სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

მურთაზ სერაპიონის ძე ხასაია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 247-ე ბატალიონი

მურთაზ  სერაპიონის ძე  ხასაია  დაიბადა  1969  წლის  24  მაისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ილორში. იქვე დაამთავრა  რვაწლიანი  სკოლა. მუშაობდა  ილორის  კოლმეურნეობაში.

 აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  მურთაზ  ხასაია  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2 საარმიო  კორპუსის  24-ე მექანიზირებული  ბრიგადის  საარტილერიო  დივიზიონში.

   მურთაზ ხასაია 1993  წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მურთაზ სერაპიონის ძე ხასაია

მურთაზ  სერაპიონის ძე  ხასაია  დაიბადა  1969  წლის  24  მაისს  ოჩამჩირის...

ხარიტონ არსენას ძე წულაია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 247-ე ბატალიონი

ხარიტონ არსენას ძე წულაია დაიბადა 1940 წლის 1 მაისს ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა სოფელ მოქვის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ხარიტონ წულაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 247-ე საარტილერიო დივიზიონის პირად შემადგენლობაში. შეუპოვარი, მამაცი მეომარი მაგლითის მიმცემი იყო თანამებრძოლთათვის.

1993 წლის 15 სექტემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების

შესრულებისას, ხარიტონ წულაია უგზო-უკვლოდ დაიკარგა

ხარიტონ არსენას ძე წულაია

ხარიტონ არსენას ძე წულაია დაიბადა 1940 წლის 1 მაისს ქალაქ...

ზურაბ გიორგის ძე წყაროზია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 247-ე ბატალიონი

ზურაბ  გიორგის  ძე  წყაროზია  დაიბადა  1958  წელს.

1992  წლის  11 დეკემბრიდან  1993  წლის  22  იანვრამდე  მონაწილეობდა  აფხაზეთში მიმდინარე  საომარ  მოქმედებებში.

ზურაბ  წყაროზია  დაიღუპა  აფხაზეთში,ქალაქ  ოჩამჩირეში  სამხედრო  დავალების შესრულების  დროს.

ზურაბ გიორგის ძე წყაროზია

ზურაბ  გიორგის  ძე  წყაროზია  დაიბადა  1958  წელს. 1992  წლის  11...

დავით შალვას ძე შენგელია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 247-ე ბატალიონი

დავით  შალვას ძე შენგელია  დაიბადა  1947  წლის  10 იანვარს  ქალაქ  ოჩამჩირეში.

ქართულ-აფხაზური დაპირისპირების  დროს,დავით შენგელია  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე მექანიზირებული  ბრიგადის 247-ე  საარტილერიო  დივიზიონის  შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.

დავით  შენგელია  დაიღუპა  1993  წლის  27  სექტემბერს, ერთ-ერთი  შეტაკების  დროს.

დავით შალვას ძე შენგელია

დავით  შალვას ძე შენგელია  დაიბადა  1947  წლის  10 იანვარს  ქალაქ ...

იმედო გივის ძე უბილავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 247-ე ბატალიონი

იმედო  გივის ძე უბილავა  დაიბადა 1955 წელს. ცხოვრობდა  ქალაქ  ოჩამჩირეში. დაამთავრა ოჩამჩირის  პირველი  საშუალო სკოლა. მუშაობდა ინჟინერ-სანტექნიკოსად.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს  იმედო  უბილავა , 1992 წლის  28 დეკემბრიდან ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის  24-ე მექანიზირებული ბრიგადის  247-ე  ბატალიონის  რიგებში.

მონაწილეობდა ბესლახუბა-ფოქვეშს  შორის  გამავალი  ბრძოლის  ხაზზე  მიმდინარე ოპერაციებში.

1992 წლის 29 დეკემბერს,იმედო  უბილავა  სოფელ ოხურეის მისადგომებთან, ორ თანამებრძოლთან  (ვ. აქუბარდია, ხ. წულაია) ერთად  ჯავშან-ტექნიკიტთ  გადაადგილდებოდა, რა დროსაც  მტერმა სამხედრო ეკიპაჟს  ცეცხლი  გაუხსნა. მანქანა ( „ბმპ“)  ინერციით გადავარდა  ანარიის ხიდზე. იმედო უბილავა  თანამებრძოლ  ხ. წულაიასთან  ერთად  ადგილზე გარდაიცვალა.

იმედო გივის ძე უბილავა

იმედო  გივის ძე უბილავა  დაიბადა 1955 წელს. ცხოვრობდა  ქალაქ  ოჩამჩირეში....

ველოდი გიორგის ძე მიქელაია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 247-ე ბატალიონი

ველოდი გიორგის ძე მიქელაია დაიბადა 1961 წლის 19 დეკემბერს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ილორში. 1972  წელს  დაამთავრა  ოჩამჩირის  პირველი  საშუალო  სკოლა. 1979-1980 წლებში მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო სამსახური  მონღოლეთის  რესპუბლიკაში. 1981 წლიდან მუშაობდა  ქალაქ ოჩამჩირის სამშენებლო-სარემონტო  სამმართველოში  ავტოამწის მძღოლად.

