სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

ვლადიმერ დადუნაძე

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ვლადიმერ დადუნაძე დაიბადა 1939 წლის 10 მარტს.

რიგითი ვლადიმერ დადუნაძე  1993 წლის 19 მარტიდან მე-2 საარმიო  კორპუსის   I  სატანკო  ბატალიონის ტანკის მეთაურად ჩაირიცხა.

სოფელ შრომის შტაბის წინ  მდებარე სიმაღლის  დაცვის დროს  11 ივლისს, დილის  შვიდ  საათზე  დესანტის  თავდასხმის  დროს  ვლადიმერ  დადუნაძე  გმირულად დაიღუპა.

20 ივლისს სპეციალურად შექმნილმა  ჯგუფმა  მისი ცხედარი  ჩამოასვენა (ბატალიონის  მეთაურმა  ნუგზარ მილორავამ, მოადგილემ  -მერაბ გაბუნიამ  და სხვა  მებრძოლებმა).

ვლადიმერ დადუნაძე

ვლადიმერ დადუნაძე დაიბადა 1939 წლის 10 მარტს. რიგითი ვლადიმერ დადუნაძე ...

მალხაზ გაიოზის ძე გულიაშვილი

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

მალხაზ გაიოზის  ძე გულიაშვილი დაიბადა 1972  წლის 17 ოქტომბერს ქალაქ ბორჯომში. დაამთავრა ბორჯომის  მე-6  საშუალო  სკოლა. სწავლა გააგრძელა  სამშენებლო კოლეჯში,საიდანაც 1992 წლის აგვისტოში  გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.თავდაპირველად მსახურობდა ვალეში, ექვსი თვის შემდეგ  ჩაერთო  აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

მალხაზ  გულიაშვილი 1993 წლის თებერვლიდან  ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 321  ცალკეულ სადაზვერვო  ბატალიონში ათეულის მეთაურად. მისი ბატალიონის მ ეთაური – მაიორი  ჯუმბერ მეტრეველი იხსენებს: „როდესაც აფხაზურმა მხარემ  სოფელი შრომა აიღო,თავდაცვის მინისტრის  გია ყარყარაშვილის ბრძანებით, სამხედრო  შენაერთებმა  მიიღეს დავალება  განეხორციელებინათ შეტევა  სოფელ შრომის მიმართულებით. ამ საბრძოლო ოპერაციაშიც  მონაწილეობდა ჩვენი  მე-2 საარმიო  კორპუსის  321-ე  ცალკეული სადაზვერვო  ბატალიონი.

სამხედრო  ოპერაცია  1993 წლის  15 ივნისს დაიწყო. ამ ბრძოლების დროს  განსაკუთრებით გამოიჩინა თავი  მალხაზ გულიაშვილმა. მან თავისი ყუმბარმტყორცნით  24  წარმატებული გასროლა  განახორციელა. გაანადგურა მოწინააღმდეგის  საბრძოლო  ტექნიკა და ცოცხალი ძალა“.  მალხაზი უშიშარი  და თავდადებული  მებრძოლი იყო.

მალხაზ გაიოზის ძე გულიაშვილი

მალხაზ გაიოზის  ძე გულიაშვილი დაიბადა 1972  წლის 17 ოქტომბერს ქალაქ...

ბესიკ გოგია

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ბესიკ გოგია დაიბადა 1968 წლის 27 ოქტომბერს გულრიფშის რაიონში.

აფხაზეთის ომის დროს ჩარიცხული იყო მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე6 ცალკეულ სატანკო ბატალიონში, 1992 წლის 12 სექტემბრიდან.

მტერთან ბრძოლაში მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 5-6 იანვრისა და 16-17 მარტის შემოტევების დროს. 1993 წლის 16 სექტემბრის საბრძოლო შეტაკებისასჭეშმარიტი გმირობისა და ვაჟკაცობის მაგალითი აჩვენა. ტყვიების წვიმაში გამოჰყავდა დაჭრილი  თანამებრძოლები ფრონტის ხაზიდან, თანაც ტყვია-წამლით ამარაგებდა მათ.

