სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

ვახტანგ გიორგის ძე კიკვაძე

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ვახტანგ  გიორგის  ძე კიკვაძე  დაიბადა 1968  წლის  26 სექტემბერს  ქალაქ სოხუმში. 1985 წელს დაამთავრა  სოხუმის მე-5  საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა  თბილისის  ტექნიკური  უნივერსიტეტის  სოხუმის ფილიალში სამშენებლო ფაკულტეტზე , 1989 წელს გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში,რომელიც  მოიხადა უფროსი სერჟანტის  წოდებით.

ვახტანგ  კიკვაძე  1992 წელს ჩაირიცხა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის შტაბის დაცვის და უზრუნველყოფის  ასეულში.

1993 წლის 18 მარტს მტრის შემოტევის  მოგერიების დროს  სასიკვდილოდ დაჭრილი მეგობრის   გამოყვანისას ვახტანგ  კიკვაძეს ტყვია მოხვდა თავში  და ადგილზევე  დაიღუპა.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის  ვახტანგ  კიკვაძე,სიკვდილის შემდეგ ,დაჯილდოვებულია ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

ვახტანგ გიორგის ძე კიკვაძე

ვახტანგ  გიორგის  ძე კიკვაძე  დაიბადა 1968  წლის  26 სექტემბერს  ქალაქ...

რეზო გიორგის ძე კალანდია

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

რეზო გიორგის ძე კალანდია დაიბადა 1952  წლის  18 დეკემბერს  გულრიფშის  რაიონში.  რეზო  კალანდია  აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  1993 წლის 1 მაისიდან ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის ცალკეული  მატერიალური  უზრუნველყოფის   ბატალიონში  სასურსათო  საწყობის უფროსად.რეზო  აქტიურ  მონაწილეობას იღებდა  ბატალიონის  მიერ  წარმოებულ ყველა საბრძოლო  ოპერაციაში. იყო მამაცი და დისციპლინირებული მებრძოლი,პირნათლად  ასრულებდა  მასზე დაკისრებულ  მოვალეობებს.

1993 წლის 29 სექტემბერს რეზო კალანდია  სოფელ  ფშავში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს  გმირულად დაიღუპა.

რეზო გიორგის ძე კალანდია

რეზო გიორგის ძე კალანდია დაიბადა 1952  წლის  18 დეკემბერს  გულრიფშის ...

მურმან აქვსენტის ძე თოდუა

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

მურმან აქვსენტის ძე  თოდუა დაიბადა 1945 წლის 5 თებერვალს ზუგდიდში.

1975 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად  გადავიდა   ქალაქ  ქალაქ სოხუმში.

მუშაობდა სოხუმის ავტოპარკში  მძღოლად.

მურმან თოდუა  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო კორპუსის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქიმიური  დაცვის ბატალიონში.

მურმან თოდუა  1993 წლის 27 სექტემბერს, შვილთან  ზურაბ  თოდუასთან  ერთად  დაიღუპა.

მურმან აქვსენტის ძე თოდუა

მურმან აქვსენტის ძე  თოდუა დაიბადა 1945 წლის 5 თებერვალს ზუგდიდში....

ზურაბ მურმანის ძე თოდუა

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ზურაბ მურმანის ძე თოდუა დაიბადა 1965  წლის 8 დეკემბერს ზუგდიდში. 1985 წელს დაამთავრა  სოხუმის მე-3 საშუალო  სკოლა . გერმანიაში  მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

ზურაბ თოდუა ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო  კორპუსის  ქაქუცა ჩოლოყაშვილის  სახელობის  ქიმიური  დაცვის  ბატალიონის  ქიმიური და  რადიაციული დაზვერვის ოცეულის უფროს ქიმიკოსად.

1993 წლის 27 სექტემბერს ზურაბ თოდუა  და მისი მამა მურმან აქვსენტის  ძე  თოდუა , ერთად  იცავდნენ  სოხუმს. აი, როგორ იხსენებს  დედა –  როზა  გაბედავა  1993  წლის  27 სექტემბერს –  სოხუმის დაცემის : „ ჩემი  მეუღლე  დილით გავიდა  სახლიდან,თურმე  შვიდ უიარაღო  და  უდანაშაულო  ადამიანთან  ერთად  მოჰყვა  ძალიან დაძაბულ  და  გამოუვალ სიტუაციაში –  შეეჩეხნენ  ჩეჩნებს და  გუდაუთელ აფხაზებს. მამის საძებრად  ჩემი ერთადერთი  საფიცარი შვილი  – ზურაბი წავიდა… ყველანი დაუნდობლად დახვრიტეს…

ზურაბ მურმანის ძე თოდუა

ზურაბ მურმანის ძე თოდუა დაიბადა 1965  წლის 8 დეკემბერს ზუგდიდში....

