პაატა ოთარის ძე შენგელია
პაატა ოთარის ძე შენგელია დაიბადა 1977 წლის 19 ივნისს ქალაქ გალში.
1990 წელს დაამთავრა გალის რაიონის სოფელ რეფის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 17 წლის პაატა მამის მხარდამხარ იბრძოდა და ქვეყნის ტერიტორიაზე მთლიანობას იცავდა. პირველივე დღიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის შემადგენლობაში. მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
პაატა შენგელია დაიღუპა 1993 წლის 10 სექტემბერს, სოფელ ბედიის მიმდებარედ, მტერთან მორიგი შეტაკების დროს.
პაატა ოთარის ძე შენგელია
პაატა ოთარის ძე შენგელია დაიბადა 1977 წლის 19 ივნისს ქალაქ ...
ოთარ კაპიტონის ძე შენგელია
ოთარ კაპიტონის ძე შენგელია დაიბადა 1953 წლის 1 სექტემბერს ქალაქ გალში.
დაამთავრა გალის რაიონის სოფელ რეფის საშუალო სკოლა. 1971-1975 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, უკრაინის ქალაქ ლვოვში. 1977-1993 წლებში მუშაობდა ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის წყალგამტარი არხის მე-4 ვარდნილჰესში, აგრეგატის მემანქანედ.
აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში დაწყებისთანავე ჩაერთო. იგი შვილთან, პაატასთან ერთად მედგრად უმკლავდებოდა მტერს. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე „სამურზაყანოს“ ბატალიონში რიგითად.
ოთარ შენგელია ,1993 წლის 8 აგვისტოს, ბედია-ჩხორთოლის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპა.
ოთარ კაპიტონის ძე შენგელია
ოთარ კაპიტონის ძე შენგელია დაიბადა 1953 წლის 1 სექტემბერს ქალაქ ...
მერაბ შამათავა
მერაბ შამათავა დაიბადა 1960 წლის 1 მარტს გალის რაიონის სოფელ გუდავაში. მიიღო ტექნიკური განათლება. იყო დაოჯახებული. მერაბი განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩოდა.უყვარდა სამშობლო,მეგობრები,ოჯახი.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის „სამურზაყანოს“ 245-ე ბატალიონში ყუმბარმტყორცნელად. მამაცი და დისცპიპლინირებული მეომარი თანამებრძოლებს შორის სიყვარულით და ნდობით სარგებლობდა. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
მერაბ შამათავა 1993 წლის 22 სექტემბერს, სოფელ ბედიაში ერთ-ერთი ოპერაციის დროს, მტრის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობის შედეგად დაიღუპა.მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაჭრილი, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა დაქირავებულ ბოევიკებს.
მერაბ შამათავა
მერაბ შამათავა დაიბადა 1960 წლის 1 მარტს გალის რაიონის სოფელ ...
ოთარ სარდიონის ძე შამათავა
ოთარ სარდიონის ძე შამათავა დაიბადა 1958 წლის 3 ივნისს გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ,ოთარ შამათავა 1992 წლიდან რიგით მსროლელად ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის შემადგენლობაში. მონაწილეობდა სოფლებში – მისველში,რეკასა და ფოქვეშში ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ოთარ შამათავა დაიღუპა 1993 წლის 28 სექტემბერს, სოფელ აჩიგვარაში საბრძოლო ოპერაციის დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩნილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ოთარ შამათავა,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ოთარ სარდიონის ძე შამათავა
ოთარ სარდიონის ძე შამათავა დაიბადა 1958 წლის 3 ივნისს გალის ...
ზებლონ მიხეილის ძე შაკაია
ზებლონ მიხეილის ძე შაკაია დაიბადა 1946 წლის 18 იანვარს გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში.
დაამთავრა აჩიგვარის საშუალო სკოლა. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ,აგრონომად მუშაობდა გალის რაიონის სოფლის მეურნეობაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ზებლონ შაკაია 1992 წლიდან რიგითად ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის შემადგენლობაში. მონაწილეობდა სოფლებში – მიშველში,რეკასა და და ფოქვეშში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
ზებლონ შაკაია დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს, სოფელ აჩიგვარაში.
ზებლონ მიხეილის ძე შაკაია
ზებლონ მიხეილის ძე შაკაია დაიბადა 1946 წლის 18 იანვარს გალის...
კახა ზაურის ძე სირგინავა
კახა ზაურის ძე სირგინავა დაიბადა 1972 წელს ქალაქ გალში. დაამთავრა სოხუმის მე-2 საშუალო სკოლა.
კახა სირგინავა 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონში მსროლელად.
