თამაზ გიორგის ძე ოჩიგავა დაიბადა 1971 წლის 27 დეკემბერს ქალაქ ტყვარჩელში. თამაზ ოჩიგავას ბაბუა იყო საბჭოთა კავშირის გმირი საბჭოთა არმიის ქართველი სერჟანტი მელიტონ ქანთარია, რომელმაც ოფიციალური ცნობით გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე თამაზ ოჩიგავა მოხალისედ ჩაეწერა.
1992-1993 წლებში თამაზ ოჩიგავა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 241 ბატალიონის რიგითი მებრძოლი იყო. აქტიურად მონაწილეობდა ტყვარჩელის მიმართულებით სოფელ ბესლახუბაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.თამაზ ოჩიგავა იყო მებრძოლი,რომელსაც არასდროს დაუხევისა უკან და არასდროს უთქვამს უარი გასულიყო ომის წინა ხაზზე.
თამაზ ოჩიგავა ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულების დროს, 1993 წლის 21 თებერვალს, ბრძოლის ველზე დაღუპა.
ეს იყო წამი,რომელმაც მოხალისე მებრძოლი და სამშობლოს ერთიანობისთვის თავდადებული თამაზ ოჩიგავა გმირად აქცია.დიდება გმირებს!
Discussion about this post