სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Thursday, April 16, 2026
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

ელგუჯა ნატმელაძე

Categories: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

ელგუჯა ნატმელაძე დაიბადა 1961 წლის 1 მარტს, ქალაქ სოხუმში. 1992 წლის 25 აგვისტოდან ელგუჯა ნატმელაძე ჩაირიცხა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

ელგუჯა ბრიგადის მეთაურის ბრძანებით, საბრძოლო დავალების შესასრულებლად ვერტმფრენით გაიგზავნა ოჩამჩირეში. ვერტმფრენის აფეთქების შედეგად, 1992 წლის 11 ოქტომბერს, ელგუჯა ნატმელაძე მეგობარ მურთაზ გახოკიძესთან ერთად დაიღუპა. ათი დღის შემდეგ თანამებრძოლებმა, ვახტანგ ლომიძემ და დიმა ცაგურიამ გამოასვენეს.  ელგუჯა ნატმელაძე დაკრძალულია სოფელ ვარჩეში.

ელგუჯა ნატმელაძე

ელგუჯა ნატმელაძე დაიბადა 1961 წლის 1 მარტს, ქალაქ სოხუმში. 1992...

გულადი გივის ძე მანაგაძე

Categories: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია

გულადი გივის ძე მანაგაძე დაიბადა 1956 წელს. ცხოვრობდა აფხაზეთში. 1992 წლის ოქტომბერში, ჩაირიცხა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოში რიგით მებრძოლად. ბატალიონთან ერთად თავგანწირვით იბრძოდა შრომის, ზეგანის, ცუგუროვკის, მდინარე გუმისთის მისადგომებში. მმაცი, უშიშარი, კეთილსინდისიერი მეომარი მეთაურთა ბრძანებებსა და დავალებსბ პირნათლად და დროულად ასრულებდა. არაერთხელ იყო წახალისებული მეთაურის მიერ.

გულადი მანაგაძე დაიღუპა 1993 წლის 9 ივლისს, სოფელ შრომაზე მორიგი შემოტევის დროს. მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან მეგობრებმა 17 აგვისტოს გამოასვენეს.

გულადი მანაგაძე დაკრძალულია სოფელ თავისუფლებაში.

გულადი გივის ძე მანაგაძე

გულადი გივის ძე მანაგაძე დაიბადა 1956 წელს. ცხოვრობდა აფხაზეთში. 1992...

მამუკა მიქავა

Categories: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

მამუკა მიქავა დაიბადა 1964 წლის 11 მაისს ქალაქ სოხუმში.

1992 წლის 10 ოქტომბრიდან, აფხაზეთში კონფლიქტის დროს მამუკა მიქავა ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძლებში. პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა დავალებას, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებები. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა 1993 წლის 15-16 მარტს, როცა სოხუმის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა.

მამუკა მიქავა 1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთასთან გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მამუკა მიქავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III  ხარისხის ორდენით.

მამუკა მიქავა

მამუკა მიქავა დაიბადა 1964 წლის 11 მაისს ქალაქ სოხუმში. 1992...

კახაბერ ოთარის ძე კოპალიანი

Categories: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

კახაბერ ოთარის ძე კოპალიანი დაიბადა 1974 წლის 18 აპრილს . 1991 წელს დაამთავრა კელასურის ნ.შელიას სახელობის საშუალო სკოლა. აფხაზეთში ომი დაიწყო და პირტიტველა კახას დაუდეგარი ბუნება სახლში როგორ დაასვენებდა და ისიც სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა (ირიცხებოდა ქალაქ სოხუმის სამხედრო პოლიციის რიგებში)… კელასურელი სასახელო ბიჭების გუნდს შეუერთდა. უფრთხილდებოდნენ ასაკით პატარას, მაგრამ ომი ომია და კახა მძიმედ დაიჭრა, თვალიც დაკარგა… გამოჯანმრთელებული, შეუპოვარი ყმაწვილის გადაწყვეტილება მკაცრი და ცალსახაა და ის ისევ, რამდენიმე თვეში, ბრძოლის ხაზს უბრუნდება…

1993 წლის 25 სექტემბერს, როცა ჩვენი გმირი ბიჭები, ფაქტობრივად განწირული ქალაქის შემოგარენს მედგრად იცავდნენ, კახაბერ კოპალიანი გუმისთის პირას სასიკვდილოდ დაიჭრა. მის გვერდით იბრძოდა და დაიღუპა ძმა გრიგოლი. ორი ვაჟკაცი, სამშობლოსათვის შეწირული ორი სიცოცხლე – ერთი ოჯახიდან…

კახაბერ ოთარის ძე კოპალიანი

კახაბერ ოთარის ძე კოპალიანი დაიბადა 1974 წლის 18 აპრილს ....

