AMK

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Thursday, April 16, 2026
29 °c
Tbilisi
No Result
View All Result
AMK

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Home სიახლეები

2022 წელს საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის რეგიონში 44, ხოლო აფხაზეთში – 13 საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

by amk
July 7, 2023
in სიახლეები
0
SHARES
1
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
2022 წელს საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის რეგიონში 44, ხოლო აფხაზეთში - 13 საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს, მათ შორის ერთი ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული. 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 69 შემთხვევა, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 9, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშში, რომლის განხილვასაც საქართველოს პარლამენტი დღეს, 7 ივლისს დაიწყებს.

უწყების ცნობით, დაფიქსირებულია ეთნიკური ქართველების "გასაუბრებაზე" გამოძახების, ასევე მათი დაშინებისა და შევიწროების შემთხვევები, რომლებსაც პერმანენტული სახე მიეცა.

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მათ ხელთ არსებული ყველა ფორმალური და არაფორმალური მექანიზმის გამოყენებას, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრაციას ენიჭება, რათა რაც შეიძლება მალე მიაღწიოს უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებას.

ინციდენტების პრევენციის, მათი განმუხტვისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის მიზნით, აქტიურად გამოიყენება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) შორის მოქმედი ცხელი ხაზი. საანგარიშო პერიოდში ეს მექანიზმი 339-ჯერ გააქტიურდა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით და 2 183-ჯერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით", – ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის 2022 წლის ანგარიშს საქართველოს პარლამენტში დღეს, 7 ივლისს, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლებრივ საკითხებზე და ადამიანის უფლებების დაცვის სამი საპარლამენტო კომიტეტი ერთობლივ სხდომაზე განიხილავს
Tags: ადამიანის უფლებებიაფხაზეთიგატაცებაოკუპაციარუსეთიუკანონო პატიმრობაცხივნალი

Discussion about this post

  • მთავარი
  • სიახლეები
  • კავშირის საქმიანობა
  • ჩვენი გმირები
  • ჩვენს შესახებ
  • კანონმდებლობა
  • ჩვენი პარტნიორები
  • არქივი/ძიება

გაწევრიანება

Tbilisi, GE
Thursday, April 16, 2026
light rain
29 ° c
39%
9.75mh
0%
33 c 20 c
Sat
32 c 20 c
Sun
32 c 19 c
Mon
33 c 22 c
Tue
April 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« Feb    
  • ელ-ფოსტა: contact@amk.ge
ტელ: +995 595 85 42 48

Copyright © 2023 Developed by Best Web All Rights Reserved

error: Content is protected !!
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • კავშირის საქმიანობა
  • ჩვენი გმირები
  • ჩვენს შესახებ
  • კანონმდებლობა
  • ჩვენი პარტნიორები
  • არქივი/ძიება

Copyright © 2023 Developed by Best Web All Rights Reserved