სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Thursday, April 16, 2026
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

თამაზ ხუტას ძე ხვიტია

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

თამაზ ხუტას ძე ხვიტია დაიბადა 1960 წელს ოჩამჩირის რაიონში, მოსამსახურის ოჯახში.  საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქ. ომსკის მილიციის უმაღლეს სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1981 წელს და მუშაობა დაიწყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში ინსპექტორის თანამდებობაზე, საიდანაც 1984 წელს კარგი სამსახურისათვის გადაყვანილ იქნა კადრების განყოფილებაში. 1990 წელს სამსახური გააგრძელა სოხუმის შს რაიგანყოფილების საკუთრების დატაცების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში. 1991 წელს დაინიშნა აფხაზეთის ა/რ შსს კადრების განყოფილების უფროსის მოადგილედ. იყო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

ვინც იცნობდა თამაზ ხვიტიას, ადასტურებს რომ ის იყო კეთილშობილი, ლამაზი, ახოვანი და ნათელი პიროვნება. დედით აფხაზს წუთითაც არ უყოყმანია, როცა სამშობლოს დაძახილზე ერთ-ერთი პირველი ჩადგა აფხაზეთის დამცველთა რიგებში. სხვაგვარი შვილი ვერ გაიზრდებოდა პოლიციის პოლკოვნიკის ხუტა ხვიტიას ოჯახში. როცა საბრძოლო დავალების შესასრულებლად მიდიოდა, მამა შეეწინააღმდეგა – ეგებ ამ ოპერაციაში არ მიგეღო მონაწილეობაო, რაზეც თამაზმა უპასუხა – მე თუ არა, მაშ ვინ უნდა დაიცვას აფხაზეთი მამაჩემოო. ამ სიტყვებით წავიდა 1993 წლის 16 სექტემბერს სოხუმის დასაცავად… და აღარ დაბრუნდა. ამ ბრძოლის შემდეგ თამაზის შესახებ არაფერი იციან.
მშობლები, და-ძმა, მეუღლე და ერთადერთი ვაჟიშვილი დღემდე იმედიანად გასცქერიან გზას… როგორ იქნება არ დაბრუნდეს? როგორ ვიცხოვროთ მისი ნაღვლიანი გამოხედვისა და მუდამსხივჩამდგარი თვალების გარეშე? – გოდებენ ოჯახის წევრები. უჭირს ოჯახს კარგი ყმის – თამაზ ხვიტიას გარეშე!

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, თამაზ ხვიტია, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

თამაზ ხუტას ძე ხვიტია

თამაზ ხუტას ძე ხვიტია დაიბადა 1960 წელს ოჩამჩირის რაიონში, მოსამსახურის...

ზურაბ ინდიკოს ძე ხვიბლიანი

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ზურაბ ინდიკოს ძე ხვიბლიანი დაიბადა 1971 წლის 24 მარტს ქ. გაგრის რაიონის სოფ. ბზიფში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, რომელიც გაიარა ქ. დნეპოპეტროვსკში.  1991 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. გაგრის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში, სადაც მალევე დაიმსახურა სიყვარული და ავტორიტეტი თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის, როგორც თავისი საქმის მაღალპროფესიონალურ დონეზე  შემსრულებელმა მუშაკმა.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდანვე, ზურაბ ხვიბლიანი გაგრის ბატალიონში ჩაირიცხა რიგით ჯარისკაცად 1992 წლის 16 აგვისტოდან. ის ერთ-ერთი პირველი აღუდგა წინ იარაღით აფხაზ ექსტრემისტებს მშობლიური ქალაქისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ის  გამოირჩეოდა სიმამაცითა  და დიდი პასუხისმგებლობით, იყო დისციპლინიანი და შემსრულებელი,  რის გამოც არაერთხელ დაუმსახურებია მადლობა მეთაურებისაგან. მან მონაწილეობა მიიღო მონაწილეობა მიიღო ყველა საბრძოლო ოპერაციებში ბატალიონთან ერთად.

მტრის მიერ გაგრის აღების შემდეგ ზურაბ ხვიბლიანს და მის მეგობრებს წინააღმდეგობა არ შეუწყვეტიათ, პარტიზანულ ბრძოლებზე გადავიდნენ.