გენადი კოპალიანი

Categories: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

გენადი კოპალიანი დაიბადა სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში 1956 წლის 18 ნოემბერს. 1973 წელს დაამთავრა კელასურის საშუალო სკოლა. 1975-77 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1983 წელს დაამთავრა ქუთაისის სამთო-სამშენებლო ტექნიკუმი. წლების მანძილზე მუშაობდა ინჟინრად ქალაქ სოხუმში.

ახოვანებით, ვაჟკაცობით გამორჩეული გენადი აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე ჩადგა მშობლიური კუთხის დამცველთა რიგებში, ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის რიგებში, თავდაუზოგავად იბრძოდა საკუთარი ოჯახის, ფუძის, ქვეყნის დაცვისა და ერთიანობისათვის.

გენადი კოპალიანი დაიღუპა 1992 წლის 28 დეკემბერს. დაკრძალულია სოფელ ზემო კელასურში.  მას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

 

გენადი კოპალიანი

გენადი კოპალიანი დაიბადა სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში 1956 წლის 18...

ემზარ ილიკოს ძე კიკალიშვილი

Categories: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია

ემზარ ილიკოს ძე კიკალიშვილი დაიბადა 1962 წლის 21 ნოემბერს სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში.

რიგითი ემზარ კიკალიშვილი 1992 წლის აპრილიდან მსახურობდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის რიგებში. აფხაზეთის ომის დაწყებამდე აქტიურად მონაწილეობდა ოსეთის კონფლიქტში. იბრძოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობისათვის, გამოირჩეოდა სიმამაცითა და გამჭრიახობით. რიგით ემზარ კიკალიშვილი დაიღუპა 1992 წლის 16 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში – მოწინაღმდეგის შემოტევის დროს.

ემზარ კიკალიშვილი დაკრძალულია სოფელ თავისუფლებაში.

ემზარ ილიკოს ძე კიკალიშვილი

ემზარ ილიკოს ძე კიკალიშვილი დაიბადა 1962 წლის 21 ნოემბერს სოხუმის...

ლევთერ შალვას ძე კვიტატიანი

Categories: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია

ლევთერ შალვას ძე კვიტატიანი დაიბადა 1960 წლის 15 დეკემბერს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა.     1992 წლის 15 ივლისიდან საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის პირველი მექანიზირებული ბატალიონის ოცმეთაურად დაინიშნა, შემდეგ აფხაზეთის სამხედრო პოლიციის რიგებში პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

1992 წლის 17-19 აგვისტოს მონაწილეობდა აფხაზი სეპარატისტებისგან სოხუმის ფუნიკულიორის გათავისუფლებაში. 1992 წლის 23 აგვისტოს ლევთერ კვიტატიანი თანამებრძოლებთან ერთად სოფელ შრომაში მტრის ორმოცდაათკაციანი შეიარაღებული ჯგუფის გასანეიტრალებლად გააგზავნეს, თავდადებული ჯარისკაცი ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა. ლევთერ კვიტატიანი დაკრძალულია სოფელ შრომის სასაფლაოზე.

ლევთერ შალვას ძე კვიტატიანი

ლევთერ შალვას ძე კვიტატიანი დაიბადა 1960 წლის 15 დეკემბერს სოხუმის...

ტარიელ კვირიკაშვილი

Categories: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია
Location: აფხაზეთი

ტარიელ კვირიკაშვილი დაიბადა 1972 წლის 16 თებერვალს ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში.

1979 წელს შევიდა წითელხევის პირველ საშუალო სკოლაში. 1989 წელს საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დაუსწრებელ ფაკულტეტზე. იმავე წელს ჩაება შრომით საქმიანობაში. ორი წელი წარმატებით სწავლობდა სოხუმში, მესამე კურსზე ომმა მოუსწრო და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე (მე-3 ბრიგადის პირველი ბატალიონის სოხუმის სამხედრო პოლიციის შემადგენლობაში) მთელი შემართებით, ვაჟკაცურად იბრძოდა თავისი საყვარელი ქალაქის – სოხუმის დასაცავად.

