სერგეი იგორის ძე ობუხი
სერგეი იგორის ძე ობუხი იყო უკრაინელი მოხალისე ,რომელიც ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების ჰიდროფიზიკური გაზომვების ინსტიტუტ „ატოლში“ მსროლელად.
სერგეი იგორის ძე ობუხი
სერგეი იგორის ძე ობუხი იყო უკრაინელი მოხალისე ,რომელიც ირიცხებოდა საქართველოს...
ვანო უშანგის ძე ნანობაშვილი
ვანო უშანგის ძე ნანობაშვილი (18 დეკემბერი 1965-4 ივლისი 1993) სიღნაღის რ-ნის სამხედრო კომისარიატის რეზერვის ოფიცრების აღრიცხვისა და გაწვევის სექტორის უფროსი ლეინტენატი დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების დროს სოფ. შრომასთნ აფხაზეთში. დაკრძალულია სოფ. ვაქირში.
ვანო ნანობაშვილი სიღნაღის რაიონის სამხედრო კომისარიატის მესამე განყოფილების უფროსი იყო. მას ევალებოდა სხვების ჯარში გაწვევა, მაგრამ თვითონ წავიდა აფხაზეთში და სამშობლოს შეეწირა.
აგუძერასთან (გულრიფშის რაიონი) გამართული ბრძოლების დროს, ვანო სადაზვერვო ასეულის მეთაურად მსახურობდა. მტერმა ჩვენი მებრძოლები ალყაში მოაქცია, რა დროსაც მან თავი გადადო და ჯავშანტრანსპორტიორით დაჭრილების გამოყვანა დაიწყო. ყველა გადაარჩინა და ბოლოს როცა თვითონაც აპირებდა ცეცხლის ხაზიდან გამოღწევას, სწორედ მაშინ მიიღო მძიმე ჭრილობები (ჭურვის ნამსხვრევები).
1993 წლის 4 ივლისს, სოფელ შრომასთან, საპომარი მოქმედებების დროს, გამთენიისას, ვანო ნანობაშვილი ვაჟკაცურად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის, ვანო ნანობაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
დარჩა მეუღლე (ლაურა) და ორი მცირეწლოვანი შვილი (მაკა (4 წლის) და მარი (3 წლის).
ვანო უშანგის ძე ნანობაშვილი
ვანო უშანგის ძე ნანობაშვილი (18 დეკემბერი 1965-4 ივლისი 1993) სიღნაღის...
მიშიკო გრიშას ძე მხითარიანი
მიშიკო გრიშას ძე მხითარიანი დაიბადა 1965 წლის 16 ნოემბერს ქალაქ თბილისში.
მიშიკო მხითარიანი 1992 წლის 11 ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული სატანკო ბატალიონში .
გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო მოქმედების დროს მიშიკო მხითარიანი მძიმედ დაიჭრა. გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში. ჰოსპიტლის მასიურ დაბომბვას შეეწირა კიდევ ერთი ვაჟკაცის სიცოცხლე.
მიშიკო გრიშას ძე მხითარიანი
მიშიკო გრიშას ძე მხითარიანი დაიბადა 1965 წლის 16 ნოემბერს ქალაქ...
უშანგი მიქაძე
უშანგი მიქაძე დაიბადა 1962 წლის 4 ოქტომბერს დაბა განთიადში. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდანვე აქტიურად ჩაება სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში.
უშანგი მიქაძე 1992 წელს ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის №321-ე სადაზვერვო ბატალიონის მე-2 ასეულში. გაგრის აღების შემდეგ უშანგის და მის მეგობრებს წინააღმდეგობა არ შეუწყვეტიათ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ სადაზვერვო ოპერაციებში. იბრძოდა გმირულად,ვაჟკაცურად.
უშანგი მიქაძე 1993 წლის 18 სექტემბერს მდინარე გუმისმთასთან მიმდინარე ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. მისი ცხედარი თანამებრძოლებმა გადმოასვენეს.
უშანგი მიქაძე დაკრძალულია ქალაქ წყალტუბოში.
