ელგუჯა ოთარის ძე ბერიძე
ელგუჯა ოთარის ძე ბერიძე, ირიცხებოდა აფხაზეთის ყოფილი სამხედრო პოლიციის სამმართველოს შემადგენლობაში ბატალიონის მეთაურად 1992 წლის 10 ოქტომბრიდან 1993 წლის 16 მარტამდე.
ის მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც ატარებდა ასეული. თანამებრძოლთა შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
ელგუჯა ბერიძე 1993 წლის 16 მარტს მტრის შემოტევის დროს გმირულად დაიღუპა.
ელგუჯა ოთარის ძე ბერიძე
ელგუჯა ოთარის ძე ბერიძე, ირიცხებოდა აფხაზეთის ყოფილი სამხედრო პოლიციის სამმართველოს...
ფრიდონ იასონის ძე ბერია
ფრიდონ იასონის ძე ბერია დაიბადა 1949 წლის 12 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ წყურგილში. დაამთავრა კინდღის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ფრიდონ ბერია ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის რიგებში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 7 იანვარს ათარა-აფხაზურის (ანარხუს) ბლოკ-პოსტზე ფრიდონ ბერია რაზმთან ერთად ალყაში მოჰყვა და დაიღუპა. ამ ბრძოლას შეეწირა მისი უმცროი ძმა როლანდ (ზაურ) ბერია.
ფრიდონ ბერია დაკრძალულია სოფელ წყურგილში.
ფრიდონ იასონის ძე ბერია
ფრიდონ იასონის ძე ბერია დაიბადა 1949 წლის 12 ოქტომბერს ოჩამჩირის...
ბესიკ ბელთაძე
ბესიკ ბელთაძე დაიბადა 1976 წლის 24 აპრილს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. ჰქონდა შესანიშნავი მუსიკალური სმენა. იყო სოხუმის ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ინტერნაციონალური ბავშვთა კაპელას ერთ-ერთი წევრი, მონაწილეობდა მრავალ ფესტივალში, როგორც საბჭოთა კავშირის ქალაქებში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ოჯახს მრავალი მადლობა აქვს მიღებული სასახელო შვილის აღზრდისათვის. ბესიკი ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა, ბავშვობიდანვე შეისისხლხორცა თავისი მრავალტანჯული სამშობლოს ჭირ-ვარამი. როცა აფხაზეთში არეულობა დაიწყო 16 წლის ბიჭმა, ხელში იარაღი აიღო და ქართულ ჯარში ჩაეწერა.
ბესიკ ბელთაძე ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციაში. ბოლომდე გმირულად იცავდა სოხუმს, ქალაქის დაცემის შემდეგ კი ზუგდიდის სპეცდანიშნულების რაზმში ირიცხებოდა. სამი წელი იარაღი ხელიდან არ გაუგდია საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლს. ერთხელ დედისთვის უთქვამს: ,,დედა, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ სამშობლო შენზე მეტად მიყვარსო“…
1994 წლის 22 დეკემბერს ქალაქ გალის გამგეობის რეკომენდაციით დაინიშნა აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს რკინიგზის ობიექტების დაცვის მე-2 ასეულის მეთაურის თანამდებობაზე. ლეგენდები დადიოდა მისი საგმირო სამხედრო მოქმედებების შესახებ. ჯერ კიდევ 18 წლის ასაში ბესიკი ჩამოყალიბებული ჯარისკაცი იყო.
1995 წლის იანვარში ბესიკ ბელთაძე მივლინებული იყო ქალაქ ზუგდიდში, სადაც იცავდა რკინიგზის ობიექტებს, კერძოდ, მდინარე ენგურზე გამავალ სარკინიგზო ხიდს. 1995 წლის 6 სექტემბერს ერთ-ერთი შემოვლის დროს, იგი სასიკვდილოდ დაიჭრა გალის რაიონის მხრიდან ნასროლი ტყვიით. დაკრძალულია ქალაქ ქუთაისში – საფიჩხიის სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულები, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, თავგანწირვისა და ვაჟკაცობისათვის ბესიკ ბელთაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ბესიკ ბელთაძე
ბესიკ ბელთაძე დაიბადა 1976 წლის 24 აპრილს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა...