2 ნოემბერს მტერმა ჩვენს ჯარებს დარტყმა ზურგიდან მიაყენა, ამ ბრძოლას შეეწირა ტარიელი.

ასე დასრულდა 20 წლის ვაჟკაცის ხანმოკლე სიცოცხლე, მისი მჩქეფარე სისხლიც შეუერთდა იმ მრავალი ქართველი ვაჟკაცის სისხლს, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისათვის, დამოუკიდებლობისათვის , თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის გმირულად გასწირეს თავი.

ტარიელ კვირიკაშვილი

ტარიელ კვირიკაშვილი დაიბადა 1972 წლის 16 თებერვალს ბაღდათის რაიონის სოფელ...

ბავჩი უშანგის ძე დევდარიანი

Categories: 23-ე ბრიგადა, სამხ.პოლიცია

ბავჩი უშანგის ძე დევდარიანი დაიბადა 1928 წლის 20 დეკემბერს ლენტეხის რაიონის სოფელ ჯახუნდერში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. მუშაობდა გულრიფშის რაიონის სატყეო მეურნეობაში მთავარ ინჟინრად.

აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 1992 წლის ოქტომბრიდან ჩაება. ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს გულრიფშის რაიონის განყოფილების უფროსად. მონაწილეობდა არაერთ სახიფათო საბრძოლო ოპერაციაში.

ბავჩი დევდარიანი, 1993 წლის 28 სექტემბერს, ქალაქ სოხუმის დასაცავად მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს, სოფელ თხუბუნთან ტყვედ ჩავარდა და დახვრიტეს.

ბავჩი უშანგის ძე დევდარიანი

ბავჩი უშანგის ძე დევდარიანი დაიბადა 1928 წლის 20 დეკემბერს ლენტეხის...

თენგიზ ვლადიმერის ძე დგებუაძე

Categories: 23-ე ბრიგადა
Location: აფხაზეთი

თენგიზ ვლადიმერის ძე დგებუაძე დაიბადა 1946 წლის 1 მარტს ქალაქ სოხუმში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თენგიზ დგებუაძე, 1992 წლის 10 ოქტომბრიდან 1992 წლის 3 ნოემბრამდე ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის პირველ ასეულში. მონაწილეობდა ასეულის მიერ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში. თანამებრძოლებში კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. იყო უშიშარი და თავდადებული მებრძოლი. მეთაურთა დავალებებს დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებდა.

თენგიზ დგებუაძე დაიღუპა 1992 წლის 3 ნოემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს.

თენგიზ ვლადიმერის ძე დგებუაძე

თენგიზ ვლადიმერის ძე დგებუაძე დაიბადა 1946 წლის 1 მარტს ქალაქ...

მალხაზ გიორგის ძე გოგუა

Categories: 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის სამხედრო პოლიცია

მალხაზ გიორგის ძე გოგუა დაიბადა 1972 წლის 4 სექტემბერს. ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში.

აფხაზეთში მიმდინრე საომარი მოქმედებების დროს, მალხაზ გოგუა, 1992 წლის 15 ოქტომბრიდან ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს ჯავშანსატრანსპორტო ასეულში მძღოლ-მექანიკოსად. მამაცი და უშიშარი მებრძოლი მეომართა შორის კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.

მალხაზ გოგუა 1993 წლის 21 სექტემბერს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს ცეცხლმოკიდებულ ტანკში დაიწვა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მალხაზ გოგუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

მალხაზ გიორგის ძე გოგუა

მალხაზ გიორგის ძე გოგუა დაიბადა 1972 წლის 4 სექტემბერს. ცხოვრობდა...

თეიმურაზ გელანტია

Categories: 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის სამხედრო პოლიცია

თეიმურაზ გელანტია დაიბადა 1972 წლის 3 აგვისტოს ქალაქ სოხუმში. სწავლობდა სოხუმის N6 საშუალო სკოლაში. რვა კლასის დამთავრების შემდეგ, თეიმურაზმა სწავლა განაგრძო კიკვიძის სახელობის სპეციალურ სასწავლებელში. მოგვიანებით კი, ჩაირიცხა ქალაქ ხარკოვის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში.