ვახტანგ ოლიფანტეს ძე თოდუა

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ვახტანგ  ოლიფანტეს  ძე  თოდუა  დაიბადა  1962 წელს  გულრიფშის  რაიონის  სოფელ  ქვემო ფშაფში.

ვახტანგ  თოდუა  1992 წლის 2 ოქტომბრიდან  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის 227-ე ცალკეული  საარტილერიო  დივიზიონში  I  ოცეულის მე-2  გათვლის  გამტენად.

ვახტანგ  თოდუა ,1993 წლის 23 იანვარს ,სოფელ შრომის მისადგომებთან  გმირულად  დაიღუპა.

ვახტანგ ოლიფანტეს ძე თოდუა

ვახტანგ  ოლიფანტეს  ძე  თოდუა  დაიბადა  1962 წელს  გულრიფშის  რაიონის  სოფელ ...

ჯონდო (ჯონი) სერიოჟას ძე თაბაგარი

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ჯონდო (ჯონი)   სერიოჟას ძე თაბაგარი დაიბადა 1965 წლის 25 მაისს ჭიათურის  რაიონის სოფელ რგანში. დაამთავრა სოფელ რგანის  არასრული საშუალო სკოლა,შემდეგ სწავლა გააგრძელა  ჭიათურის პროფესიულ-ტექნიკურ  სასწავლებელში  ხარატის  სპეციალობით.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ  გაიარა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური.მუშაობდა ჭიათურის მაღაროში.

  აფხაზეთში მიმდინარე  საომარი მოქმედებების დროს  რეზერვისტი ჯონდო  თაბაგარი  გაიწვიეს სამხედრო სამსახურში.ის ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო  კორპუსის  ცალკეულ სატანკო  ბატალიონში.

     სერჟანტი  ჯონდო თაბაგარი 1993 წლის 23 ივლისს  შრომა-ახალშენის  მიდამოებში  უთანასწორო  ბრძოლის დროს  თავის  ტანკის  ეკიპაჟის  წევრებთან  ერთად  გმირულად დაიღუპა.დიდი ძალისხმევის შედეგად, მისი  ცხედარი  ტყვე  ჯარისკაცში  გაცვალეს  და დაკრძალულია  მშობლიურ  სოფელ რგანში.

ჯონდო (ჯონი) სერიოჟას ძე თაბაგარი

ჯონდო (ჯონი)   სერიოჟას ძე თაბაგარი დაიბადა 1965 წლის 25 მაისს...

ფრიდონ (სპირიდონ) ვარლამის ძე თირქია

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ფრიდონ (სპირიდონ) ვარლამის ძე  თირქია დაიბადა 1954  წლის 22 მაისს ხობის რაიონის სოფელ  საჯიჯაოში.

1971  წლიდან ცხოვრობდა  ქალაქ  სოხუმში. 1974 წელს მოიხადა  სამხედრო-სავალდებილო  სამსახური. დემობილიზაციის შემდეგ   სოხუმში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო. 1979 წელს დაქორწინდა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი  მოქმედებების დროს  მაიორი ფრიდონ თირქია  1993 წლის 1 იანვრიდან მსახურობდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის  ცალკეული  სარემონტო  აღდგენით  ბატალიონში- მეთაურის მოადგილედ.

1993 წლის 27 სექტემბერს, მაშინ, როცა  სოხუმზე  ბოლო  შეტევები  ხორციელდებოდა ,ბატალიონის  მებრძოლები  ქალაქის დამცველთა რიგებს  შუერთდნენ. მაიორი ფრიდონ თირქია , აეროპორტის მიდამოებში მიმდინარე  უთანასწორო  ბრძოლაში  გმირულად  დაიღუპა. თანამებრძოლებმა  მისი ცხედარი  იქვე  დაკრძალეს.

 ფრიდონ თირქიას დარჩა მეუღლე  და  ქალიშვილი.

ფრიდონ (სპირიდონ) ვარლამის ძე თირქია

ფრიდონ (სპირიდონ) ვარლამის ძე  თირქია დაიბადა 1954  წლის 22 მაისს...

ზაური ვასილის ძე ზაქარაია

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ზაური  ვასილის ძე ზაქარაია დაიბადა 1954 წლის 2 ივნისს გალის რ-ნის სოფელ გუდავაში.

1971 წელს ჩაირიცხა საქართველოს პილოტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა გულრიფშის  სამშენებლო კომბინატში ცვლის უფროსად. პარალელურად, შეთავსებით მუშაობდა ,,პეპსი-კოლა”-ს ქარხანაში ცვლის უფროსად.

1980 წელს საცხოვრებლად გადავიდა ქ. სოსოხუმში.

1987 წელს დაოჯახდა (მეუღლე – მელის სიჭინავა) და შეეძინა ორი შვილი -ლელა და გელა.