ზურაბ შუქრის ძე ანჩაბაძე
ზურაბ შუქრის ძე ანჩაბაძე დაიბადა 1973 წლის 8 აპრილს ქ. გალში.
20 წლის ზურაბი 1993 წლის თებერვლიდან იბრძოდა აფხაზეთის პოლიციის სამმართველოს სოხუმის ბატალიონის განყოფილებაში პირველი ასეულის მეთაურად.
1993 წლის 17 სექტემბერს უფროსი ლეიტენანტი ანჩაბაძე ზურაბი თავისი ასეულით გაგზავნილი იქნა შრომის მიმართულებით ”ზეგანის” დასაცავად. წარმოებულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
ამავე ომში წინა ხაზზე გმირულად დაიღუპა მამამისიც, შუქრი ანჩაბაძე.
ზურაბი დასაფლავებულია ქ. გალში მამის გვერდით.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის შუქრი და ზურაბ ანჩაბაძეები, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებული არიან ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ზურაბ შუქრის ძე ანჩაბაძე
ზურაბ შუქრის ძე ანჩაბაძე დაიბადა 1973 წლის 8 აპრილს ქ....
შუქრი ნიკოლოზის ძე ანჩაბაძე
შუქრი ნიკოლოზის ძე ანჩაბაძე დაიბადა 1951 წლის 4 ივნისს ქ. გალში. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. მუშაობდა სიდის მეურნეობაში აგრონომად , ქალაქის საბჭოში. იპოდრომის დირექტორის მოადგილედ, გაზის სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად” . შემდეგ კი პოლიციაში.
კაპიტანი შუქრი ნიკოლოზის ძე ანჩაბაძე აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს რიგებში იბრძოდა 1993 წლის იანვრიდან, მესამე ასეულის მეთაურად.
1993 წლის 25 ივლისს საქართველოს სამხედრო პოლიციის შტაბის უფროსის ბრძანებით შუქრი ანჩაბაძე თავისი ასეულით გაიგზავნა შრომა -კამანის მიმართულებით, შეტევაზე გადმოსული მტრის შესაჩერებლად.
ამ ბრძოლაში შუქრი დაიღუპა. ასევე გმირულად დაიღუპა მისი შვილი ზურაბ ანჩაბაძეც.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის შუქრი და ზურაბ ანჩაბაძეები, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებული არიან ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
შუქრი ნიკოლოზის ძე ანჩაბაძე
შუქრი ნიკოლოზის ძე ანჩაბაძე დაიბადა 1951 წლის 4 ივნისს ქ....
კობა მირზაშვილი
კობა მირზაშვილი დაიბადა 1964 წლის 14 ივნისს ქალაქ სოხუმში.
1970–1981 წლებში სწავლობდა ქ. სოხუმის მე–11 საშუალო სკოლაში. ვარჯიშობდა კარატეში, იყო შავი ქამრის მფლობელი, მიღებული ქონდა ჯილდოები.
1983–1985 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. ვლადივოსტოში.
1986 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემებრს, ქ. სოხუმის მინისტრთა საბჭოს შენობის დაცვიდ დროს, ჟიული შარტავასთან ერთად აყვანილ იქნა ტყვედ და მას შემდეგ ითვლებოდა უგზო–უკვლოდ დაკარგულად.
2017 წლის 17 ოქტომბერს გადმოასვენეს ქ. თბილისში.
კობა მირზაშვილი
კობა მირზაშვილი დაიბადა 1964 წლის 14 ივნისს ქალაქ სოხუმში. 1970–1981...
ავთანდილ დეკანოიძე
ავთანდილ დეკანოიძე დაიბადა 1961 წლის 18 იანვარს ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. სწავლობდა მინსკის უშიშროების სკოლაში. უყვარდა ზღვისპირეთი, ამიტომაც სოხუმში დამკვიდრდა საცხოვრებლად. იქვე დაოჯახდა. ფიზიკურად ძლიერ, სპორტული აღნაგობის ავთანდილს წარმატებები ჰქონდა ხელბურთში, სამბოში. აეროპორტის კომენდანტი იყო. საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის დაცვის უფროსად დაინიშნა. შემდეგ ჟიული შარტავას დაცვას ხელმძღვანელობდა.
`ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო, ამბობენ. სწორედ ამ უსპეტაკესი სულის ვაჟკაცმა არ უღალატა მოყვასს და სიცოცხლის ბოლო წუთამდე სამშობლოსა და თავისი თანამოძმეების ერთგული დარჩა.
ავთო დეკანოიძე 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაიღუპა. მისი ცხედარი ახლობლებმა ჩამოასვენეს. განისვენებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ დეკანოიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. .
ავთანდილ დეკანოიძე
ავთანდილ დეკანოიძე დაიბადა 1961 წლის 18 იანვარს ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა...
ბადრი ბაღათურია
ბადრი ბაღათურია დაიბადა 1966 წლის 23 აპრილს ქალაქ სოხუმში. ბავშვობიდანვე სპორტს მისდევდა (კალათბურთს).
იგი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე დადგა სამშობლოს სადარაჯოზე. ბადრი ბაღათურია იმ საბედისწერო დღეს, 27 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობას იცავდა უკვე საბოლოოდ განწირულ, მაგრამ ბედთან შეურიგებელ ქართველთა მცირერიცხოვან რაზმთან ერთად.
ბადრი ბაღათურია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ბადრი ბაღათურია
ბადრი ბაღათურია დაიბადა 1966 წლის 23 აპრილს ქალაქ სოხუმში. ბავშვობიდანვე...
სოხუმის სამხედრო ავიაგარნიზონი
სოხუმის სამხედრო ავია-გარნიზონი სხვა საბრძოლო შენაერთებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. არა ერთი სასიქადულო მამულიშვილი შეეწირა ამ დაპირისპირებას. ავია-გარნიზონმაც მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა, ოთხი წევრი დაკარგა.
1993 წლის 20 სექტემბერს “ტუ- 134 ტიპის ხომალდის “სოხუმ–სოჭი” , ასრულებდა რეისს სოჭიდან სოხუმის მიმართულებით. აგუძერის აკვატორიაში შემოსულს მოწინააღმდეგე მხარემ ციფრული რაკეტა დაუმიზნა და თვითმფრინავი ზღვაში ჩააგდო. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. არცერთი მათგანის ცხედარი ნაპოვნი არ არის. ამ საბედისწერო რეისის შესრულებას შეეწირნენ: ხომალდის მეთაური – გერასი ტაბუევი, მეორე პილოტი – ოთარ შენგელია, შტურმანი – სერგეი შახი, ბორტგამცილებელი – ვლადიმერ ნაზარკო.
სოხუმის სამხედრო ავიაგარნიზონი
სოხუმის სამხედრო ავია-გარნიზონი სხვა საბრძოლო შენაერთებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს...
ლაშა ვლადიმერის ძე ჯანხოთელი
ლაშა ვლადიმერის ძე ჯანხოთელი დაიბადა 1971 წლის 26 მარტს.
სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ლაშა ჯანხოთელი 1993 წლის 21 ივნისიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქიმიური დაცვის ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილედ. მინიჭებული ჰქონდა ლეიტენანტის სამხედრო წოდება. ლაშა ჯანხოთელი გამოირჩეოდა მინდობილი საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. ასრულებდა სამხედრო ხელმძღვანელობის მითითებებსა და დავალებებს, მონაწილეობდა არაერთ სამხედრო ოპერაციაში სოფელ ტამიშში, გუმისთასა და შრომაში.
ლაშა ჯანხოთელი მოწინააღმდეგეების მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვისას მძიმედ დაიჭრა გულ-მკერდის არეში. 1993 წლის 6 ივლისს, ექიმების მცდელობის მიუხედავად, ჭრილობებისაგან გარდაიცვალა სოხუმის ჰოსპიტალში.
ლაშა ჯანხოთელი დაკრძალულია ქალაქ სოხუმში, „კაშტაკის“ სასაფლაოზე.
ლაშა ვლადიმერის ძე ჯანხოთელი
ლაშა ვლადიმერის ძე ჯანხოთელი დაიბადა 1971 წლის 26 მარტს. სწავლობდა...
