სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Thursday, April 16, 2026
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

გია (გივი) გიორგის ძე გადელია

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

გია (გივი) გიორგის ძე გადელია დაიბადა 1961 წლის 1 მაისს, ოჩამჩირის რაიონის, სოფელ ახალდაბაში. დაამთავრა ეგნატე ნინოშვილის სახელობის ახალდაბის საშუალო სკოლა. 1983 წელს მოიხადა სავალდებულო-სამხედრო  სამსახური.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე გია გადელია  მამულის დამცველთა რიგებში ჩადგა. ის ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში რიგითად.

გია გადელია 1993 წლის 19 სექტემბერს, ახალდაბის აღების დროს მშობლიური სოფლის დასაცავად ვაჟკაცურად იდგა სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.

გია (გივი) გიორგის ძე გადელია

გია (გივი) გიორგის ძე გადელია დაიბადა 1961 წლის 1 მაისს,...

როლანდ (ზაურ) იასონის ძე ბერია

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

როლანდ (ზაურ) იასონის ძე ბერია დაიბადა 1952 წლის 9 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ წყურგილში. 1969 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1970-1971 წლებში სწავლობდა ქალაქ რუსთავის 55-ე პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. ზეინკალ-ავტოშემკეთებლის სპეციალობის მიღების შემდეგ სოხუმის ავტოკოლონაში მძღოლად მუშაობდა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი საომარი მოქმედებების დროს როლანდ ბედია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში რიგითად. ის აქტიურად მონაწილეობდა ათარა-აფხაზურთან, ათარა-სომხურთან, აძიუბჟასთან, ახალდაბასთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.

1993 წლის 7 იანვარს ათარა-აფხაზურის (ანარხუს) ბლოკ-პოსტზე როლანდ ბერია რაზმთან ერთად ალყაში მოყვა და სასიკვდილოდ დაიჭრა. დაკრძალულია სოფელ წყურგილში.

როლანდ ბერიას დარჩა მეუღლე და ვაჟიშვილი.

როლანდ (ზაურ) იასონის ძე ბერია

როლანდ (ზაურ) იასონის ძე ბერია დაიბადა 1952 წლის 9 აგვისტოს...

თემურ იურის ძე ბერია

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თემურ იურის ძე  ბერია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში, 1992 წლის 12 დეკემბრიდან. აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში, მეთაურთა ბრძანებებს პირნათლად ასრულებდა, თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

თემურ ბერია, 1993 წლის 21 სექტემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში ერთ-ერთი საომარი მოქმედების დროს დაიღუპა.

თემურ ბერია დაკრძალულია სოფელ ესტონკაში.

 

თემურ იურის ძე ბერია

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თემურ იურის ძე  ბერია ირიცხებოდა...

ამირან ჭიჭიკოს ძე ბენიძე

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ამირან ჭიჭიკოს ძე ბენიძე დაიბადა 1955 წლის 6 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1962 წელს დაამთავრა აძუბჟის პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ კი, ხონის მე-8 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი ზეინკლის სპეციალობით. მუშაობდა ქალაქ სოხუმის ავტოპარკში მძღოლად.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ამირან ბენიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსმე-2 საარმიო კორპუსის  23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის ახალდაბის მე-2 ასეულის რიგით მებრძოლად.

ამირან ბენიძე მონაწილეობდა კინდღი-ტამიშის გზის გახსნისთვის განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციაში. აგრეთვე სოფლების _ კინდღის, ანარხუს, ათარა-აფხაზსკაიას თავდაცვით ბრძოლებში.

ამირან ბენიძე დაიღუპა  ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, ათარა-აფხაზსკაიას  მისადგომებთან.

ამირან ჭიჭიკოს ძე ბენიძე

ამირან ჭიჭიკოს ძე ბენიძე დაიბადა 1955 წლის 6 თებერვალს ოჩამჩირის...