ველოდი მიქელაია აფხაზეთში მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,1992 წლის 20 დეკემბრიდან რიგით მებრძოლად ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  ოჩამჩირის  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  247-ე საარტილერიო  დივიზიონში. მონაწილეობდა ბატალიონის  მიერ  წარმოებულ  ყველა  საბრძოლო ოპერაციაში. გამოირჩეოდა  საქმის უბადლო  ცოდნით  და მამაცობით.

1993 წლის 4 აპრილს საბრძოლო დავალების შესრულების დროს ველოდი მიქელაია  გალის რაიონში, სოფელ  ბედიაში  –  მიშველის უბანში ნაღმზე აფეთქდა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. დაკრძალულია სოფელ ილორის სასაფლაოზე.

ველოდი გიორგის ძე მიქელაია

ველოდი გიორგის ძე მიქელაია დაიბადა 1961 წლის 19 დეკემბერს ოჩამჩირის ...

ვიაჩესლავ (დათო) დოჩია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 247-ე ბატალიონი

ვიაჩესლავ (დათო) დოჩია დაიბადა 1969  წლის 11 დეკემბერს.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ვიაჩესლავი  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  247-ე  საარტილერიო  დივიზიონში.

ვიაჩესლავ  დოჩია  დაიღუპა  1993  წლის 17 თებერვალს საომარი  მოქმედებების  დროს.

ვიაჩესლავ (დათო) დოჩია

ვიაჩესლავ (დათო) დოჩია დაიბადა 1969  წლის 11 დეკემბერს. აფხაზეთში საომარი...

ვესნერ აპოლონის ძე აქუბარდია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 247-ე ბატალიონი

ვესნერ აპოლონის ძე აქუბარდია  დაიბადა 1959  წლის 14 ნოემბერს გალის რაიონის სოფელ სიდაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ , სწავლა განაგრძო აჩიგვარის  სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკუმში. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო  სამსახური.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ,ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის 24-ე  მექანიზირებული ბრიგადის  247-ე  საარტილერიო  დივიზიონის  შემადგენლობაში, აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში.

ვესნერ აქუბარდია 1992 წლის 29 დეკემბერს, ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა.

ვესნერ აპოლონის ძე აქუბარდია

ვესნერ აპოლონის ძე აქუბარდია  დაიბადა 1959  წლის 14 ნოემბერს გალის...

თამაზ ზალიკოს ძე კეზუა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 246-ე ბატალიონი

თამაზ ზალიკოს ძე კეზუა დაიბადა 1960 წლის 20 მაისს გალის რაიონის სოფელ წარჩეში. 1978-1980 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სწავლული აგრონომის დიპლომით.

მუშაობდა სოფელ წარჩეს საბჭოთა მეურნეობაში აგრონომად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მსროლელად ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 246-ე ბატალიონში. იყო დისციპლინირებული და უშიშარი მეომარი.

1993 წლის 1 იანვარს თამაზ კეზუა ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა სოფელ ბედიის მისადგომებთან. დაკრძალულია გალის რაიონის სოფელ წარჩეში.

თამაზ ზალიკოს ძე კეზუა

თამაზ ზალიკოს ძე კეზუა დაიბადა 1960 წლის 20 მაისს გალის...

ხვიჩა მუშნის ძე გვალია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 246-ე ბატალიონი

ხვიჩა მუშნის ძე გვალია დაიბადა 1973 წლის 4 ივნისს გალის რაიონის სოფელ წარჩეში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო ტექნიკური განათლება.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რიგით მსროლელად ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 246-ე ბატალიონის პირად შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, კერძოდ, ბედია-აგუბედიას შორის გამავალ საბრძოლო ხაზზე _ ტყვარჩელის მიმართულებით. ხვიჩა გვალია დაიღუპა 1993 წლის 19 ივნისს მიშველის მთაზე აფხაზი „ბოევიკების“ შემოტევის დროს. დაკრძალულია გალის

რაიონის სოფელ წარჩეში.

 

ხვიჩა მუშნის ძე გვალია

ხვიჩა მუშნის ძე გვალია დაიბადა 1973 წლის 4 ივნისს გალის...

რომან მურუჟანის ძე გერგაია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 246-ე ბატალიონი

რომან მურუჟანის ძე გერგაია დაიბადა 1964 წელს გალის რაიონის სოფელ წარჩეში. 1981 წელს დაამთავრა წარჩეს საშუალო სკოლა. 1982-1984 წლებში მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური.

