11-12 ივლისს ვილნიუსში დაგეგმილ ნატოს სამიტში მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაც მიიღებს, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ შვედეთის (ალიანსში მოწვეული ქვეყნის სტატუსით), ბოსნია და ჰერცეგოვინის, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
Discussion about this post