კახა სირგინავა 1993 წლის 5 ივლისს 245-ე ბატალიონთან ერთად მიშველის მთის ასაღებად გადავიდა შეტევაზე. ამ უშეღავათო ორთაბრძოლების დროს ,კახა გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩნილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის კახა სირგინავა,სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
კახა ზაურის ძე სირგინავა
კახა ზაურის ძე სირგინავა დაიბადა 1972 წელს ქალაქ გალში. დაამთავრა ...
ჯანიკო ვაჟას ძე მორგოშია
ჯანიკო ვაჟას ძე მორგოშია დაიბადა 1965 წლის 16 მარტს.
ჯანიკო მორგოშია 1993 წლის 20 იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის პირად შემადგენლობაში მსროლელად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ბედიის მისადგომებთან წარმოებულ ოპერაციებში.
ჯანიკო მორგოშია 1993 წლის 21 მაისს, ასრულებდა სამხედრო მოვალეობას გალის რაიონის სოფელ ანარიაში სასაზღვრო პოსტზე. ოჩამჩირეში,სოფელ ოხურეის გამშვებ პუნქტზე თავდასხმა მოხდა .რიგითი მორგოშია და მისი თანამებრძოლები მათ დასახმარებლად გაეშურნენ. ამ უთანასწორო ორთაბრძოლაში ჯანიკო მორგოშია გმირულად დაიღუპა.
ჯანიკო ვაჟას ძე მორგოშია
ჯანიკო ვაჟას ძე მორგოშია დაიბადა 1965 წლის 16 მარტს. ჯანიკო...
გიორგი გიორგის ძე სალაყაია
რიგითი გიორგი გიორგის ძე სალაყაია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 2 მაისიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 245-ე ბატალიონში მე-4 ასეულის პირველ ოცეულში მსროლელად. სამხედრო საქმის კარგი მცოდნე, გიორგი სალაყაია, თანამებრძოლებში ნდობითა და სიყვარულით სარგებლობდა. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ თავდაცვით თუ შეტევით ოპერაციებში.
რიგითი გიორგი სალაყაია დაიღუპა 1993 წლის 20 სექტემბერს, საბრძოლო პოზიციაზე, სოფელ ბედიის მისადგომებთან.
გიორგი გიორგის ძე სალაყაია
რიგითი გიორგი გიორგის ძე სალაყაია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,...
გია ბუჯუკის ძე ლაგვილავა
გია ბუჯუკის ძე ლაგვილავა დაიბადა 1962 წელს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში.
1992 წლის 11 დეკემბრიდან 1993 წლის 16 იანვრამდე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის პირად შემადგენლობაში.
აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა მისი ბატალიონი ,კერძოდ, ბედია-ტყვარჩელს შორის გამავალ საბრძოლო ხაზზე. გამოირჩეოდა ოპერატიულობით,სიმამაცითა და გამჭრიახობით. გია ლაგვილავა დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 1993 წლის 16 იანვარს.
გია ბუჯუკის ძე ლაგვილავა
გია ბუჯუკის ძე ლაგვილავა დაიბადა 1962 წელს გალის რაიონის სოფელ ...
შავლეგ მიხეილის ძე კიკალია
შავლეგ მიხეილის ძე კიკალია დაიბადა 1971 წლის 22 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში.
1977-1988 წლებში სწავლობდა ქვემო ბარღების საშუალო სკოლაში. 1988-1989 წლებში კი – მახარაძის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში. 1990 წლიდან მუშაობდა ქვემო ბარღების ჩაის საბჭოთა მეურნეობაში – მძღოლად.
აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე , შავლეგი მშობლიური კუთხის დამცველთა რიგებში ჩადგა. 1992 წლის 11 დეკემბრიდან 1993 წლის 4 მარტამდე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის შემადგენლობაში რიგით მეტყვიამფრქვევედ.
მიხეილ კიკალია 1993 წლის 4 მარტს საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა წარჩე- ბედიის საზღვართან.
შავლეგ მიხეილის ძე კიკალია
შავლეგ მიხეილის ძე კიკალია დაიბადა 1971 წლის 22 აგვისტოს გალის...
თენგიზ დაზმერის ძე კაკუბავა
თენგიზ დაზმერის ძე კაკუბავა დაიბადა 1972 წლის 9 სექტემბერს ქალაქ გალში.
1989 წელს დაამთავრა გალის მე-4 საშუალო სკოლა. ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის შემადგენლობაში დაზვერვის ოცმეთაურად. თენგიზმა თავი გამოიჩინა , როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადევბულმა მებრძოლმა.