1993 წლის 21 სექტემბრის შეტაკებისას კი მტრის ულმობელმა ტყვიამ ბრძოლის ველზე გამოასალმა სიცოცხლეს 25 წლის გმირი ვაჟკაცი.

ბესიკის ცხედარი თანამებრძოლებმა – კახა გოგოხიამ და მურთაზ ქარდავამ გადმოასვენეს და დაკრძალეს გულრიფშის საძმო სასაფლაოზე.

ბესიკ გოგია

ბესიკ გოგია დაიბადა 1968 წლის 27 ოქტომბერს გულრიფშის რაიონში. აფხაზეთის...

შოთა რაჟდენის ძე გიორბელიძე

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

შოთა რაჟდენის ძე გიორბელიძე დაიბადა 1947 წლის  1 თებერვალს ცაგერის რაიონის სოფელ ოფიტარაში. გიორბელიძეების ოჯახი  1952 წლიდან  საცხოვრებლად  გადავიდა გაგრაში,დაბა ბზიფში. 1953 წელს  შევიდა ბზიფის  მე-4 სასუალო სკოლაში,რომელიც  1963 წელს დაამთავრა. იმავე წელს  ჩაირიცხა სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის  მექანიზაციის  ფაკულტეტზე.

    შოთა გიორბელიძე 1992 წელს  ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ,რიგითი გიორბელიძე  1993 წლის 15  აპრილს ჩაირიცხა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის სამხედრო -საზღვაო  ძალების საზღვაო-ქვეით ბატალიონში ათეულის მეთაურად.

    1993 წლის 16 სექტემბერს საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს შოთა გიორბელიძე  სოხუმში უჩხოზ-ეშერასთან გმირულად დაიღუპა.

შოთა გიორბელიძე დაკრძალულია სოფელ კელასურში.

შოთა რაჟდენის ძე გიორბელიძე

შოთა რაჟდენის ძე გიორბელიძე დაიბადა 1947 წლის  1 თებერვალს ცაგერის...

ამირან ალექსანდრეს ძე გვენეტაძე

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ამირან ალექსანდრეს ძე გვენეტაძე დაიბადა 1963 წლის 20 აპრილს ქალაქ  სოხუმში.

რიგითი ამირან გვენეტაძე  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის  სამხედრო-საზღვაო ძალების  სანაპირო დაცვის  დივიზიონის საკომენდატო ოცეულში მსროლელად.

ამირან გვენეტაძე დაიღუპა ქალაქ სოხუმში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს.

ამირან ალექსანდრეს ძე გვენეტაძე

ამირან ალექსანდრეს ძე გვენეტაძე დაიბადა 1963 წლის 20 აპრილს ქალაქ ...

გიორგი (გია) ბოჩიას ძე გვაზავა

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

გიორგი (გია) ბოჩიას ძე გვაზავა დაიბადა გულრიფშის რაიონის დაბა აგუძერში 1969 წლის  22 იანვარს.

1986 წელს  დაამთავრა გულრიფშის  საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა  განაგრძო  სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ  კვლევით ინსტიტუტში. 1988 წელს გია გვაზავა გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო  სამსახურში,ქალაქ ლვოვში შინაგან  საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში. 1990 წელს  დემობილიზაციის შემდეგ  მუშაობა დაიწყო  საქართველოს უშიშროების სამინისტროს დაზვერვის სამსახურში,სადაც მიიღო ოფიცერ-ლეიტენანტის წოდება.

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე გია გვაზავა აქტიუირად  ჩაერთო საბრძოლო მოქმედებაში ხოლო 1993 წლის  იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის 321-1 ცალკეულ  სადაზვერვო ბატალიონში ოცმეთაურად. იყო მამაცი და თავდადებული მებრძოლი.

