უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა, ამ ის შესახებ 25 ივნისს გახდა ცნობილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს აცნობეს საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ. მათი განცხადებით, საგარეო ურთიერთობების დონეზე განხორციელდება ყველა შესაბამისი პროცედურა, რასაც დაღუპული მებრძოლების გადმოსვენების პროცესი ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
Discussion about this post