AMK

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Thursday, April 16, 2026
29 °c
Tbilisi
No Result
View All Result
AMK

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Home კავშირის საქმიანობა

თამაზ ჯაჭვლიანი – აფხაზეთის გმირი!

by amk
June 25, 2024
in კავშირის საქმიანობა, სიახლეები
თამაზ ჯაჭვლიანი – აფხაზეთის გმირი!
0
SHARES
28
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თამაზ პირიბეს ძე ჯაჭვლიანი დაიბადა 1961 წლის 1 აგვისტოს, გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 1990 წელს დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თამაზ ჯაჭვლიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეს“ სასაზღვრო რაზმ „სოხუმის“ რიგებში.1993 წლის 23 ნოემბერს, ბაგადის მისადგომებთან სისხლისმღვრელი შეტაკების დროს, თამაზი მძიმედ დაიჭრა. მეგობრებმა პოზიციიდან მისი გამოყვანა ვერ მოახერხეს. თამაზი მტერს ცოცხალი არ ჩაბარდა თანამებრძოლებს იარაღი გამოატანა, თავად კი 2 ხელყუმბარა დაიტოვა და თავი აიფეთქა. მან ასე გმირულად დაასრულა სიცოცხლე. მისი გადმოსვენება მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ მოხდა.1994 წლის 13 მარტს მისი ცხედარი ომარიშარას სასაფლაოზე დაკრძალეს. თამაზ ჯაჭვლიანს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თამაზ ჯაჭვლიანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია.

Tags: აფხაზეთის გმირიაფხაზეთის მეომართა კავშირითამაზ ჯაჭვლიანი

Discussion about this post

  • მთავარი
  • სიახლეები
  • კავშირის საქმიანობა
  • ჩვენი გმირები
  • ჩვენს შესახებ
  • კანონმდებლობა
  • ჩვენი პარტნიორები
  • არქივი/ძიება

გაწევრიანება

Tbilisi, GE
Thursday, April 16, 2026
light rain
29 ° c
39%
9.75mh
0%
33 c 20 c
Sat
32 c 20 c
Sun
32 c 19 c
Mon
33 c 22 c
Tue
April 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« Feb    
  • ელ-ფოსტა: contact@amk.ge
ტელ: +995 595 85 42 48

Copyright © 2023 Developed by Best Web All Rights Reserved

error: Content is protected !!
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • კავშირის საქმიანობა
  • ჩვენი გმირები
  • ჩვენს შესახებ
  • კანონმდებლობა
  • ჩვენი პარტნიორები
  • არქივი/ძიება

Copyright © 2023 Developed by Best Web All Rights Reserved