მამუკა ზაურის ძე არაბიძე

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

მამუკა ზაურის ძე არაბიძე დაიბადა 1970 წლის 24 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1992 წელს.

აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მამუკა არაბიძე ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში რიგითად.

მამუკა არაბიძე აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში (1992 წლიდან 1993 წლის 12 მარტამდე), რომელსაც აწარმოებდა 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი.  მამუკა მეთაურის ბრძანებებს  პირნათლად ასრულებდა. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

1993 წლის 12 მარტს სოფელ ათარა აფხაზსკაიაში, ერთ-ერთი ოპერაციის დროს, 23 წლის  მამუკა არაბიძე გმირულად დაიღუპა.

დაკრძალულია მშობლიურ ახალდაბაში.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მამუკა არაბიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

მამუკა ზაურის ძე არაბიძე

მამუკა ზაურის ძე არაბიძე დაიბადა 1970 წლის 24 მარტს ოჩამჩირის...

გიორგი ავერიონის ძე აკობიძე

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

გიორგი ავერიონის ძე აკობიძე დაიბადა 1956 წელს ოჩამჩირის რაონის სოფელ ახალდაბაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო უმაღლესი განათლება.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების  დაწყებისთანავესამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. გიორგი აკობიძე იყო  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის, მე-5 ბატალიონის, ახალდაბის მე-2 ასეულის, პირველი ოცეულის მეთაური. 1993 წლის თებერვალში,  გენერალ კამიკაძის ბრძანებით მიიღო უფროსი ლეიტენანტის  სამხედრო წოდება.

გიორგი აკობიძე მონაწილეობდა ყველა იმ საბრძოლო ოპერაციაში, რასაც აწარმოებდა  ახალდაბის მე-2 ასეული. მისი ინიციატივით, საბრძოლო პოზიციებზე კეთდებოდა თავდაცვითი საფარები და სხვადასხვა სახის ზოდები, რომელიც ომის პერიოდში დიდი თავდაცვითი საშუალება იყო.

1993 წლის 16 სექტემბერს, ომის განახლების დროს, გიორგი აკობიძე   სოფელს (ახალდაბა)  დასავლეთიდან, სოფელ აძიუბჟის მხრიდან იცავდა.

1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ ახალდაბის დაცემის დღეს, როცა გიორგი აკობიძეს მშვიდობიანი მოსახლეობა  სამშვიდობოს გადაჰყავდა,  ტყვედ ჩავარდა. მტერმა დაუმორჩილებლობის გამო სოფლის ცენტრში, თანასოფლელების თვალწინ დახვრიტა.

გიორგი აკობიძეს დარჩა მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი.

 

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გიორგი აკობიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენით.

 

გიორგი ავერიონის ძე აკობიძე

გიორგი ავერიონის ძე აკობიძე დაიბადა 1956 წელს ოჩამჩირის რაონის სოფელ...

კობა აბულაძე

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

კობა აბულაძე 1976 წლის 24 ივნისს დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.
მამა-შვილი ირიცხებოდა საქართველოს რასპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში.  მონაწილეობდნენ ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც  მე-5 ბატალიონი აწარმოებდა.

კობა აბულაძე 1993 წლის 29 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში მტრის შემოსევის დროს  უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
დაუვიწყარია მამულისათვის თავდადებულთა ხსოვნა.

კობა აბულაძე

კობა აბულაძე 1976 წლის 24 ივნისს დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ...

ტარიელ აბულაძე

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

 

ტარიელ აბულაძე დაიბადა 1952 წელს  სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამეში.
1960 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

ტარიელ აბულაძე შვილთან, კობა აბულაძესთან ერთად  ირიცხებოდა საქართველოს რასპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში.  მონაწილეობდნენ ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც  მე-5 ბატალიონი აწარმოებდა.
ტარიელ აბულაძე დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს სოფელ ვარჩეში, აფხაზებთან შეტაკების დროს.