უშანგი მიქაძე
უშანგი მიქაძე დაიბადა 1962 წლის 4 ოქტომბერს დაბა განთიადში. სკოლის ...
რომან კარლოს ძე მიქაძე
რომან კარლოს ძე მიქაძე დაიბადა 1952 წლის 29 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდში. დაამთავრა მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა . სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან უფროსი ლეიტენანტის წოდებით დაბრუნდა.
უფროსი ლეიტენანტი მიქაძე 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში. ის აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა სამხედრო ოპერაციაში.
ლაბრის მიდამოებში ბრძოლისას გამოჩენილი გმირობისთვის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის უფროსი ლეიტენანტი რომან მიქაძე დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
1993 წლის 9 ივლისს სამხედრო ოპერაციაში – შრომა-კომანის გადასასვლელთან მტრის ძალებთან უთანასწორო შეტაკების დროს რომან მიქაძე გმირულად დაიღუპა.
რომან კარლოს ძე მიქაძე
რომან კარლოს ძე მიქაძე დაიბადა 1952 წლის 29 ოქტომბერს გულრიფშის...
ნუგზარ შოთას ძე მილორავა
ნუგზარ შოთას ძე მილორავა დაიბადა 1961 წლის 24 ივნისს ქალაქ სოხუმში. სწავლობდა სოხუმის მე-12 საშუალო სკოლაში. დაამთავრა რიაზანის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელი. ვიცე-პოლკოვნიკი ნუგზარ მილორავა ომის დაწყების პირველივე დღიდან საომარ მოქმედებებში ჩაერთო.
ნუგზარ მილორავა 1992 წლის ოქტომბრიდან საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული სატანკო ბატალიონის მეთაური იყო.
ნუგზარ მილორავა გამოირჩეოდა მხედრული მამაცობით და მაღალი ორგანიზებული ნიჭით. მე-2 საარმიო კორპუსის ხელმძღვანელობისაგან არაერთი მადლობა დაიმსახურა. თავისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე აქტიურად იყო ჩაბმული ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში – სოფელ ტამიშშთან, ცუგუროვკაში,შრომაში მდინარე გუმისთის მისადგომებთან.
სოხუმზე უზომოდ შეყვარებული ვაჟკაცი სიციცხლის ბოლო წუთებამდე ერთგულად იდგა მშობლიური ქალაქის სადარაჯოზე. 1993 წლის 27 სექტემბერს ტანკი, რომელსაც ვიცე-პოლკოვნიკი ნუგზარ მილორავა მართავდა,სოხუმის ქუჩებში უთანასწორო ორთაბრძოლის დროს აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ააფეთქეს. ნუგზარ მილორავა თავის ეკიპაჟის წევრებთან ერთად გმირულად დაიღუპა… სამწუხაროდ ,საბრძოლო მანქანა მოწინააღმდეგეს ჩაუვარდა ხელში და ცხედრების გამოყვანა შეუძლებელი გახდა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვიცე პოლკოვნიკი ნუგზარ მილორავა ,სიკვდილის შემდეგ ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარსიხის ორდენით.
ნუგზარ შოთას ძე მილორავა
ნუგზარ შოთას ძე მილორავა დაიბადა 1961 წლის 24 ივნისს ქალაქ ...
ვალიკო დიმიტრის ძე მაჭარაშვილი
ვალიკო დიმიტრის ძე მაჭარაშვილი დაიბადა 1947 წლის 22 მარტს ზნაურის რაიონის სოფელ ბზისხევში. 1953 წელს მათი ოჯახი გაგრის რაიონის სოფელ სულევოში ჩაასახლეს. დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ დაოჯახდა და მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე სულევოში ცხოვრობდა.
1992 წელს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან უფროსი ლეიტენანტი ვალიკო მაჭარაშვილი სამშობლოს სადარაჯოზე დადგა. ის და მისი ორი ძმა – ოთარი და კარლო საქართველოს შიარაღებული ძალების მე-2 საარმიო კორპუსის , 321-ე ცალკეული სადაზღვევო ბატალიონის რიგებში ჩაირიცხნენ.
