ტარიელ შამუგია დაიბადა 1958 წელს, სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში, აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი სოხუმის პროფესიული სასწავლებელი.ახლობლები მას გიას ეძახდნენ. 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში. ბატალიონში ასრულებდა შტაბის უფროსის მოაგდილის მოვალეობას.
1993 წლის 15-16 მარტს ქალაქ სოხუმზე განხორციელებული მორიგი უთანასწორო ორთაბრძოლის დროს,როცა ქართული ჯარი თავგანწირვით უტევდა მტერს – გია შამუგიას ვაზნები შემოელია და ალყაში რომ არ მოხვედრილიყო, ხელყუმბარა გახსნა, თავი აიფეთქა და მოახლოებული მტრის ჯგუფიც თან გაიყოლა. გია შამუგიას დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
ტარიელ გია შამუგია, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ.
ეს იყო წამი,რომელმაც სამშობლოსთვის თავდადებული მეომარი ტარიელ შამუგია გმირად აქცია.
დიდება გმირებს!
Discussion about this post