ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში პირველად გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს, დანიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ფინეთის სახელმწიფო მდივანი. შეხვედრაზე კოლეგებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალში ამ ფორმატში კოორდინაცია გააგრძელონ. სამუშაო შეხვედრა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკ რასმუსენის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და დანიის ორმხრივი შეხვედრა გაფართოებული ფორმატით მოჰყვა.
Discussion about this post