უფროსი ლეიტენანტი ვალიკო მაჭარაშვილი ამ ბატალიონის მე-2 ასეულის მე-3 ოცეულის მეთაურად დანიშნეს. ამავე ბატალიონში იბრძოდა , აგრეთვე, მისი შვილი მევლუდ მაჭარაშვილი.
აღნიშნული ბატალიონი დისლოცირებული იყო დაბა აგუძერაში,მონაწილეობდა სოხუმის თავდაცვით , ასევე,შრომა-ახალშენსა და მდინარე გუმისმთასთან წარმოებულ ბრძოლებში.
1993 წლის 4 ივლისს , მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა ,დაეცა სოფლები- შრომა და ახალშენი. ამ ბრძოლებში უფროსი ლეიტენანტი ვალიკო მაჭარაშვილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
მევლუდ მაჭარაშვილმა კი, აფხაზეთის დაცემის შემდეგ სამხედრო სამსახური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განაგრძო და დღემდე თავდაცვის სამინისტროში მსახურობს.
ვალიკო დიმიტრის ძე მაჭარაშვილი
ვალიკო დიმიტრის ძე მაჭარაშვილი დაიბადა 1947 წლის 22 მარტს ზნაურის...
აკაკი ვასოს ძე მიმინოშვილი
ლეიტენანტი აკაკი ვასოს ძე მიმინოშვილი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ,1993 წლის იანვრიდან , ჩარიცხული იყო საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონში საინჟინრო ჯარების განყოფილების უფროსად .მამაცი,დისციპლინირებული მეომარი მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
აკაკი მიმინოშვილი სოფელ აჩადარაში, განაღმვითი ოპერაციის დროს დაიღუპა. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში, ძმათა სასაფლაოზე.
აკაკი ვასოს ძე მიმინოშვილი
ლეიტენანტი აკაკი ვასოს ძე მიმინოშვილი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს...
ამირან ნიკოლოზის ძე მეგრელიშვილი
ამირან ნიკოლოზის ძე მეგრელიშვილი დაიბადა 1952 წლის 22 აგვისტოს გულრიფშის რაიონის დაბა დრანდში. დაამთავრა დრანდის საშუალო სკოლა. მუშაობდა დრანდის სამშენებლო ორგანიზაციაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ,მოხალისედ ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონში.
ზემდეგი ამირან მეგრელიშვილი მონაწილეობდა მდინარე კოდორის ხიდის მიმართულებით განხორციელებულ საომარ მოქმედებებში . ერთ-ერთი ოპერაციის დროს, 1993 წლის 30 სექტემბერს ამირან მეგრელიშვილი გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ აჩადარას სასაფლაოზე.
ამირან მეგრელიშვილს დარჩა მეუღლე და შვილები.
ამირან ნიკოლოზის ძე მეგრელიშვილი
ამირან ნიკოლოზის ძე მეგრელიშვილი დაიბადა 1952 წლის 22 აგვისტოს გულრიფშის ...
კობა ომარის ძე მამულია
კობა ომარის ძე მამულია დაიბადა 1969 წლის 17 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში.
კობა მამულია აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს გაწვეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ძალებში და 1993 წელს ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონში,რიგითი მსროლელის თანამდებობაზე.
აფხაზეთის დაცემის დროს კობა მამულია მოხვდა ალყაში და 1993 წლის 30 სექტემბერს გულრიფშში,სოფელ ვლადიმიროვკაში ალყიდან გამოსვლის დროს გმირულად დაიღუპა.
დაკრძალულია გულრიფშის რაიონში,სოფელ ვლადიმიროვკაში.
კობა მამულიას დარჩა ცოლ-შვილი.
კობა ომარის ძე მამულია
კობა ომარის ძე მამულია დაიბადა 1969 წლის 17 მაისს ზუგდიდის ...