1992 წლის 2 ოქტომბერს მოწინააღმდეგის შემოტევის დროს ზურაბ ხვიბლიანი გმირულად დაიღუპა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე  იცავდა მშობლიურ ქალაქს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, ზურაბ ინდიკოს ძე ხვიბლიანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

ზურაბ ინდიკოს ძე ხვიბლიანი

ზურაბ ინდიკოს ძე ხვიბლიანი დაიბადა 1971 წლის 24 მარტს ქ....

თეიმურაზ ხუნწარია

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

თეიმურაზ ხუნწარია დაიბადა 1949 წელს. დაიბადა ომის დამთავრებიდან მესამე წლის თავზე. უჭირდა ქვეყანას, ოჯახს, მაგრამ შვილისათვის არაფერი დაუკლიათ. ღირსეულად გაუკაფეს ცხოვრების გზა. ბავშვობისთანავე გამოირჩეოდა სამართლიანობით, ვერ იტანდა ადამიანის დაჩაგვრას  ყოველთვის დაჩაგრულს და გაჭირვებულს ეხმარებოდა.

1979 წლიდან მუშაობდა ქ. გაგრის შს საქალაქო განყოფილებაში. იყო მაღალ პროფესიონალური შემსრულებელი მუშაკი. ის გახლდათ სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორი, მინიჭებული ჰქონდა მაიორის საპატიო წოდება, ჰყავდა ოჯახი და შვილები.  მომავლის იმედით შეჰყურებდა, მაგრამ მოულოდნელად  სამშობლოს ცა, ის უანგაროდ დადგა აფხაზი ექსტრემისტების წინააღმდეგ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დამვცელთა გვერდით, პირნათლად ასრულებდა ყველა ოპერაციას.

გაგრის შს საქალაქო განყოფილებაში მიიღეს ოპერატიული ცნობა აფხაზ ექსტრემისტთა ქალაქში შემოჭრის შესახებ. განყოფილების თანამშრომლები ავტობუსით გაემგზავრნენ შემთხვევის ადგილკისაკენ მტრის შემოტევის მოსაგერიებლად. გზის ერთ-ერთი მონაკვეთზე ავტობუსი მოხვდა მტრის ალყაში და დაცხრილეს ყუმბარმტყორცნიდან, ავტობუსს გაუჩნდა ცეცხლი და უთანასწორო შეტაკებაში მამაცთა სიკვდილით დაეცა პოლიციის მაიორი  თეიმურაზ ხუნწარია.

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, მილიციის მაიორი  თეიმურაზ ხუნწარია  დაჯილდოვდა მედლით: „მხედრული მამაცობისათვის“

თეიმურაზ ხუნწარია

თეიმურაზ ხუნწარია დაიბადა 1949 წელს. დაიბადა ომის დამთავრებიდან მესამე წლის...

ნუგზარ შოთას ძე ჭელიძე

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ნუგზარ შოთას ძე ჭელიძე დაიბადა 1959 წლის 17 აგვისტოს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის 1-ლი საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 1982 წელს ნუგზარმა მისაღები გამოცდები ჩააბარა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში დაოჯახდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო აფხაზეთის შს სოხუმის საქალაქო განყოფილებაში – სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორად. დაუღალავი შრომაც დაუფასდა და პოლიციის უფროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დროს რევაზ ჭკადუა აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. კოჩარელი ვაჟკაცი თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს, რომელიც მამა-პაპის მიწას ედავებოდა.

1993 წლის 4 ივლისს ცუგუროვკის მიდამოებში გამართულ ბრძოლებში დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ნუგზარ  ჭელიძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, ნუგზარ შოთას ძე ჭელიძე , სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

ნუგზარ შოთას ძე ჭელიძე

ნუგზარ შოთას ძე ჭელიძე დაიბადა 1959 წლის 17 აგვისტოს ქალაქ...

რევაზ შალვას ძე ჭკადუა

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

რევაზ შალვას ძე ჭკადუა დაიბადა 1957 წლის 23 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. საშუალო განათლება მიიღო მშობლიურ სოფელში.  სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. მუშაობდა  აფხაზეთის შს საგზაო პოლიციის  ინსპექტორად, პარალელურად სწავლობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობაზე. კეთილი, უბოროტო, შრომისმოყვარე, პატრიოტი – ასე ახასიათებდენ რევაზს მეგობრები.

