თამაზ პირიბეს ძე ჯაჭვლიანი
თამაზ პირიბეს ძე ჯაჭვლიანი დაიბადა 1961 წლის 1 აგვისტოს, გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 1990 წელს დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თამაზ ჯაჭვლიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეს“ სასაზღვრო რაზმ „სოხუმის“ რიგებში.
1993 წლის 23 ნოემბერს, ბაგადის მისადგომებთან სისხლისმღვრელი შეტაკების დროს, თამაზი მძიმედ დაიჭრა. მეგობრებმა პოზიციიდან მისი გამოყვანა ვერ მოახერხეს. თამაზი მტერს ცოცხალი არ ჩაბარდა, ყუმბარით თავი აიფეთქა და გმირულად დაასრულა სიცოცხლე. მისი გადმოსვენება მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ მოხდა.
1994 წლის 13 მარტს მისი ცხედარი ომარიშარას სასაფლაოზე დაკრძალეს.
თამაზ ჯაჭვლიანს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თამაზ ჯაჭვლიანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
თამაზ პირიბეს ძე ჯაჭვლიანი
თამაზ პირიბეს ძე ჯაჭვლიანი დაიბადა 1961 წლის 1 აგვისტოს, გულრიფშის...
ენვერ ევგენის ძე ჯაჭვლიანი
ენვერ ევგენის ძე ჯაჭვლიანი დაიბადა 1952 წელს.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ენვერი საბრძოლო ოპერაციებში ჩაება და თავდაუზოგავად იბრძოდა მშობლიური მიწა-წყლის დასაცავდ, სჯეროდა რომ სამართალი გაიმარჯვებდა.
ენვერ ჯაჭვლიანი დაიღუპა 1993 წელს, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.
ენვერ ევგენის ძე ჯაჭვლიანი
ენვერ ევგენის ძე ჯაჭვლიანი დაიბადა 1952 წელს. აფხაზეთში საომარი მოქმედებების...
გონელი (ჯეირან) გიორგის ძე ხარზიანი
გონელი (ჯეირან) გიორგის ძე ხარზიანი დაიბადა 1963 წელს, გულრიფშის რაიონის სოფელ გენწვისში.
გონელი (ჯეირან) ხარზიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“. აფხაზეთის ომის მიმდინარეობისას მან თავი გამოიჩინა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამოჩენილმა მებრძოლმა. 1994 წლის 24 მარტს სოფელ ლათასთან მიმდინარე ორთაბრძოლების დროს გმირულად დაიღუპა. გონელი (ჯეირან) ხარზიანი დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ გენწვისში.
1994 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გონელი ხარზიანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
გონელი (ჯეირან) გიორგის ძე ხარზიანი
გონელი (ჯეირან) გიორგის ძე ხარზიანი დაიბადა 1963 წელს, გულრიფშის რაიონის...
ბადრი ტრისტანის ძე ჩოფლიანი
ბადრი ტრისტანის ძე ჩოფლიანი დაიბადა 1972 წლის 30 ოქტომბერს გულრიფშის რაიონ სოფელ საკენში . მე-7 კლასამდე სწავლობდა გენწვიშის საშუალო სკოლაში, შემდეგ სწავლა განაგრძო და დაამთავრა სოხუმის მე-12 საშუალო სკოლა. სამხედრო სასწავლებლის მე-2 კურსის სტუდენტი იყო, როცა აფხაზეთში ომის ქარ-ცეცხლი დატრიალდა.
ბადრი ჩოფლიანი ომის პირველი დღეებიდანვე ჩადგა მამულის დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“.
1993 წლის 21 ივნისს ბადრი ჩოფლიანი დარჩვის მიდამოებთან (ტყვარჩელი) წარმოებული საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
ქორწინებაში არ ყოფილა. შვილები არ დარჩენია
ბადრი ტრისტანის ძე ჩოფლიანი
ბადრი ტრისტანის ძე ჩოფლიანი დაიბადა 1972 წლის 30 ოქტომბერს გულრიფშის...
ნური კაკოს ძე ღვაჩლიანი
ნური კაკოს ძე ღვაჩლიანი დაიბადა 1969 წლის 27 სექტემბერს. დაამთავრა განახლების საშუალო სკოლა.