1993 წლის 16 მარტს  მდინარე გუმისმთის მისადგომებთან  მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს გია გვაზავა ვაჟკაცურად დაიღუპა.

გია გვაზავა დაკრძალულია გულრიფშში.

გიორგი (გია) ბოჩიას ძე გვაზავა

გიორგი (გია) ბოჩიას ძე გვაზავა დაიბადა გულრიფშის რაიონის დაბა აგუძერში...

რომან მიხეილის ძე გალადზიკა

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

რომან მიხეილის ძე  გალადზიკა  იყო უკრაინელი მოხალისე,რომელიც ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო კორპუსის სამხედრო-საზღვაო  ძალების  ჰიდროფიზიკური გაზომვების ინსტიტუტ „ატოლში“ მსროლელად.

რომან მიხეილის ძე გალადზიკა

რომან მიხეილის ძე  გალადზიკა  იყო უკრაინელი მოხალისე,რომელიც ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის ...

ბესარიონ ჭიჭიკოს ძე ბაღიშვილი

კატეგორია: II საარმიო კორპუსი, კავშირგაბმულობის ბატალიონი

ბესარიონ ჭიჭიკოს ძე ბაღიშვილი დაიბადა 1965 წლის 31 ივლისს.

რიგითი ბესარიონ ბაღიშვილი 1993 წლის 25 მარტიდან ირიცხებოდა მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონის (ს/ნ 51445-ის) რიგებში, როგორც ბატალიონის პირველი რადიოასეულის რადიოტელეგრაფისტი. იმ მცირე დროის განმავლობაში, რაც მან ბატალიონში დაჰყო, თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა სპეციალისტმა, მეგობარმა და სამშობლოსათვის თავდადებულმა მეომარმა.

პირნათლად ასრულებდა ბატალიონის ხელმძღვანელობის დავალებებს, დროულად ამყარებდა კავშირს კორპუსისა და ბრიგადის ქვედანაყოფებთან. ბესარიონ ბაღიშვილი დაიღუპა 1993 წლის 16 მაისს I ბატალიონთან არსებულ საარტილერიო-სათვალთვალო საგუშაგოზე საბრძოლო დავალების შესრულებისას.

ბესარიონ ჭიჭიკოს ძე ბაღიშვილი

ბესარიონ ჭიჭიკოს ძე ბაღიშვილი დაიბადა 1965 წლის 31 ივლისს. რიგითი ბესარიონ...

ნური ბიძინას ძე აფრასიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, II საარმიო კორპუსი
Location: აფხაზეთი

ნური ბიძინას ძე აფრასიძე 1954 წლის 8 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ საკენში.

1961-1971 წლებში სწავლობდა გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდის სკოლა-ინტერნატში. 1971-1973 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. სუდაკში.  შემდეგ მუშაობდა ბიჭვინთაში მშენებლობაზე.

1989 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. სოხუმში ავტობუსის მძღოლად.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 26 სექტემბერს, ქ. სოხუმთან დაიკარგა უგზო-უკვლოდ

ნური ბიძინას ძე აფრასიძე

ნური ბიძინას ძე აფრასიძე 1954 წლის 8 ივნისს გულრიფშის რაიონის...

ემზარ მიხეილის ძე ბენიძე

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ემზარ მიხეილის ძე ბენიძე    აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ემზარ მიხეილის ძე ბენიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის სანაპირო დაცვის კატარღის მსროლელად. 1993 წლის 14 მაისიდან ლეიტენანტი ემზარ ბენიძე დაინიშნა ამავე დივიზიონის კატარღის მეთაურად. მამაცი და დისციპლინებული მეომარი აქტიურად მონაწილეობდა კორპუსის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.

    1993 წლის 20 სექტემბერს სოხუმზე ბოლო შეტევის დროს ჭურვის აფეთქების შედეგად  ემზარ მიხეილის ძე ბენიძე სასიკვდილოდ დაიჭრა. თანამებრძოლებმა ქართული სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე დაკრალეს.

