავრცელებს.
მეომართა კავშირის ხელმძღვანელობამ სამეგრელოში მცხოვრები დევნილი ვეტერანებისგან მოისმინა ინფორმაციები მათი პრობლემებისა შესახებ და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.ვეტერანებს ასევე მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათთვის ახორციელებს.
ღონისძიებაზე განიხილეს ის სიახლეებიც, რომელთა დანერგვაც ახლო მომავალში იგეგმება.გასვლით შეხვედრას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალი ანზორ მარგიანი.
სამეგრელოს რეგიონში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელი ლევან ქეცბაია.
Discussion about this post