ნური ღვაჩლიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“ და აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში.
ნური ღვაჩლიანი 1993 წლის 21 ივნისს, დარჩვის მიდამოებთან (ტყვარჩელი) წარმოებული საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
ნური კაკოს ძე ღვაჩლიანი
ნური კაკოს ძე ღვაჩლიანი დაიბადა 1969 წლის 27 სექტემბერს. დაამთავრა...
ავთანდილ მაქსიმეს ძე სტეფლიანი
ავთანდილ მაქსიმეს ძე სტეფლიანი
ავთანდილ მაქსიმეს ძე სტეფლიანი დაიბადა 1965 წლის 20 აგვისტოს გულრიფშის...
ალექსანდრე (გოგი) რეზესიძე
ალექსანდრე (გოგი) რეზესიძე დაიბადა 1952 წლის 1 მარტს. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.
ალექსანდრე რეზესიძე აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“ ასმეთაურად. იყო უშიშარი და შეუდრეკელი მეომარი.
1993 წლის 27 ნოემბერს, სოფელ ლათასთან, აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ალექსანდრე რეზესიძე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ტარიელ პაკელიანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ალექსანდრე (გოგი) რეზესიძე
ალექსანდრე (გოგი) რეზესიძე დაიბადა 1952 წლის 1 მარტს. დაამთავრა საქართველოს...
არიელ ანთუყვის ძე პაკელიანი
ტარიელ ანთუყვის ძე პაკელიანი დაიბადა 1928 წელს, გულრიფშის რაიონის სოფელ გვანდრაში. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა ქალაქ ჩიტაში.
ფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ტარიელი ქვეყნის სადარაჯოზე დადგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“. ნადირობაში განთქმული და კარგი მსროლელი ვაჟკაცი ახალგაზრდების გვერდით იბრძოდა და პოზიციებს იცავდა.
1993 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის ღამეს, ლათა-ბაგადასთან, მტრის მიერ განხორციელებული შემოტევის დროს, ბრძოლაში ვაჟკაცურად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ტარიელ პაკელიანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
არიელ ანთუყვის ძე პაკელიანი
ტარიელ ანთუყვის ძე პაკელიანი დაიბადა 1928 წელს, გულრიფშის რაიონის სოფელ...
კონსტანტინე რომანოზის ძე კვიციანი
კონსტანტინე რომანოზის ძე კვიციანი დაიბადა 1941 წლის 19 დეკემბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ საკენში. საშუალო განათლება მიიღო სოფელ აჟარის საშუალო სკოლაში. მსახურობდა სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“.
კონსტანტინე კვიციანი დაიღუპა 1993 წლის 26 ნოემბერს, ლათა-ბაგადის მისადგომებთან საომარი მოქმედებების დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის კონსტანტინე კვიციანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
კონსტანტინე რომანოზის ძე კვიციანი
კონსტანტინე რომანოზის ძე კვიციანი დაიბადა 1941 წლის 19 დეკემბერს, გულრიფშის...
ოთარ მიხეილის ძე კვიციანი
ოთარ მიხეილის ძე კვიციანი დაიბადა 1961 წლის 7 ნოემბერს. 1978 წელს დაამთავრა დრანდის სკოლა-ინტერნატი.
სერჟანტი ოთარ კვიციანი 1993 წლის 24 ივნისიდან საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარების სარდლის ბრძანების (N153. 29.07.1993) საფუძველზე მსახურობდა სასაზღვრო რაზმის „სოხუმის სასაზღვრო კომენდატურა „აჟარას“ შემადგენლობაში. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1994 წლის 16 მაისის N202 ბრძანების საფუძველზე, ოთარ კვიციანი 1994 წლის 1 იანვრიდან ჩაირიცხა ცალკეულ სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეს“ შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა სამხედრო დავალებას.
ოთარ კვიციანი დაიღუპა 1994 წლის 24 მარტს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს, გულრიფშის რაიონის სოფელ ლათაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ოთარ კვიციანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ოთარ მიხეილის ძე კვიციანი
ოთარ მიხეილის ძე კვიციანი დაიბადა 1961 წლის 7 ნოემბერს. 1978...