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დროს რევაზ ჭკადუა აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. კოჩარელი ვაჟკაცი თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს, რომელიც მამა-პაპის მიწას ედავებოდა. დაიღუპა 1992 წელს ერთერთი შეტაკების დროს.

რევაზ ჭკადუას დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

რევაზ შალვას ძე ჭკადუა

რევაზ შალვას ძე ჭკადუა დაიბადა 1957 წლის 23 მარტს ოჩამჩირის...

იური ძიძიგური

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

იური ძიძიგური დაიბადა   1950 წლის 3 დეკემბერს გაგრაში, მარტვილის რაიონში, სოფელ ხუნწაში.

იური ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სიკეთით, გულისხმიერებით, სიმართლის სიყვარულით, ახალგზრდა ჭაბუკმა შრომის და სწავლის ფრიად ნაყოფიერი გზა განვლო და შემდეგ მუშაობა დაიწყო აფხაზეთის შს სამინისტროს გაგრის საქალაქო განყოფილებაში. ყურადღებიანი, კეთისლსინდისიერი, შემსრულებელმა მუშაკმა დიდი სიყვარული გამოიჩინა თანამშრომლებში. იგი მუშაობდა 1980 წლიდან. ამ წლის მანძილზე შეუერიგებელი იყო ბოროტმოქმედების და საზოფადოებრივი წესრიგის დამრღვევთა მიმართ. მონაწილეობდა ყველა დაგეგმილ თუ განხორციელებულ ყველა ოპერატიულ ღონისძიებაში, სახელოვნად გაიარა გზა რიგით პოლიციიდან, სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობამდე, მინიჭებული ჰქონდა პოლიციის მაიორის საპატიო წოდება. ოჯახიც მშვენიერი ჰყავდა. ბედნიერად გრძნობდა თავს, ნათელ მომავალზე ოცნებობდა, მაგრამ აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებამ ძირფესვიანად შეცვალა მისი ცხოვრება.

1992 წლის 2 ოქტომბერს, როდესაც გაგრაზე მტრის გააფრთებული შეტევა დაიწყო, გაგრის შინაგან საქმეთა განყოფილებაში შეიქმნა პოლიციელთა ერთი ჯგუფი, რომელსაც სანატორიუმ “გრუზიას“ მიმდებარე სტრატეგიული პოზიციის დაცვა დაევალა.

მტერთან სისხლისმღვრელი შეტაკებაში მამაცმა სიკვდილით დაეცა ორმოცდაორი წლის პოლიციის მაიორი.

სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის და ვაჟკაცობისათის იური შოთას ძე ძიძიგური დაჯილდოვებულია მედლით “მხედრული მამაცობისათვის“ და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

იური ძიძიგური

იური ძიძიგური დაიბადა   1950 წლის 3 დეკემბერს გაგრაში, მარტვილის რაიონში,...

მერაბ დავითის ძე ჩხეტია

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

მერაბ დავითის ძე ჩხეტია დაიბადა 1969 წელს 5 მარტს ქალაქ გაგრაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს, მერაბ ჩხეტია დავითის ძე იმყოფებოდა მოხალისედ ქ. გაგრის ბატალიონში 1992 წლის 18 აგვისტოდან.

ის მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში ქ. გაგრის ზონაში, რომელსაც აწარმოებდა ბატალიონი. იყო დისციპლინირებული და შემსრულებელი, მეთაურის დავალებებს ასრულებდა დროულად და პირნათლად.

1992 წლის 2 ოქტომბერს ქ. გაგრაზე მოწინააღმდეგის შემოტევის დროს სოფელ კოლხიდასთან გმირულად დაიღუპა.

მერაბ დავითის ძე ჩხეტია

მერაბ დავითის ძე ჩხეტია დაიბადა 1969 წელს 5 მარტს ქალაქ...

