მერაბ მიხეილის ძე ჩიტაია
მერაბ მიხეილის ძე ჩიტაია დაიბადა 1955 წლის 2 ივნისს,,დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1992 წლის 15 აგვისტოდან შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მაიორი მერაბ ჩიტაია მეორე საარმიო კორპუსის ცალკეული მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაური იყო.
უშიშარი მეთაური ყოველთვის წინ მიუძღვოდა თავის ბატალიონს საბრძოლო ოპერაციის დროს. ვაჟკაცობისა და გამბედაობის მაგალითს აძლევდა თანამებრძოლებს.
მერაბ ჩიტაია დაიღუპა 1993 წლის 30 სექტემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დაკრძალულია გულრიფშში.
მერაბ მიხეილის ძე ჩიტაია
მერაბ მიხეილის ძე ჩიტაია დაიბადა 1955 წლის 2 ივნისს,,დაამთავრა საქართველოს...
ამირან დომენტის ძე ჩიკვილაძე
ამირან დომენტის ძე ჩიკვილაძე დაიბადა 1954 წლის 28 იანვარს ქალაქ სოხუმში.
ამირან ჩიკვილაძე 1993 წლის 24 აპრილიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო- ქვეითი ბატალიონის ,მე-2 ასეულის I ოცეულის მე-3 ათეულში მსროლელად.
საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს 1993 წლის 18 ივლისს ამირან ჩიკვილაძე გმირულად დაიღუპა.
ამირან დომენტის ძე ჩიკვილაძე
ამირან დომენტის ძე ჩიკვილაძე დაიბადა 1954 წლის 28 იანვარს ქალაქ ...
ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შენიკოვი
ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შენიკოვი დაიბადა 1955 წლის 23 ნოემბერს გულრიფშის ბარნაულის დასახლებაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ვლადიმერ შენიკოვი 1993 წლის 19 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში მძღოლ-მექანიკოსად. იყო მამაცი და უშიშარი მებრძოლი
1993 წლის 2-11 ივლისს ოჩამჩირის ფრონტზე ტამიშის დესანტის გადმოსხმის დროს ვლადიმერ სენიკოვი თავისი ტანკით ახორციელებდა სამხედრო ოპერაციას,რა დროსაც გმირულად დაიღუპა.
ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შენიკოვი
ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შენიკოვი დაიბადა 1955 წლის 23 ნოემბერს გულრიფშის...
მამუკა ტიტიკოს ძე ღვალაძე
მამუკა ტიტიკოს ძე ღვალაძე დაიბადა 1969 წლის 13 აგვისტოს ჭიათურის რაიონის სოფელ მორგვეთში.
1993 წლის 13 ივლისიდან მამუკა ღვალაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში ყუუმბარმტყორცნელად.
მამუკა ღვალაძე 1993 წლის 23 ივლისს შრომა-ახალშენის მიდამოებში უთანასწორო ბრძოლის დროს თავისი ტანკის ეკიპაჟის წევრებთან ერთად გმირულად დაიღუპა.
მამუკა ტიტიკოს ძე ღვალაძე
მამუკა ტიტიკოს ძე ღვალაძე დაიბადა 1969 წლის 13 აგვისტოს ჭიათურის ...
შალვა ალექსანდრეს ძე ქომეთიანი
შალვა ალექსანდრეს ძე ქომეთიანი დაიბადა 1941 წლის 22 აგვისტოს სოხუმში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებეში მონაწილეობდა 1993 წლის 25 იანვრიდან . ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო დაცვის პირველ საზღვაო დევიზიონში,ქალაქ სოხუმის სანაპირო დაცვის კატარღების საზღვაო დივიზიონის გასამხედროებული სეინერის „ილორის“ კაპიტნის თანაშემწედ.
შალვა ქომეთიანი დაიღუპა ქალაქ სოხუმში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს.
შალვა ალექსანდრეს ძე ქომეთიანი
შალვა ალექსანდრეს ძე ქომეთიანი დაიბადა 1941 წლის 22 აგვისტოს სოხუმში....
გოჩა ჯემალის ძე ქვარცხავა
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გოჩა ჯემალის ძე ქვარცხავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის შტაბის დაცვისა და უზრუნველყოფის ასეულში.