როცა სამშობლოს განსაცდელის ჟამი დაუდგა, რომანი დადგა იქ, სადაც საქართველოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა. 1992 წლის ოქტომბრიდან მსროლელად ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 246-ე ბატალიონში. მონაწილეობდა არაერთ რთულ და სახიფათო საბრძოლო ოპერაციაში. რომან გერგაია დაიღუპა 1993 წლის 15 ივლისს, სოფელ ბედიის მისადგომებთან. დაკრძალულია სოფელ წარჩეში

რომან მურუჟანის ძე გერგაია

რომან მურუჟანის ძე გერგაია დაიბადა 1964 წელს გალის რაიონის სოფელ...

ომისტერ წირღვავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 245-ე ბატალიონი

ომისტერ  წირღვავა  დაიბადა  1948  წლის  1 მაისს  გალის  რაიონის  სოფელ  ოქუმში. მშობლიური  სოფლის  საშუალო სკოლის დამთავრების  შემდეგ  ჩააბარა  სოხუმის უნივერსიტეტის  ეკონომიკის  ფაკულტეტზე.

ომისტერ  წირღვავა  1992-93  წლებში  მოხალისედ  ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული ბრიგადის  245-ე  მექანიზირებულ  ბატალიონში. იბრძოდა  ქვეყნის  ტერიტორიული მთლიანობისთვის. მამაცი,უშიშარი, სამშობლოსთვის  თავდადებული  ვაჟკაცი  სამაგალითო იყო  თანამებრძოლებისთვის.

ომისტერ  წირღვავა  დაიღუპა  1993  წლის  29  სექტემბერს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ კინდღში  მიმდინარე    საბრძოლო  ოპერაციის  დროს.

ომისტერ წირღვავა

ომისტერ  წირღვავა  დაიბადა  1948  წლის  1 მაისს  გალის  რაიონის  სოფელ ...

ჯამბულ რაჟდენის ჩერქეზია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 245-ე ბატალიონი

ჯამბულ  რაჟდენის  ჩერქეზია  დაიბადა  1960  წლის  8  დეკემბერს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ აგუბედიაში. დაამთავრა საშუალო სკოლა.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს ,  ჯამბულ  ჩერქეზია   1992  წლის  20 დეკემბრიდან  ირიცხებოდა   საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2 საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  245-ე  ბატალიონის  პირველი  ასეულის მე-2  ოცეულში  მსროლელად. მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  ჩატარებულ  თავდაცვით  და  შეტევით  ოპერაციებში.

რიგითი   ჯამბულ  ჩერქეზია  დაიღუპა  1993  წლის  25  იანვარს, სოფელ  ტამიშში, ერთ-ერთი საბრძოლო  ოპერაციის  დროს.

ჯამბულ რაჟდენის ჩერქეზია

ჯამბულ  რაჟდენის  ჩერქეზია  დაიბადა  1960  წლის  8  დეკემბერს  ოჩამჩირის  რაიონის ...

გურამ იანის ძე შონია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 245-ე ბატალიონი

გურამ  იანის  ძე  შონია  დაიბადა  1955  წლის  20 მარტს. მუშაობდა  სოფელ  ოქუმის  საგზაო მშენებლობაზე.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარ  მოქმედებებში,შვილთან  რომანთან  ერთად მონაწილეობდა. 1992  წლის  14  ნოემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  245-ე ბატალიონის  შემადგენლობაში  რიგით  მსროლელად.

გურამ  შონია  დაიღუპა  1993  წლის  4  ივნისს  ერთ-ერთი  საბრძოლო  ოპერაციის  დროს.

 

გურამ იანის ძე შონია

გურამ  იანის  ძე  შონია  დაიბადა  1955  წლის  20 მარტს. მუშაობდა ...

გივი შენგელია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 245-ე ბატალიონი

გივი  შენგელია დაიბადა  1949  წლის  5 მაისს  გალის რაიონის  სოფელ  ბარღებში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,გივი  შენგელია  მოხალისედ ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის 24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  245-ე  ბატალიონში,1993  წლის  5  თებერვლიდან  კი საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის  ბრძანების  საფუძველზე  მე-3  ასეულის  მე-4  ოცეულის მსროლელად.

გივი შენგელია იყო  სამხედრო საქმის  კარგი  მცოდნე. აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  ჩატარებულ  ყველა  თავდაცვით და შეტევით ოპერაციაში. 1993 წლის 20 სექტემბერს  გივი შენგელაია  თანამებრძოლებთან  ერთად  მონაწილეობდ ა სოფელ კინდღთან  სოხუმის  გზატკეცილის  გათავისუფლებისთვის  გამართულ ბრძოლაში.

გივი შენგელია გმირულად დაიღუპა  1993 წლის  25 სექტემბერს, სოფელ  აძიუბჟასთან საბრძოლო  ოპერაციის  დროს  ცეცხლსასროლი  იარაღით  მიღებული  ჭრილობის  შედეგად.

გივი შენგელია

გივი  შენგელია დაიბადა  1949  წლის  5 მაისს  გალის რაიონის  სოფელ ...

error: Content is protected !!