მურთაზ ალექსანდრეს ძე ჩაგუნავა

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

მურთაზ ალექსანდრეს ძე ჩაგუნავა დაიბადა 1942 წლის 4 თებერვალს ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, მექანიზაციის ფაკულტეტზე. 1964-65 წლებში მსახურობდა შინაგან ჯარში. 1968 წელს მუშაობა დაიწყო აფხაზეთის შსს რაიონულ განყოფილებაში. იყო უბნის ინსპექტორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთი განყოფილების უფროსი, შსს განყოფილების საპასპორტო სამსახურის უფროსი. პოლიციის მაიორი მურთაზ ჩაგუნავა სანიმუშო სამსახურისთვის დაჯილდოებული იყო მთავრობის საპატიო მედლებითა და სიგელებით.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მურთაზ ჩაგუნავა აქტიურად მონაწილეობდა არაერთ სახიფათო და  რთულ საბრძოლო ოპერაციაში.

მურთაზ ჩაგუნავა დაიღუპა 1993 წლის 5 ივნისს – საბრძოლო მოვალეობის შესრულების დროს. მურთაზ ჩაგუნავას დარჩა მეუღლე და ოთხი შვილი.

მურთაზ ალექსანდრეს ძე ჩაგუნავა

მურთაზ ალექსანდრეს ძე ჩაგუნავა დაიბადა 1942 წლის 4 თებერვალს ქალაქ...

ემირ შონია

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ემირ შონია დაიბადა 1950 წლის 26 აგვისტოს ქ. გალში. მშობლიურ ქალაქში დაამთავრა N3 საშუალო სკოლა.  სწავლა განაგრძო ქ. სარატოვის სასაფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა ქ. სარატოვის  მილიციის უმაღლეს სკოლაში. უმაღლესის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს გულრიფშის შს რაიონულ განყოფილებაში, უბნის ინსპექტორად. ერთი წლის შემდეგ გადადის ქ. გალში შს რაიგანყოფილებაში, საკუთრების დაცვის წინაარმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსს ინსპექტორად. 1975 წლიდან კი ქ. სოხუმის შს განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროს ინსპექტორად.

1985 წლიდან მუშაობას იწყებს ქ. სოხუმის სადგურის მილიციის სახაზო განყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.

რთულ და საპასუხისმგებლო მუშაობის წლები კეთილსინდისიერად განვლო ემირ შონიამ. ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა საქმის მცოდნე პროფესიონალურ მუშაკად. დაჯილდოვებული და წახალისებული იყო შს სამინისტროს და დეპარტამენტის ხელმძღვანელობების მიერ. დაჯილდოვებული იყო მილიციის წარჩინებულის სამკედრე ნიშნით და სამართალდამცავ ორგანოებში თხუთმეტი წლის უმწიკვლო სამსახურისათის.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდანვე, ემირ შონია აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათის ბრძოლაში.

საბრძოლო ოპერაციის დროს დაიჭრა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ თავისი თანამებრძოლების გვერდით დადგა.

1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზი ექსტრემისტების მიერ სოხუმზე გააფთრებული იერიშის დროს ალყაში მოჰყვა. მომხდურებმა არ აპატიეს ქართველი ვაჟკაცისათვის დამახასიათებელი სამშობლოს სიყვარული, სიამაყე და ვერაგულად დახვრიტეს. დაკრძალულია ქ. გალის მზიურის ციტრუსების მერნეობასთან არსებულ სასაფლაოზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სატრანსპორტო პოლიციის სოხუმის სახაზინო განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-მაიორი ემირ შონია დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის   II ხარისხისო რდენით სიკვდილის შემდეგ.

ემირ შონია

ემირ შონია დაიბადა 1950 წლის 26 აგვისტოს ქ. გალში. მშობლიურ...

ბოჩია ყოლბაია

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ბოჩია ყოლბაია დაიბადა 1949 წლის 14 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა აბაშის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში განაგრძო. პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური და 1990 წელს კრასნოდარის პოლიტექნიკური ინსტიტუტიც დაამთავრა.

მუშაობდა მექანიზატორად გალის რაიონის სოფლებში. დაოჯახდა მზიური გულუაზე და 3 შვილს უზრდიდა სამშობლოს. ოჯახი საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა. შინაგან საქმეთა განყოფილებაში დაიწყო სამსახური. იყო პოლიციის მაიორი.

1993 წლის 30 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აფხაზმა სეპარატისტებმა სასტიკად აწამეს. ცოცხალ კაცს მარჯვენა მოჰკვეთეს, ხოლო შემდეგ ტყვიით დაცხრილეს.