ემზარ მიხეილის ძე ბენიძე

ემზარ მიხეილის ძე ბენიძე    აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ემზარ...

რამაზ ვლადიმერის ძე ბენიძე

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

რამაზ ვლადიმერის ძე ბენიძე დაიბადა 1948 წლის 20 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში.

1954-1963 წლებში სწავლობდა ქ. სოხუმის ა. წერეთლის სახელობის მე-6 საშუალო სკოლაში. 1964 წლიდან გადავიდა სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთის სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1966 წელს.

1967 წელს ჩააბარა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1973 წელს.  1974 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში.

1977 წელს დაიწყო მუშაობა აფხაზეთის №42 საგზაო-საექსპლუატაციო უბანზე ინჟინერ-მექანიკოსად. 1983-1993  წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტო-საგზაო სამმართველოში ინჟინერ-მექანიკოსად.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 28 სექტემბერს დახვრიტეს საკუთარ სახლში.

დაკრძალულია საკუთარი სახლის ეზოში.

დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

რამაზ ვლადიმერის ძე ბენიძე

რამაზ ვლადიმერის ძე ბენიძე დაიბადა 1948 წლის 20 ოქტომბერს სოხუმის...

მამუკა ბეინაშვილი

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

მამუკა ბეინაშვილი დაიბადა  1973 წლის 7 სექტემბერს. დადიოდა ჭიდაობაზე, იყო კარატეში შავი ქამრის მფლობელი. უყვარდა ძალიან დედა და ოცნება.

ქ.თბილისის 114-ე საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ხარატად დაიწყო მუშაობა დედაქალაქის ელმავალმშენებელ ქარხანაში. 1992 წლის მაისში გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. გამწვავებული პოლიტიკური ვითარების  გამო (სამაჩაბლოში უკვე იყო აგორებული ეთნიკური კონფლიქტი) დედა,ქალბატონი მანანა წინააღმდეგი იყო,შვილს ჯარში ემსახურა(მოახლოვებულ უბედურებას,ალბათ, დედის უტყუარი გუმანითაც გრძნობდა).

-ეს ჩემი და ჩემი თანატოლების ვალია; მით უფრო, ახლა,-უთქვამს მაშინ მამუკას დედისთვის.

სამხედრო კომისარიატის ეზოს,ლამის ყოველდღე “სტუმრობდა” ქალბატონი მანანა. ნახულობდა შვილს,რომელიც საყვედურობდა კიდეც,სირცხვილია,სხვა ბიჭებსაც ხომ ჰყავთ დედებიო.

დაიღუპა 1992 წლის 1 სექტემბერს, ეშერის სკოლის ეზოში, შეტაკების დროს.

2016 წელს, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ უსახელო ქუჩას, მამუკა ბეინაშვილის სახელი მიენიჭა.

მამუკა ბეინაშვილი, სიკვდილის შემდეგ,,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

 

მამუკა ბეინაშვილი

მამუკა ბეინაშვილი დაიბადა  1973 წლის 7 სექტემბერს. დადიოდა ჭიდაობაზე, იყო...

ზურაბ აბესალომის ძე იარაჯული

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 247-ე ბატალიონი

ზურაბ აბესალომის ძე იარაჯული 1971 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. მერვე კლასში სწავლისას აეროკლუბში გაწევრიანდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1988 წელს სწავლა რუსეთში, კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში გააგრძელა.

აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს, ზურაბ იარაჯული საქართველოში დაბრუნდა და გადამზადება სუ-25 მოიერიშე თვითმფინავზე გაიარა. იმავე წელს, ავიაციის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. საომარი მოქმედებების დროს, ქვეყნის ერთიანობის დასაცავად, ზურაბ იარაჯულმა ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანა.