გოჩა ქვარცხავა 1993 წლის 7 სექტემბერს სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს სოხუმის რაიონის სოფელ მანიაში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
გოჩა ქვარცხავა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ქვარცხავა გოჩა ჯემალის ძე ჩარიცხული იყო II საარმიო კორპუსის შტაბის დაცვის და უზრუნველყოფის ასეულში. 1993 წლის 7 სექტემბერს სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს სოხუმის რაიონის სოფ. მანიაში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
გოჩა ჯემალის ძე ქვარცხავა
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გოჩა ჯემალის ძე ქვარცხავა ირიცხებოდა...
ანატოლ ილიას ძე ფირცხალავა
ანატოლ ილიას ძე ფირცხალავა დაიბადა 1965 წლის 7 აპრილს.
რიგითი ანატოლ ფირცხალავა 1993 წლის 18 იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო-საზღვაო რადიოტექნიკურ პუნქტში ოპერატორად.
ანატოლ ფირცხალავა დაიღუპა საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს.
ანატოლ ილიას ძე ფირცხალავა
ანატოლ ილიას ძე ფირცხალავა დაიბადა 1965 წლის 7 აპრილს. რიგითი...
ქიშვარდი ხარიტონის ძე ფაცია
ქიშვარდი ხარიტონის ძე ფაცია დაიბადა 1954 წლის 17 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ქიშვარდი ფაცია 1993 წლის 18 აპრილიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში სარემონტო ათეულის მექანიკოსად.
სოფელ შრომის შტაბის წინ მდებარე სიმაღლის დაცვის დროს 11 ივლისს, დილის 07 საათზე დესანტის თავდასხმის დროს ქიშვარდ ფაცია თანამებრძოლებთან ერთად (ვლადიმერ დადუნაძე,თამაზ ჯალაღონია) გმირულად დაიღუპა.
ქიშვარდი ხარიტონის ძე ფაცია
ქიშვარდი ხარიტონის ძე ფაცია დაიბადა 1954 წლის 17 იანვარს გულრიფშის...
ვახტანგ ივანეს ძე ფაცაცია
ვახტანგ ივანეს ძე ფაცაცია დაიბადა 1965 წლის 21 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ , სწავლა განაგრძო სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ,ვახტან ფაცაცია 1992 წლის 24 დეკემბრიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 227-ე ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის პირველ ბატალიონში. მონაწილეობდა მდინარე გუმისმთის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
1993 წლის 11 იანვარს, ვახტანგ ფაცაციას, სანგარში მანქანიდან საბრძოლო ინვენტარის გადმოტვირთვისას ,ჭურვის ოთხმოცკილოგრამიანი ყუთი დაეცა. უგონო მდგომარეობაში მყოფი თანამებრძოლებმა თ. ქარდავამ და ბ. პატარაიამ ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს. მიღებული ტრამვის გამო,ვახტანგ ფაცაცია,1993 წლის 19 იანვარს ,თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში.
ვახტანგ ივანეს ძე ფაცაცია
ვახტანგ ივანეს ძე ფაცაცია დაიბადა 1965 წლის 21 იანვარს გულრიფშის...
გელა ედიშერის ძე ფარქოსაძე
გელა ედიშერის ძე ფარქოსაძე დაიბადა 19 ოქტომბერი 1966წელს ქალაქ თბილისში. გარდაიცვალა 24 სექტემბერი 1993 წელს სოხუმში
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გელა ფარქოსაძე 1992 წლის 10 ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში ტანკის მეთაურად.
იყო მამაცი და უშიშარი მებრძოლი.
1993 წლის 27 სექტემბერს, გელა ფარქოსაძე ბატალიონის მეთაურთან – ნუგზარ მილორავასთან და ტანკის ეკიპაჟის წევრებთან ერთად უთანასწორო ორთაბრძოლის დროს ტანკში აფეთქდა.
გელა ედიშერის ძე ფარქოსაძე
გელა ედიშერის ძე ფარქოსაძე დაიბადა 19 ოქტომბერი 1966წელს ქალაქ თბილისში....
ვლადიმერ ფანჩვიძე
ვლადიმერ ფანჩვიძე დაიბადა 1962 წლის 10 სექტემბერს დაბა გულრიფშში. 1979 წელს დაამთავრა გულრიფშის საშუალო სკოლა და იმავე წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის რადიო-ტელევიზიის სტუდიაში – ტექნიკოსის სპეციალობაზე.
სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარა საზღვაო ფლოტში,საიდანაც მადლობის სიგელებით და ჯილდოებით დაბრუნდა. ვლადიმერი კომუნიკაბელური, კეთილი, თავმდაბალი ადამიანი იყო.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 227-ე ცალკეულ საარტილერიო დივიზიონში. ვლადიმერ ფანჩვიძე თავდაუზოგავად იბრძოდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.
ვლადიმერ ფანჩვიძე 1998 წლის 24 მაისს გმირულად დაიღუპა გალის რაიონში, სოფელ ნაბაკვანთან ახლოს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს.
ვლადიმერ ფანჩვიძე დაკრძალულია წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში.
ვლადიმერ ფანჩვიძე
ვლადიმერ ფანჩვიძე დაიბადა 1962 წლის 10 სექტემბერს დაბა გულრიფშში. 1979...
ზვიად ბიჭიკოს ძე ტაბატაძე
ზვიად ბიჭიკოს ძე ტაბატაძე დაიბადა 1974 წლის 11 ივლისს, ხაშურის რაიონის სოფელ სარმანიშვილისკარში. დაამთავრა ქვისხეთის საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო სურამის №14 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში,რომლის დამთავრების შემდეგ,1992 წლის 15 აგვისტოს, გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
1993 წლის იანვარში გადაიყვანეს აფხაზეთის რეგიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. ზვიად ტაბატაძე ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 321-ე ცალკეულ სადაზვერვო ბატალიონში,მზვერავად.
ზვიად ტაბატაძე 1993 წლის 16 მარტს გუმისმთის მისადგომებთან კონტრშეტევის დროს მძიმედ დაიჭრა. ის საწრაფოდ გადაიყვანეს სოხუმის სამხედრო ჰოსპიტალში,სადაც გაუკეთდა ოპერაცია ხელის შესანარჩუნებლად, თუმცა უშედეგოდ. სამი დღის მანძილზე ებრძოდა სიკვდილს თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში. 1993 წლის 19 მარტს კი გარდაიცვალა…
ზვიად ბიჭიკოს ძე ტაბატაძე
ზვიად ბიჭიკოს ძე ტაბატაძე დაიბადა 1974 წლის 11 ივლისს, ხაშურის...
ლიუსიკ იგორის ძე ტკაჩუკი
ლიუსიკ იგორის ძე ტკაჩუკი იყო უკრაინელი მოხალისე,რომელიც ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების ჰიდროფიზიკური გაზომვების ინსტიტუტ „ატოლში“ მსროლელად.
ლეონიდ ტკაჩუკი _ უკრაინული სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია უნა-უნსოს წევრი.
ლიუსიკ იგორის ძე ტკაჩუკი
ლიუსიკ იგორის ძე ტკაჩუკი იყო უკრაინელი მოხალისე,რომელიც ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ...
ელგუჯა სულიკოს ძე რუხაია
ელგუჯა სულიკოს ძე რუხაია , 1971 წელი 12 მაისი. დაამთავრა სოხუმის პირველი საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 15 მაისიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის შტაბის დაცვის და უზრუნველყოფის ასეულში მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში,მეთაურთა დავალებებს ასრულებდა დროულად და პირნათლად, თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
ელგუჯა რუხაია დაიღუპა 1993 წლის 15 აგვისტოს ოჩამჩირის სოფელ ტამიშში,საომარი მოქმედებების დროს.
ელგუჯა სულიკოს ძე რუხაია
ელგუჯა სულიკოს ძე რუხაია , 1971 წელი 12 მაისი. დაამთავრა...
ბადრი სერგოს ძე პაპავა
ბადრი სერგოს ძე პაპავა დაიბადა 1953 წლის 17 აპრილს აბაშის რაიონის სოფელ გეზათში. ცხოვრობდა აფხაზეთში.დაამთავრა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა.
ბადრი პაპავა 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქიმიური დაცვის ბატალიონში. ბადრი პაპავა იყო თადარიგის ზემდეგი, 1993 წლის ივლისში მიენიჭა ლეიტენანტის სამხედრო წოდება.
1993 წლის 20 სექტემბერს ბადრი პაპავა საბრძოლო მოქმედებებისას მძიმედ დაიჭრა. თანამებრძოლებმა ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს.
ბადრი პაპავა გარდაიცვალა 1993 წლის 1 ოქტომბერს.
ბადრი სერგოს ძე პაპავა
ბადრი სერგოს ძე პაპავა დაიბადა 1953 წლის 17 აპრილს აბაშის...