დაიბადა 1972 წლის 16 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში. სკოლის დამთავრებისთანავე თსუ სოხუმის ფილიალის ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. სპორტსმენად ბავშვობის ადრეულ წლებიდანვე ყალიბდებოდა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი გახდა. სწორედ მაშინ, როცა ზაზას სპორტულ კარიერაში სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დგებოდა აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო.
ზაზა ახალაია ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის საკომენდატო ასეულში რიგით მებრძოლად. იყო დისციპლინირებული, უშიშარი მებრძოლი. მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
1992 წლის 3 დეკემბერს, სოფ. ათარა არმიანსკაიასთან მტრის ერთერთი შემოტევისას ზაზა ახალაია გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზაზა ახალაია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ზაზა ახალაია – გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალში.
Discussion about this post