მურთაზ დარჯანია დაიბადა 1973 წლის 10 ივლისს ქალაქ სოხუმში. 1979-90 წლებში სწავლობდა ქალაქ სოხუმის მე-7 საშუალო სკოლაში. იყო კარგი, წესიერი, ქალაქელი ახალგაზრდა კაცი.აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულში.
მურთაზ დარჯანია აქტიურად მონაწილეობდა მე-2 ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში. მან განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 15-17 მარტს სოხუმზე შემოტევის დროს, რისთვისაც დაჯილდოვდა მედლით საბრძოლო დამსახურებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის მურთაზ დარჯანია სიკვდილის შემდგომ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია!
Discussion about this post