"ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება. საქართველო ძალის გამოყენებით არ აპირებს ტერიტორიების დაბრუნებას", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 ივნისს თბილისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უშიშროების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა. "უშიშროების საბჭომ უნდა გაითვალისწინოს აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული რეაქცია, რათა სეპარატისტებმა ეს მოვლენები მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უსაფუძვლო შიშების გაღვივების მიზნით არ გამოიყენონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება. საქართველო არ აპირებს ტერიტორიების ძალით დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და არაერთხელ. დაბოლოს, აუცილებელია ინფორმაციის გაცვლის გაგრძელება და პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Discussion about this post