ზურაბ იარაჯული, 1993 წლის 13 ივლისს, კოპიტნარის აეროდრომიდან სოფელ შრომის მიმართულებით, სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავით გაფრინდა. ქართველმა მფრინავებმა, სოფელ შრომასთან, მთლიანად გაანადგურეს მტრის სამხედრო კოლონა. აეროდრომზე დაბრუნებულ ზურაბ იარაჯულს კვლავ მოუხდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად სოფელ შრომისკენ მიბრუნება, სადაც ქართულმა მოიერიშეებმა მტერზე მორიგი წარმატებული შეტევა განახორციელეს, თუმცა მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯულის თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო. ქართველი პილოტი მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პარაშუტით დაეშვა და სამი დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშვიდობოზე გასვლას ცდილობდა. მტერს ეჭვი ჰქონდა, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მას გამალებული ეძებდა. საბოლოოდ, გუმისთის ტყეში, მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქცია. მას დანებება შესთავაზეს და დაპირდნენ, რომ მოგვიანებით, ტყვედ გაცვლიდნენ. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული მტერს ცოცხალი არ დანებდა – მდევართაგან ორი მოკლა და ერთი დაჭრა.

„მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები…“ ეს ფრაზა მითხრა ერთხელ კოპიტნარში. ისიც დაამატა, რომ სანამ მომკლავენ, რამდენიმეს ხომ მაინც გავიყოლებო. ზურამ ეს სიტყვები ერთიერთში აასრულა…“ – იხსენებს იარაჯულის თანაკურსელი და თანამებრძოლი, თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი ზვიად ბექაური.

ზურაბ იარაჯულს, რომელმაც ტყვეობას გმირული სიკვდილი ამჯობინა, 2013 წელის 19 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

უფროსი ლეიტენანტი იარაჯული ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

დაკრძალულია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იარაჯულების სასაფლაოზე.

ზურაბ აბესალომის ძე იარაჯული

ზურაბ აბესალომის ძე იარაჯული 1971 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა....

ტრისტან ხარაიშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 247-ე ბატალიონი

ტრისტან ხარაიშვილი დაიბადა 1973 წლის 25 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.

1991 წელს, კოჩარის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კოჩარის კოლმეურნეობაში.

ტრისტან ხარაიშვილი 1993 წლის 16 მაისს ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 250-ე ცალკეული საზენიტო-საარტილერიო ბატალიონში. იბრძოდა მერკულა-ბესლახუბას შორის გამავალ ბრძოლის ხაზზე. სამშობლოს დამცველი ტრისტან ხარაიშვილი უშიშარი და თავდადებული ჯარისკაცი იყო. ბევრჯერ ჩაუხედავს სიკვდილისთვის თვალებში, მრავალ საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობისათვის ხელმძღვანელობისაგან არაერთი მადლობა დაუმსახურებია.

ტრისტან ხარაიშვილი

ტრისტან ხარაიშვილი დაიბადა 1973 წლის 25 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ...

ვახტანგ ვანგელის ძე შენგელია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 247-ე ბატალიონი

ვახტანგ ვანგელის ძე შენგელია დაიბადა 1961 წლის 11 სექტემბერს ქალაქ ოჩამჩირეში. სწავლობდა ოჩამჩირის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1977 წელს. 1978 წელს ჩაირიცხა ნოვოჩერკასკის ინსტიტუტის ავტო-საგზაო ფაკულტეტზე.

ვახტანგ შენგელია 1993 წლის 1 მარტიდან ირიცხებოდა მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის ოჩამჩირის 250-ე ცალკეული საზენიტო-საარტილერიო ბატალიონში მეტყვიამფრქვევედ. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის უბადლო ცოდნითა და მამაცობით.

ვახტანგ შენგელია 1993 წლის 11 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.

ვახტანგ შენგელია დაკრძალულია მშობლიურ ქალაქ ოჩამჩირეში.

ვახტანგ ვანგელის ძე შენგელია

ვახტანგ ვანგელის ძე შენგელია დაიბადა 1961 წლის 11 სექტემბერს ქალაქ...

error: Content is protected !!