ბოჩია ყოლბაია დაკრძალულია სოფლ ჭუბურხინჯში. დარჩა მეუღლე და სამი ქალიშვილი

ბოჩია ყოლბაია

ბოჩია ყოლბაია დაიბადა 1949 წლის 14 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ...

დავით ჯუმბერის ძე ქეცბაია

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

დავით ჯუმბერის ძე ქეცბაია დაიბადა 1960 წლის 20 აპრილს ქ. ოჩამჩირეში. ოჩამცირის რაიონის მე-2 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ მოსკოვის სატყეო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ოჩამჩირის საკოლმეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობაში უბნის უფროსად. სწავლა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთწლიან კურსებზე, ერევანში. შემდეგ კი მუშაობა განაგრძო შსს აპარატში ოპერრწმუნებულად.

1992 წლის აგვისტოში, როცა ქვეყნის ტერიტორიულმთლიანობას საფრთხე დაემუქრა, დათო მეგობრებთან ერთად მშობლიური ქვეყნის სადარაჯოზე დადგა.

1992 წლის 16 აგვისტოს პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დათო ქეცბაია  ქ. სოხუმში ორჯონიკიძის ქუჩაზე ეკლესიის უბანში, საბრძოლო მოქმედებების დროს.

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, დავით ქეცბაია, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

დავით ჯუმბერის ძე ქეცბაია

დავით ჯუმბერის ძე ქეცბაია დაიბადა 1960 წლის 20 აპრილს ქ....

ვალერიან ქობალია

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ვალერიან ქობალია დაიბადა 1944 წლის 25 თებერვალს, ჩხოროწყუს რაიონში. 1952 წელს, ოჯახთან ერთად გადასახლდა აფხაზეთში.  1961 წელს ვალერიმ დაამთავრა ოჩამჩირის პირველი საშუალო სკოლა, სამხედრო სამსახურ იქ. ჩელიაბინსკში მოიხადა, შემდეგ ჩაირიცხა ქ. ვლადიმირის მილიციის სკოლაში, სადაც წარმატებით დაამთავრა და მიიღო უმცროსი ლეიტენანტის წოდება.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდა სპეციალისტი მუშაობას იწყებს გალის რაიონის სოფელ სიდის ტერიტორიაზე განლაგებულ შრომა- გასწორების კოლონიაში, მისი მონდომება და საქმის სიყვარული მალე შეამჩნიეს და დააწინაურეს კოლონიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, კოლონიის დახურვის შემდეგ იგი ღირსეულად ატარებდა კაპიტნის წოდებას. ოჯახური მდგომარეობის გამო იგი დაბრუნდა მშობლიურ რაიონში და მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში. მან თავისი პროფესიული ცოდნა კიდევ უფრო სრულყო თბილისის აკადემიის დამთავრების შემდეგ.

ალერი ქობალია სასიკვდილოდ დაიჭრა 1992 წლის 29 ნოემბერს, ოჩამჩირის რაიონში, სოფელ მერკულასთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლაში, ორი დღე ებრძოდა სიცოცხლე მოწყურებული ვაჟკაცი, მაგრამ უთანასწორო ჭიდილში დამარცხდა და სამხედრო ჰოსპიტალში, დის ხელში დალია სული.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 ივლისის 435 ბრძანებით, ვალერიან ქობალია დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

ვალერიან ქობალია

ვალერიან ქობალია დაიბადა 1944 წლის 25 თებერვალს, ჩხოროწყუს რაიონში. 1952...

ვალერ ისაკის ძე ფანგანი

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ვალერ ისაკის ძე ფანგანი გულრიფშის რაიონ სოფელ ლათაში დაიბადა 1945 წლის 16 თებერვალს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო ტექნიკური განათლება, პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრ სამსახური და მუშაობა დაიწყო შს სამინისტროს ორგანოში. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან ვალერი ფანგანი უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლთა რიგში, ბრძოლის პერიოდში თავი გამოიჩინა მამაცობით და გამბედაობით.