აფხაზეთში შეიარაღებული კპონფლიქტის დროს, 1993 წლის 29 სეტქმბერს, დრანდის მისადგომებთან საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა.

ზაური ვასილის ძე ზაქარაია

ზაური  ვასილის ძე ზაქარაია დაიბადა 1954 წლის 2 ივნისს გალის...

 ია ჟორჟის ასული ზარქუა

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ია ჟორჟის ასული ზარქუა დაიბადა 1966 წლის 23 თებერვალს ქალაქ სოხუმში.

აფხაზეთში მიმდინარე  საომარი მოქმედებების დროს ,ია ზარქუა 1993 წლის 12 მარტიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  თავდაცვის   სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  ცალკეული  სატანკო ბატალიონის  სამედიცინო პუნქტში  მედდად.

ია ზარქუა  1993 წლის 28 სექტემბერს დაიღუპა ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  ახალ კინდღში.

 ია ჟორჟის ასული ზარქუა

ია ჟორჟის ასული ზარქუა დაიბადა 1966 წლის 23 თებერვალს ქალაქ...

ჟორა (ომარი) დომენტის ძე ვეკუა

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ჟორა (ომარი) დომენტის ძე ვეკუა დაიბადა 1935 წლის  26 იანვარს სოხუმის  რაიონის  სოფელ ბესლეთში. დაამთავრა საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე  კონფლიქტის  დროს  ჭარმაგი  ვაჟკაცი  ჩადგა სამშობლოს დამცველთა  რიგებში. 1993 წლის 1 მარტიდან ჟორა   ვეკუა ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  ცალკეული მატერიალური უზრუნველყოფის  დროებითი გაერთიანებული  საწყობის დამტვირთავ  მუშად.

ჟორა ვეკუას 1993 წლის 15 სექტემბერს, სოხუმის  რაიონში, სოფელ  აბჟაყვაში   მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს  დაიღუპა. დაკრძალულია საკუთარი სახლის ეზოში,სოხუმის რაიონში,სოფელ ბესლეთში.

ჟორა  ვეკუას დარჩა ცოლ-შვილი.

ჟორა (ომარი) დომენტის ძე ვეკუა

ჟორა (ომარი) დომენტის ძე ვეკუა დაიბადა 1935 წლის  26 იანვარს...

ჯუმბერ ვახტანგის ძე ვარდოშვილი

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

   ჯუმბერ ვახტანგის ძე ვარდოშვილი  დაიბადა 1965 წლის 1 აპრილს.

  ჯუმბერ ვარდოშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის  საარტილერიო  დივიზიონში სატრანსპორტო -სარემონტო  ათეულის  მეთაურად 1993 წლის 1  იანვრიდან.

ჯუმბერ ვარდოშვილი 1993 წლის 23 მაისს საბრძოლო დავალების  შესრულების დროს გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით  სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა და  თავგანწირვისათვის  ჯუმბერ  ვარდოშვილი ,სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისთვის“.

ჯუმბერ ვახტანგის ძე ვარდოშვილი

   ჯუმბერ ვახტანგის ძე ვარდოშვილი  დაიბადა 1965 წლის 1 აპრილს....

დავით დგებუაძე

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

დავით დგებუაძე 1975 წლის 9 თებერვალს გაგრის რაიონის  დაბა განთიადში დაიბადა.

1988 წლიდან  ოჯახი  გადავიდა  საცხოვრებლად გულრიფშის რაიონის სოფელ  ესტონკაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა  სოხუმის სასოფლო-სამეურნეო  ინსტიტუტში. კეთილი, თავმდაბალი,მოსიყვარულე  დავითი  სულით ხორცამდე  შეძრა ქვეყანაში დატრიალებულმა  უბედურებამ  და  17 წლის  ჭაბუკი  თავდაუზოგავად,ვაჟკაცურად იბრძოდა სამშობლოს  დასაცავად. ვერ ურიგდებოდა იმ აზრს, რომ  მშობლიურ მიწას ეცილებოდა ის აფხაზიც , რომელიც  მასთან  ერთად გაიზარდა.

დავით დგებუაძე მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული მატერიალური  უზრუნველყოფის  ბატალიონის რიგითად 1992 წლის  დეკემბერში ჩაირიცხა. ქალაქ  სოხუმზე ბოლო შემოტევის დროს  ბატალიონს დავალებული ჰქონდა  დრანდა-აეროპორტის  მიმდებარე ტერიტორიაზე  არსებული  ბაზების დაცვა. სოხუმისთვის საბედისწერო დღე მოახლოვებულიყო. 25 სექტემბერს ქალაქის შემოგარენს უტევდა მტერი… სხვებთან  ერთად , დავით დგებუაძე  მედგრად იცავდა  ახალგაზრდული შემართებით  მშობლიურ მიწას… საუბედუროდ ალყაში მოექცნენ…  გარკვეული ბრძოლის შემდეგ  ბატალიონი დაიშალა ჯგუფებად…

ომში  სიკვდილს მოულოდნელობას  ვერ დაარქმევ… დავით დგებუაძე 1993 წლის 29 სექტემბერს ბრძოლის დროს – აფხაზმა სეპარატისტებმა  დახვრიტეს სოფელ დრანდაში. მხოლოდ ოცდამეთხუთმეტე  დღეს შეძლეს მისი ცხედრის  მიწისთვის მიბარება.

