2022 წლის თებერვლიდან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ოკუპირებულ აფხაზეთში იმატა სამხედრო წვრთნების ინტენსივობამ, რასაც საქართველოს მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით საომარი მოქმედებების შესაძლო განახლების საფრთხეებით ხსნიან. ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთში წარმომადგენელმა (დეფაქტო ელჩი) ალხაზ კვიწინიამ 2023 წლის 18 ივნისს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "РИА Новости"ის განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებების ფონზე, აფხაზეთი მზად არის საქართველოს მხრიდან მოვლენათა ნებისმიერი სცენარით განვითრებისათვის. საკუთარ შიშს კვიწინია „საქართველოსთან დიალოგის პერსპექტივის არარსებობით“ ხნის“ და ამ საფრთხეების პრევენციისათვის რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებთან ერთობლივი წვრთნების აუცილებლობად მიიჩნევს.
Discussion about this post