ვიაჩესლავ დოჩია დაიბადა 1969 წლის 11 დეკემბერს.ახლობლები მას დათოს ეძახდნენ. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დათო დოჩია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 247-ე საარტეილერიო დივიზიონში.
1993 წლის 17 თებერვალს სოფელ მერკულაში მორიგი ინტენსიური შემოტევის დროს მტერმა ალყაში მოაქცია ქართული დანაყოფი სადაც დათო დოჩიაც იყო.. მედგარი ბრძოლის და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ დათო დოჩია უთანასწორო ბრძოლაში მტრის ტყვიას ემსხვერპლა.
ეს იყო წამი,რომელმაც უშიშარი მეომარი ვიაჩესლავ, დათო დოჩია გმირად აქცია.
დიდება გმირებს!
Discussion about this post