აფხაზეთის საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, თეიმურაზი სოხუმში ჩამოვიდა და თანამოქალაქეების გვერდით, საბრძოლო პოზიციაზე დადგა. 1992 წლის 10 ოქტომბერს, თეიმურაზ გელანტია ჩაირიცხა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის მე-2 ბატალიონის ასეულის შემადგენლობაში. მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. გამოირჩეოდა სიმამაცითა და საქმისადმი ერთგულებით.

თეიმურაზ გელანტია დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს, გუმისთასთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თეიმურაზ გელანტია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

თეიმურაზ გელანტია

თეიმურაზ გელანტია დაიბადა 1972 წლის 3 აგვისტოს ქალაქ სოხუმში. სწავლობდა...

ჯამბულ გადილია

Categories: 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის სამხედრო პოლიცია

ჯამბულ გადილია დაიბადა 1969 წლის 29 სექტემბერს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. 1987 წელს დაამთავრა შრომის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა როსტოვის ავტოსაინჟინრო ინსტიტუტში, რომელიც 1991 წელს დაამთავრა.

1992 წელს, როცა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა, ჯამბული უყოყმანოდ დადგა სამშობლოს სადარაჯოზე. ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის რიგებში. მსახურობდა, ჯერ პურკომბინატის, შემდეგ, პორტის დაცვაში. 1993 წლის 16-17 მარტს ჯამბული და მისი ოცეული მიავლინეს მდინარე გუმისთის მიდამოებში გამავალ ფრონტის ხაზზე. ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს თავის ტრამვა მიიღო, გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ პორტის დაცვას დაუბრუნდა.

1993 წლის ივლისში ჯამბულ გადილია მძიმედ დაიჭრა, მეგობრებმა ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ჯამბულ გადილია დაკრძალულია მარტვილის რაიონის სოფელ აგუძერაში.

ჯამბულ გადილია

ჯამბულ გადილია დაიბადა 1969 წლის 29 სექტემბერს სოხუმის რაიონის სოფელ...

თეიმურაზ გაბუნია

Categories: 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის სამხედრო პოლიცია

43 წლის თეიმურაზ გაბუნია სოხუმის მკვიდრი იყო. იგი 1953 წელს დაიბადა.

ძმისშვილის – ზაზა გაბუნიას დაღუპვით შეძრწუნებულმა ხელში იარაღი აიღო და 23-ე ბრიგადას მოხალისედ შეუერთდა. თერთმეტი თვის განმავლობაში ძმასთან – მიხეილთან ერთად – მედგრად იცავდა მშობლიურ ქალაქს.

თეიმურაზ გაბუნია 1993 წლის 15 ივლისს მდინარე გუმისთის მისადგომებთან დაიღუპა. მიხეილმა კი, სოხუმი დაცემის შემდეგაც არ დატოვა და 29 სექტემბერს, 48 წლის ასაკში, სრულიად დაუცველ ოკუპირებულ ქალაქში, ჯალათის ტყვიამ იმსხვერპლა.

თეიმურაზ გაბუნია

43 წლის თეიმურაზ გაბუნია სოხუმის მკვიდრი იყო. იგი 1953 წელს...

ზაზა გაბუნია

Categories: 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის სამხედრო პოლიცია

ზაზა გაბუნია დაიბადა 1974 წლის 7 ოქტომბერს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის მეორე კურსის სდუტენტს, ჯერ 19 წელიც არ შესრულებოდა, თუმცა სამშობლოს დასჭირდა და მყუდრო აუდიტორიიდან ომის ქარეცხლში გადაინაცვლა. მისი მეგობრები იხსენებენ, რომ ზაზამ სოხუმში, თეთრ ხიდთან ორი აფხაზი დაატყვევა, იარაღი აყარა და მოგვიანებით ორივე გაუშვა. მისმა ასეთმა გადაწყვეტილებამ თანამებრძოლების გაკვირვება და გულისწყრომა გამოიწვია, ზედმეტად კეთილი ხარო, უსაყვედურეს…  თვითონ დაინდო მტრადქცეული მოძმე, მაგრამ მტერმა – არა.

ზაზა ძმათამკვლელი ომის ერთ-ერთ შეტევას შეეწირა.

ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნია დაიბადა 1974 წლის 7 ოქტომბერს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის...

error: Content is protected !!