ტარიელ აბულაძე

  ტარიელ აბულაძე დაიბადა 1952 წელს  სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამეში....

ციმბირა ხიზანიშვილი

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-4 ბატალიონი

ციმბირა ხიზანიშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1947 წელს.

1984 წლიდან ოჯახით საცხოვრებლად გადავიდა დაბა ჯავაში.

1990 წლის ნოემბერში, ქართულ-ოსური კონფლიქტის გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი და 5 შვილით თბილისში გადმოსულიყო.

ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბების დღიდან იყო გვარდიის წევრი. ირიცხებოდა გელა ლანჩავას დივიზიაში. მუშაობდა მექანიკოსად – “ბმპ”-ს მემანქანედ, ყველა დავალებას პირნათლად ასრულებდა. იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან, იცავდა მშვიდობიან მოსახლეობას.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს  ციმბირა ხიზანიშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-4 “გაგრის” ს/ნ 5090 ბატალიონში. უშიშარ მამაც მებრძოლს გული ყოველთვის წინა ხაზისკენ მიუწევდა. საბრძოლო ოპერაციის დროს ფეხში დაიჭრა, მაგრამ საბოლოო განკურნებას არ დაელოდა და თანამებრძოლების გვერდით დადგა.

1993 წლის 25 ივლისს სოელ შრომასთან მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ციმბირა ხიზანიშვილი გმირულად დაიღუპა.

 

ციმბირა ხიზანიშვილი

ციმბირა ხიზანიშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1947 წელს. 1984 წლიდან ოჯახით...

გოჩა წერედიანი

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-4 ბატალიონი

გოჩა წერედიანი დაიბადა 1975 წლის 2 აპრილს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა
სოხუმის მე-13 საშუალო სკოლა.
18 წლის  გოჩას ლამაზად დაწყებული ცხოვრების ლამაზი დასასრულის სწამდა… მაგრამ  1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებულმა  ომმა ბევრ ახალგაზრდას დაუმსხვრია იმედები.

1992 წლის 4 ნოემბერს გოჩა ჩაირიცხა გაგრის 23-ე ბრიგადის მე-4 ბატალიონის პირად შემადგენლობაში მსროლელად.

1993 წლის 2 ივლისს მტერმა ტამიშთან დესანტი გადმოსხა და  გრადის ტიპის საარტილერიო დანადგარებით იქაურობა ცეცხლის ალში გაახვია. მებრძოლები სახელდახელოდ გაჭრილ სანგრებს აფარებდნენ თავს. მტერი მალულად შემოდიოდა და ქართველ მებრძოლებს ზურგიდან ესროდა. გოჩას დაჭრილი მეგობარი გამოჰყავდა და თან ადევნებულ მტერს იგერიებდა.

1993 წლის 14 ივლისს მტერმა ყოველი მხრიდან, გაასმაგებული ძალებით შემოუტია აფხაზეთის მთელ ტერიტორიას. საბედისწერო აღმოჩნდა ეს დღე გოჩა წერედიანისთვის. მიზანში ნასროლმა ტყვიამ შეიწირა ახალგაზრდა მეომრის სიცოცხლე.

გოჩა წერედიანი მშობლიურ მიწას მიაბარეს, დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.

 

გოჩა წერედიანი

გოჩა წერედიანი დაიბადა 1975 წლის 2 აპრილს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა...

ზაალ ფირცხალაიშვილი

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-4 ბატალიონი

 

ზაალ  ფირცხალაიშვილი დაიბადა 1955 წლის 7 ნოემბერს სოფელ ჭყონაგორაში. ზაალი  იბრძოდა გაგრის ბატალიონში.  1993 წლის 9 ივლისს სოფელ შრომაში შევარდნაძის დაცვის დროს მძიმედ დაიჭრა. მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა 11 ივლისს.

