თენგიზ ძაძამია დაიბადა 1959 წლის 26 მარტს, სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში. მას ახლობლები თენგულის ეძახდნენ.რუსეთში წარმატებული ბიზნესის წყალობით ძაძამიების ოჯახს მატერიალურად არ უჭირდა, თუმცა როგორც7 კი აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო თენგიზი რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და თანამებრძოლებს ჩაუდგა სათავეში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს თენგიზ ძაძამია ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში. იყო პირველი ასეულის ასმეთაური. ასეულის ლიდერი თანამებრძოლებს შორის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. 1992 წლის 2 ოქტომბერს სოფელ აჩადარაში _ კემპინგებში ორმხრივი სროლების დროს თენგიზ ძაძამია კისრის არეში მძიმედ დაიჭრა.დაჭრილი მეთაური საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ოპერაციის დროს გარდაიცვალა. თენგიზ ძაძამიას დაღუპვიდან 40 დღის შესრულებისას მეომრის დედამ შვილის თანამებრძოლების სრულ შემადგენლობასსაჩუქრად ახალი სამხედრო ფორმები გადასცა.თენგიზ ძაძამიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ ძაძამია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. თენგიზ ძაძამიამ თავი სამშობლოს ერთიანობას შესწირა .ეს იყო წამი,რომელმაც თანამებრძოლების ერთგული მეთაური და ბრძოლის ველზე სიცოცხლის ბოლო წუთამდე მდგარი თენგიზ ძაძამია გმირად აქცია.
დიდება გმირებს!
Discussion about this post