მისი თანამებრძოლების მონაყოლიდან ვიცით, რომ გმირულად იბრძოდა, ყველაზე სახიფათო ოპერაციებზე თვითონ მიდიოდა თურმე, პირტიტველა ბიჭებს  ცეცხლის ხაზზე მარტო არ უშვებდა.   ეუბნებოდა: “შვილებო, მე უკან ოჯახი მრჩება, შვილები, თქვენ კი აწი უნდა ამრავლოთ ქართველი ერი. “საუბედუროდ  აუხდა წინასწარმეტყველება, მან მართლაც უკან დატოვა ოჯახი შვილები, თვითონ კი სამუდამო განსასვენებელი გაგრის რაიონის სოფელ კოლხიდასთან ჰპოვა. დაკრძალვის დღეს ხმამაღლა ტიროდნენ. ახალგაზრდა მებრძოლებს მამა შეურქმევიათ მზრუნველობისა და მამაშვილური ურთერთობების გამო.

ვალერ ფანგანი დაკრძალულია დაბა განთიადთან, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა მამაცი მებრძოლი. სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისთვის და მამაცობისთვის  ვალერი ფანგანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებით.

ვალერ ისაკის ძე ფანგანი

ვალერ ისაკის ძე ფანგანი გულრიფშის რაიონ სოფელ ლათაში დაიბადა 1945...

ზურაბ პანტელეიმონის ძე უბილავა

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ზურაბ პანტელეიმონის ძე უბილავა დაიბადა 1962 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ ტყვარჩელში.  აფხაზეთის ომის დაწყების პირველ დღეებში მუშაობდა აფხაზეთის შს სამინისტროს ოჩამჩირის რაიგანყოფილებაში, სისხლის

სამართლის სამძებროს ინსპექტორად. 1993 წლის ივნისის თვიდან ოჩამჩირის რაიგანყოფილების პირადი შემადგენლობა გადაიყვანეს 24-ე ბრიგადის დაქვემდებარებაში, საკომენდატო ასეულად.

უბილავა ზურაბი პანტელეიმონის ძე იყო თავდადებული მებრძოლი, პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებს, პასუხისმგებლობით ეკიდებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.

1993 წლის 17 სექტემბერს 24-ე ბრიგადის საკომენდატო ასეული, იცავდა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ცაგერას მდ. ცხენისწყალზე მტერთან შეტაკებისას საკომენდატო ასეულის ოცმეთაური უბილავა ზ. პ. დაიჭრა მძიმედ და მიყვანილ იქნა ოჩამჩირის საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.

ზურაბ უბილავა დასაფლავებულია ქ. ოჩამჩირეში.

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, ამირან ნორაკიძე, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

ზურაბ პანტელეიმონის ძე უბილავა

ზურაბ პანტელეიმონის ძე უბილავა დაიბადა 1962 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ...

არამ ესტატეს ძე ტყებუჩავა

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

არამ ესტატეს ძე ტყებუჩავა 1947 წელს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ ომსკის მილიციის უმაღლეს სკოლაში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1974 წლიდან მუშაობა დაიწყო გულრიფშის რაიონის შსს განყოფილებაში. საქმეზე შეყვარებული პოლიციელი, სანიმუშო მუშაობისთვის, მალე უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე დააწინაურეს. 1975-87 წლებში რაიონული განყოფილების უფროსი ინსპექტორი იყო. 1987-88 წლებში სამორიგეო ნაწილის უფროსი ინსპექტორი, 1988-90 წლებში – გულრიფშის რაიონის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, 1990-92 წლებში სოხუმის სამმართველოს შტაბის უფროსი, 1992 წლიდან გარდაცვალებამდე – ამავე სამმართველოს უფროსი. სანიმუშო სამსახურისთვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის საპატიო წოდება მიენიჭა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, არამ ტყებუჩავა უყოყმანოდ დადგა სამშობლოს დამცველთა გვერდით.

45 წლის ვიცე-პოლკოვნიკი არამ ტყებუჩავა დაიღუპა 1992 წლის 29 ნოემბერს, აფხაზ სეპარატისტებთან მორიგი შეტაკების დროს. დაკრძალულია გულრიფშის რაიონში.

არამ ტყებუჩავას დარჩა მეუღლე და ქალ-ვაჟი.

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, ამირან ნორაკიძე, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით “მხედრული მამაცობისთვის”.

არამ ესტატეს ძე ტყებუჩავა

არამ ესტატეს ძე ტყებუჩავა 1947 წელს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ...

error: Content is protected !!