ზაალ  ფირცხალაიშვილი  დაკრძალულია სოფელ ჭყონაგორაში.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზაალ ფირცხალაიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

ზაალ ფირცხალაიშვილი

  ზაალ  ფირცხალაიშვილი დაიბადა 1955 წლის 7 ნოემბერს სოფელ ჭყონაგორაში....

რუსლან ცაავა

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-4 ბატალიონი

რუსლან ცაავა დაიბადა 1974 წელს   გაგრის რაიონის სოფელ კოლხიდაში. რუსლანი მეგობრულ გარემოში იზრდებოდა ქართველ, აფხაზ და სომეხ ბავშვებთან ერთად.

რუსლან ცაავა, 1992 წლის 18 აგვისტოს, რიგით ჯარისკაცად ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის  მე-4  „გაგრის“ ს/ნ 5090 ბატალიონში.

რუსლანი  უფროს მეგობრებთან ერთად მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.  ბრძოლის ველიდან უშიშრად გაჰყავდა დაჭრილები.

რუსლან ცაავა 1993 წლის 4 ივლისს მოწინააღმდეგის შემოტევის დროს, სოფელ შრომაში  დაიღუპა. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით  სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რუსლან ცაავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

რუსლან ცაავა

რუსლან ცაავა დაიბადა 1974 წელს   გაგრის რაიონის სოფელ კოლხიდაში. რუსლანი...

ავთანდილ დავითის ძე კოპალიანი

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-4 ბატალიონი

ავთანდილ დავითის ძე კოპალიანი დაიბადა 1965 წლის 2 აგვისტოს  დაბა ბზიფში (ქ.გაგრა). დაამთავრა ცაგერის საშუალო სკოლა. სწავლობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში.  მუშაობდა ბიჭვინთის ციტრუსების მეურნეობაში.

ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის  მე-4 გაგრის ბატალიონში. ავთანდილ კოპალიანი  1993  წლის 10 ივლისს სოფელ შრომაში აფხაზი სეპარატისტების  ერთ-ერთი შემოტევის დროს დაიღუპა.

ავთანდილ კოპალიანი სამშობლოს დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის საქართველოს სახელმწიფო მეთაურის  განკარგულებით (ბრძანება  №00578  4.12.1994 წ. ) ვახტანგ გორგასლის  I  ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

 

ავთანდილ დავითის ძე კოპალიანი

ავთანდილ დავითის ძე კოპალიანი დაიბადა 1965 წლის 2 აგვისტოს  დაბა...

გენო შოთას ძე კვიციანი

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-4 ბატალიონი

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გენო შოთას ძე კვიციანი 1993 წლის 20 იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-4 „გაგრის“ ბატალიონში რიგით მებრძოლად. ბატალიონთან ერთად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. იყო დისციპლინირებული და უშისარი ჯარისკაცი. მეთაურის დავალებებს დროულად და პირნათლად ასრულებდა. იარაღით ხელში, სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

გენო კვიციანი 1993 წლის 16 სექტემბერს, მოწინააღმდეგის შემოტევის დროს, სოფელ აჩადარაში (კერძოდ მე-8 პოლკის მიდამოებში) გმირულად დაიღუპა.

 

გენო შოთას ძე კვიციანი

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გენო შოთას ძე კვიციანი 1993...

გელა ვალერიანის ძე დანელია

Categories: 23-ე ბრიგადა, მე-4 ბატალიონი

გელა ვალერიანის ძე დანელია დაიბადა 1962 წლის 25 მარტს გაგრის რაიონის დაბა ლესელიძეში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გაგრის საკონსერვო ქარხანაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გელა დანელია  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-4 გაგრის ბატალიონში.

მონაწილეობდა არაერთ რთულ და მნიშვნელოვან ოპერაციაში.

გელა დანელია დაიღუპა 1993 წლის 4 ივნისს, სოფელ შრომაში საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გელა დანელია დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

გელა ვალერიანის ძე დანელია

გელა ვალერიანის ძე დანელია დაიბადა 1962 წლის 25 მარტს გაგრის...

error: Content is protected !!