ავთანდილ (ტელმან) გრიშას ძე კვიციანი
ავთანდილ (ტელმან) გრიშას ძე კვიციანი დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარაში. დაამთავრა აჟარის საშუალო სკოლა. ავთანდილ კვიციანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“.
1993 წლის 1 იანვარს სოფელ ტამიშთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ავთანდილ კვიციანი გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ კვიციანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ავთანდილ (ტელმან) გრიშას ძე კვიციანი
ავთანდილ (ტელმან) გრიშას ძე კვიციანი დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარაში....
ლეონ ემზარ) ქიშვარდის ძე კვანჭიანი
ლეონ ემზარ) ქიშვარდის ძე კვანჭიანი დაიბადა 1955 წლის 25 დეკემბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ ბაგადაში. სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.
1992 წლის 1 დეკემბრიდან ემზარ კვანჭიანი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში. სოხუმის დაცემის დღიდან შეუერთდა კოდორის ხეობის დამცველებს. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“.
ემზარ კვანჭიანი 1993 წლის 6 ოქტომბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ ჩინთან მიმდინარე ორთაბრძოლების დროს გმირულად დაიღუპა.
ლეონ ემზარ) ქიშვარდის ძე კვანჭიანი
ლეონ ემზარ) ქიშვარდის ძე კვანჭიანი დაიბადა 1955 წლის 25 დეკემბერს,...
ილიკო მიხეილის ძე კვანჭიანი
ილიკო მიხეილის ძე კვანჭიანი დაიბადა 1964 წლის 19 ნოემბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ პტიშში. დაამთავრა სოფელ ჩხალთის საშუალო სკოლა.
1984 წელს მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. ჯარიდან დაბრუნებულს ობოლ და-ძმაზე ზრუნვა მოუხდა, თვითონ კი დაოჯახება ვერ მოასწრო.
1992 წელს, აფხაზეთში დაწყებულ საომარ მოქმედებებში ჩაება. მოხალისედ ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეს“ რიგებში. ტანკისტი ილიკო კვანჭიანი გმირულად დაიღუპა 1994 წლის 24 მარტს, ლათის მიდამოებში შეტაკების დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ილიკო კვანჭიანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ილიკო მიხეილის ძე კვანჭიანი
ილიკო მიხეილის ძე კვანჭიანი დაიბადა 1964 წლის 19 ნოემბერს, გულრიფშის...
თემური გრიშას ძე ვიბლიანი
თემური გრიშას ძე ვიბლიანი დაიბადა გულრიფშის რაიონი სოფელი საკენში 1959 წლის 16 თებერვალს, სწავლობდა დრანდაში, დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი ელექტრიკოსის განხრით. მუშაობდა მეფრინველეობის ფაბრიკაში მთავარ ტექნკოსად. ომში წავიდა მოხალისედ.
ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ “მონადირეში”.
1993 წლის ივნისის თვეში ქვედანაყოფი წავიდა უღელტეხილის დასაზვერად. მოყვა ჩასაფრებაში. დარჩვის გადასასვლელზე – თემურ ვიბლიანი გმირულად დაიღუპა.
თემური გრიშას ძე ვიბლიანი დარჩა სამი მცირეწლოვანი ქალიშვილი.
თემური გრიშას ძე ვიბლიანი
თემური გრიშას ძე ვიბლიანი დაიბადა გულრიფშის რაიონი სოფელი საკენში 1959...
ერმინე აქვსენტის ძე გუჯეჯიანი
ერმინე აქვსენტის ძე გუჯეჯიანი დაიბადა 1955 წელს, გულრიფშის რაიონის სოფელ გვანდარაში. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე თავი მოვალედ ჩათვალა დამდგარიყო იქ, სადაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ბედი წყდებოდა. თანამოძმეებთან ერთად ხელში იარაღი აიღო და თავდაუზოგავად იბრძოდა მშობლიური მიწის დასაცავად.
ერმინე გუჯეჯიანი გმირულად დაიღუპა 1993 წლის 24 ნოემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს.
ერმინე აქვსენტის ძე გუჯეჯიანი
ერმინე აქვსენტის ძე გუჯეჯიანი დაიბადა 1955 წელს, გულრიფშის რაიონის სოფელ...