ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს ნატოს ორდღიანი სამიტი იხსნება. შეხვედრებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
მთავარი საკითხები, რომლებსაც ალიანსის ლიდერები ვილნიუსში განიხილავენ, იქნება რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომი და კიევის განაცხადი ალიანსში გაწევრიანებაზე.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი ვილნიუსის სამიტიდან მკაფიო სიგნალს ელიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამიტში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას.
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსში მოკავშირეები ვილნიუსში სამიტზე დაადასტურებენ, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან „სამ ელემენტისგან შემდგარ პაკეტზე, რომელიც დაეხმარება უკრაინას ნატოსთან დაახლოებაში“.
შეგახსენებთ, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსში დაგეგმილ ნატოს სამიტში მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაც მიიღებს, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.
Discussion about this post