ბონდო შოთას ძე ლაბაძე
ბონდო შოთას ძე ლაბაძე დაიბადა 1960 წლის 2 ივნისს საჩხერის რაიონში . დაამთავრა ჭალვანის საშუალო სკოლა.ცხოვრობდა აფხაზეთში,დაბა მაჭარაში.
1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის საარტილერიო დივიზიონის I ოცეულის მე-2 დათვლის მემიზნედ. იყო თავდადებული,მამაცი მეომარი,პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
ბონდო ლაბაძე 1993 წლის 24 თებერვალს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
საქართველოს ტერიტორიუილი მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ბონდო ლაბაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „ საბრძოლო დამსახურებისათვის“.
ბონდო შოთას ძე ლაბაძე
ბონდო შოთას ძე ლაბაძე დაიბადა 1960 წლის 2 ივნისს საჩხერის...
პაატა ვახტანგის ძე ლაბაძე
პაატა ვახტანგის ძე ლაბაძე დაიბადა ჭიათურის რაიონის სოფელ მორგვეთში.
1993 წლის 13 ივლისიდან პაატა ლაბაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში სნაიპერად.
1993 წლის 23 ივლისს შრომა-ახალშენის მიდამოებში უთანასწორო ბრძოლის დროს პაატა ლაბაძე თავისი ტანკის ეკიპაჟის წევრებთან ერთად გმირულად დაიღუპა.
პაატა ვახტანგის ძე ლაბაძე
პაატა ვახტანგის ძე ლაბაძე დაიბადა ჭიათურის რაიონის სოფელ მორგვეთში. 1993 ...
დავით ბეჟანის ძე ლაბაძე
დავით ბეჟანის ძე ლაბაძე დაიბადა ჭიათურის რაიონის სოფელ გურზულში.
1993 წლის 13 ივლისიდან დავით ლაბაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში ყუმბარმტყორცნელად.
1993 წლის 23 ივლისს შრომა ახალშენის მიდამოებში უთანასწორო ბრძოლის დროს დავით ლაბაძე, თანამებრძოლებთან ერთად ,გმირულად დაიღუპა.
დავით ბეჟანის ძე ლაბაძე
დავით ბეჟანის ძე ლაბაძე დაიბადა ჭიათურის რაიონის სოფელ გურზულში. 1993...
ზურაბ დურუს ძე კოკაია
ზურაბ დურუს ძე კოკაია დაიბადა 1954 წლის 4 თებერვალს ქალაქ სოხუმში. 1975 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. ხოლო 1975-1980 წლებში სწავლობდა მოსკოვში არქიტექტურის ფაკულტეტზე.
აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე მშობლიური კუთხის დამცველთა რიგებში ჩადგა. იბრძოდა ქვეყნის ერთიანობისათვის საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 227-ე ცალკეულ საარტილერიო დივიზიონში რადისტის თანამდებობაზე.
ზურაბ კოკაია 1993 წლის 15 აპრილს , სოხუმში დაიღუპა ერთ-ერთი საომარი მოქმედებების დროს.
ზურაბ დურუს ძე კოკაია
ზურაბ დურუს ძე კოკაია დაიბადა 1954 წლის 4 თებერვალს ქალაქ ...
ავთანდილ კობახიძე
ავთანდილ კობახიძე 1992 წლის ოქტომბერში სოხუმის სამხედრო კომისარიატში გამოცხადდა. ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონის რიგებში.
ავთანდილ კობახიძე სამსახურებრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა,არაერთხელ იყო გასული ფრონტის წინა ხაზზე აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად.
ერთ-ერთი მორიგი დავალების შესრულებისას,1993 წლის 23 სექტემბერს ,რიგითი ავთანდილ კობახიძე თანამებრძოლებთან ერთად მტრის ალყაში მოექცა და იქვე დახვრიტეს.
ავთანდილ კობახიძე დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.
ავთანდილ კობახიძე
ავთანდილ კობახიძე 1992 წლის ოქტომბერში სოხუმის სამხედრო კომისარიატში გამოცხადდა. ჩაირიცხა ...