დაიბადა 1957 წლის 10 თებერვალს სოხუმის რაიონი სოფელ ზემო კელასურში.
ერთ-ერთი პირველი იყო ვინც საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის | მოტომსროლელ ბატალიონში ჩაეწერა. იყო გამორჩეული მეომარი, მოწესრიგებული და დისციპლინირებული.
თენგიზ კოპალიანი 1993 წლის 16 სექტემბერს სოხუმში, ეშბას ქუჩაზე, საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის | ხარისხის ორდენით.
თენგიზ კოპალიანი – გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია!
Discussion about this post