AMK

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Thursday, April 16, 2026
29 °c
Tbilisi
No Result
View All Result
AMK

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Home სიახლეები

ტამიშის ბრძოლებიდან 31 წელი გავიდა

by amk
July 17, 2024
in სიახლეები
ტამიშის ბრძოლებიდან 31 წელი გავიდა
0
SHARES
14
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 31 წელი გავიდა. 1993 წლის, 2 ივლისს,  დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.ქართული საჯარისო ფორმირებების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები  გაიხსენეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ ანზორ მარგიანმა მთავრობის წევრებმა  და  ომის ვეტერანებმა.

ტამიშის ბრძოლა_ აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.

Tags: აფხაზეთის მეომართა კავშირიტამიში

Discussion about this post

  • მთავარი
  • სიახლეები
  • კავშირის საქმიანობა
  • ჩვენი გმირები
  • ჩვენს შესახებ
  • კანონმდებლობა
  • ჩვენი პარტნიორები
  • არქივი/ძიება

გაწევრიანება

Tbilisi, GE
Thursday, April 16, 2026
light rain
29 ° c
39%
9.75mh
0%
33 c 20 c
Sat
32 c 20 c
Sun
32 c 19 c
Mon
33 c 22 c
Tue
April 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« Feb    
  • ელ-ფოსტა: contact@amk.ge
ტელ: +995 595 85 42 48

Copyright © 2023 Developed by Best Web All Rights Reserved

error: Content is protected !!
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • კავშირის საქმიანობა
  • ჩვენი გმირები
  • ჩვენს შესახებ
  • კანონმდებლობა
  • ჩვენი პარტნიორები
  • არქივი/ძიება

Copyright © 2023 Developed by Best Web All Rights Reserved