თამაზ დავითის ძე ჯალაღონია
თამაზ დავითის ძე ჯალაღონია დაიბადა 1946 წლის 5 იანვარს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში. მოგვიანებით ჯალაღონიების ოჯახი საცხოვრებლად ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში გადავიდა.
თამაზ ჯალაღონია , 1993 წლის 1 თებერვლიდან, მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული სატანკო ბატალიონის მე-3 სატანკო ოცეულის უფროს მძღოლ-მექანიკოსად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში სოფელ ლაბრას, შრომა-კომანის,გუმისთას მიმართულებით.
თამაზ ჯალაღონია 1993 წლის 11 ივნისს სოფელ შრომის მისადგომებთან წარმოებული ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა თავის არეში. დაკრძალულია სოფელ კინდღის სასაფლაოზე.
თამაზ დავითის ძე ჯალაღონია
თამაზ დავითის ძე ჯალაღონია დაიბადა 1946 წლის 5 იანვარს ჩხოროწყუს ...
იპოლიტე მიხეილის ძე ჭკადუა
იპოლიტე მიხეილის ძე ჭკადუა
იპოლიტე მიხეილის ძე ჭკადუა დაიბადა 1930 წლის 15 ივლისს ქალაქ...
ზურაბ დურმიშხანის ძე ძამუნაშვილი
ზურაბ დურმიშხანის ძე ძამუნაშვილი დაიბადა 1967 წლის 20 იანვარს ქალაქ თბილისში. ზურაბ ძამუნაშვილი 1992 წლის 10 ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში, სატანკო ოცეულის მეთაურად.
1993 წლის 27 სექტემბერს , ზურაბ ძამუნაშვილი ბატალიონის მეთაურთან – ნუგზარ მილორავასთან და ტანკის ეკიპაჟის წევრებთან ერთად უთანასწორო ორთაბრძოლისდროს ტანკში აფეთქდა.
ზურაბ დურმიშხანის ძე ძამუნაშვილი
ზურაბ დურმიშხანის ძე ძამუნაშვილი დაიბადა 1967 წლის 20 იანვარს ქალაქ...
ედუარდ ცანავა
ედუარდ ცანავა დაიბადა 1959 წელს ქალაქ ტირნაუზში, ყაბარდო-ბალყარეთში.
მარტვილის I საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდეგ მუშაობა დაიწყო სოხუმის , აგუძერის ფიზიკის ინსტიტუტში ინჟინერ-ფიზიკოსად.
1992 წლის 20 დეკემბრიდან ედუარდი მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის საარტილერიო დივიზიონის ოცეულის მეთაურად. საბრძოლო მოქმედებების დროს იჩენდა პატრიოტულ სულისკვეთებას, ყველა ბრძანებას კეთილსინდისიერად ასრულებდა.
1993 წლის 26 თებერვალს ედუარდ ცანავა საბრძოლო დავალებას ასრულებდა იაშთხვას ზეგანის გადასასვლელზე, ავტომანქანა „ურალი“ , რომელშიც ის იმყოფებოდა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვისგან აფეთქდა. ედუარდი ადგილზე დაიღუპა.
ედუარდ ცანავა
ედუარდ ცანავა დაიბადა 1959 წელს ქალაქ ტირნაუზში, ყაბარდო-ბალყარეთში. ...
ვასო (დათო) თენგიზის ძე ჩხეიძე
ვასო (დათო) თენგიზის ძე ჩხეიძე დაიბადა 1957 წლის 9 თებერვალს ქალაქ ტყიბულში..
ჩხეიძეების ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ სოხუმში გადავიდა, ვასომ საშუალო სკოლა სოხუმში დაამთავრა. 1957 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში (ქ. ხაბაროვსკი, ქ. ჩიტა). ხაბაროვსკშივე ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში , სარეჟისორო ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1982წ.) დაბრუნდა მშობლიურ სოხუმში. ვასო ჩხეიძე მუშაობდა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქართულ დრამატულ თეატრში მსახიობად და რეჟისორად.
ვასო (დათო) თენგიზის ძე ჩხეიძე
ვასო (დათო) თენგიზის ძე ჩხეიძე დაიბადა 1957 წლის 9 თებერვალს...