დავით დგებუაძე

დავით დგებუაძე 1975 წლის 9 თებერვალს გაგრის რაიონის  დაბა განთიადში...

ვასო დგებუაძე

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ვასო დგებუაძე 1972 წელს დაიბადა სოფელ განახლებაში.  იგი II საარმიო კორპუსის მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონში მსახურობდა.

ვასო აფხაზმა სეპარატისტებმა, სოხუმის აღების შემდეგ განახლების გადასახვევთან, 21 წლის ვასო შინ მიმავალი ადგილზე დახვრიტეს.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს გულრიფშის რაიონში დიდი უბედურება დატრიალდა – ერთი ოჯახის შვიდი წევრი დაიღუპა ქართველობის გამო (ორი ძმა, ერთი და და და-ძმის ოთხი შვილი) დაღუპულთაგან ყველაზე უმცროსი – დათი დგებუაძე – 17 წლისა იყო.

ვასო დგებუაძე

ვასო დგებუაძე 1972 წელს დაიბადა სოფელ განახლებაში.  იგი II საარმიო...

აკაკი ვალერიანის ძე მუმლაძე

კატეგორია: "ცხუმი"

აკაკი ვალერიანის ძე მუმლაძე დაიბადა 1930 წლის 13 ივლისს, საჩხერის რაიონის სოფელ მერჯევში.

1956 წელს წარჩინებით დაამთავრა ა. მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით; შემდეგ კი, 1964 წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტთან არსებული ორწლიანი უმაღლესი პედაგოგიური კურსები.

1964 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა უფროს მასწავლებლად ა. მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედინსტიტუტის, აფხაზეთის სახელმწიფო

უნივერსიტეტის, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრაზე.

ბატონი აკაკის პუბლიცისტური საქმიანობაც არაერთ წელს ითვლის. მისი საგაზეთო სტატიები და ინტერნეტ პუბლიკაციები პოლიტიკურ თემებსა თუ განათლების საკითხებზე ზუსტად ეხმიანება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებს.

აკაკი ვალერიანის ძე მუმლაძე

აკაკი ვალერიანის ძე მუმლაძე დაიბადა 1930 წლის 13 ივლისს, საჩხერის...

ბახვა დგებუაძე

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ბახვა დგებუაძე დაიბადა  1955 წლის  15 ივლისს ოჩამჩირის რაიონის  სოფელ ათარა არმიანსკოეში.

1956 წელს, ოჯახი საცხოვრებლად  გადავიდა  გულრიფშის რაიონის  სოფელ ვლადიმიროვკაში. 1973 წელს ბახვა დგებუაძემ  დაამთავრა ვლადიმიროვკის  საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახური  მოიხადა ქალაქ  ვოროშილოვგრადში, სადაც  სამი წელი იმსახურა. დემობილიზაციიის სემდეგ  მუშაობდა ესტონკაში,მაჭარკაში…

ბახვა დგებუაძე 1983 წელს  ჩაირიცხა ქალაქ  მიჩურინსკის  სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკუმში და 1986 წელს მიიღო აგრონომის  კვალიფიკაცია.

1992 წელს საქართველოს კომისარიატმა  ჯარში  გაიწვია. 1992 წლის 15 თებერვალს  მიენიჭა „კაპიტნის“ წოდება და  დაინიშნა  მეორე საარმიო  კორპუსის ცალკეული  მატერიალური  უზრუნველყოფის  ბატალიონის მეთაურის  მოადგილედ  შეიარაღებისა და  ტექნიკის დარგში.

1992 წლის 29 დეკემბერს  სოხუმზე შემოტევის დროს , ბახვა დგებუაძე  მძიმედ დაიჭრა და დაიღუპა.

ბახვა დგებუაძე  დაკრძალულია  სოფელ ვლადიმიროვკის სასაფლაოზე.

ერთი  წლის შემდეგ  შვილის საფლავზე ჩასული მამაც სიცოცხლეს გამოასალმეს.

ბახვა დგებუაძე

ბახვა დგებუაძე დაიბადა  1955 წლის  15 ივლისს ოჩამჩირის რაიონის  სოფელ...

error: Content is protected !!