თენგიზ კაკუბავა 1992 წლის დეკემბერში სოფელ კოჩარასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიჭრა. ომის შემდეგ გამოჯანმრთელებული მეომარი აქტიურად ჩაერთო პარტიზანულ მოძრაობაში.
1994 წლის 4 მაისს სოფელ ზემო ბარღებისა და ხუმუშქურის საზღვართან თენგიზ კაკუბავა ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა. თენგიზ კაკუბავას დარჩა მეუღლე და ორი შვილი
თენგიზ დაზმერის ძე კაკუბავა
თენგიზ დაზმერის ძე კაკუბავა დაიბადა 1972 წლის 9 სექტემბერს ქალაქ ...
დავით ბორჩიას ძე გოგოხია
დავით ბორჩიას ძე გოგოხია დაიბადა 1970 წელს გალის რაიონის სოფელ ოქუმში.
დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. გამოირჩეოდა სპორტული აღნაგობით და განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით. დავითი მეგობრებისთვის საიმედო და მისაბაძი იყო. 17 წლის ასაკში, აფხაზეთის სპარტაკიადის პროგრამით გამართულ ძალოსანთა ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა. წლების განმავლობაში იყო აფხაზეთის და საქართველოს ჩემპიონი,წარმატებით გამოდიოდა საკავშირო ტურნირებში.
დავით გოგოხია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , 1992 წლის 11 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის შემადგენლობაში პირველი ასეულის ოცმეთაურად. აქაც თანამებრძოლების ბურჯი და იმედი იყო. მონაწილეობდა არაერთ საომარ ოპერაციაში.
დავით ბორჩიას ძე გოგოხია
დავით ბორჩიას ძე გოგოხია დაიბადა 1970 წელს გალის რაიონის სოფელ...
ლეონიდე გვალია
ლეონიდე გვალია დაიბადა 1961 წლის 14 მაისს გალის რაიონის სოფელ წარჩეში. დაამთავრა წარჩის საშუალო სკოლა. მუშაობდა და ლამაზ ოჯახს უძღვებოდა.
ლეონიდე გვალია 1993 წლის 1 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის პირად შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც 245-ე ბატალიონი ასრულებდა.
ლეონიდე გვალია 1993 წლის 5 ივლისს საბრძოლო მოქმედების დროს გმირულად დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბედიაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ს ამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩნილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ლეონიდე გვალია,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ლეონიდე გვალია
ლეონიდე გვალია დაიბადა 1961 წლის 14 მაისს გალის რაიონის სოფელ ...
ელგუჯა ჯუმბერის ძე გვაგვალია
ელგუჯა ჯუმბერის ძე გვაგვალია დაიბადა 1970 წლის 28 მარტს გალის რაიონის სოფელ მზიურში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,1992 წლის 24 სექტემბრიდან , ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის შემადგენლობაში, რიგითად.
აქტიურად მონაწილეობდა მიშველში,რეკასა და ფოქვეშში ბატალიონის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებში.
ელგუჯა გვაგვალია დაიღუპა 1993 წლის 24 სექტემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს
ელგუჯა ჯუმბერის ძე გვაგვალია
ელგუჯა ჯუმბერის ძე გვაგვალია დაიბადა 1970 წლის 28 მარტს გალის ...
ზურაბ ბიგვავა
ზურაბ ბიგვავა დაიბადა 1956 წლის 2 იანვარს,ოჩამჩირის რაიონის სოფელ აგუბედიაში.
უნივერსიტეტში სწავლობდა ,დაოჯახებაც მოასწრო.
სოფელ აგუბედიის მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები წარმოადგენდნენ, მიუხედავად ამისა, ქართველი ბავშვები იძულებულნი იყვნენ აფხაზურ სკოლაში ესწავლათ.
1990 წელს ზურაბის დიდი ძალისხმევით აფხაზურ სკოლაში ქართული კლასი გაიხსნა. ზურაბის მიმართ ბევრი მუქარა იყო. ერთადერთი ვაჟიშვილის სიცოცხლის ხელყოფითაც კი ემუქრებოდნენ. რადგან ბავშვებ ი შიშის და ზეწოლის ქვეშ სწავლობდნენ, გადაწყვიტა მებობრების დახმარებით ქართულენოვანი საჯარო სკოლა დაეარსებინა. ამ სკოლამ მხოლოდ სამი წელი იარსება,1993 წელს სეპარატისტებმა სკოლა დაწვეს.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე , ზურაბი სამშობლოს სადარაჯოზე დადგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის შემადგენლობაში. 1992 წლის 25 დეკემბრიდან 1993 წლის 5 ივლისამდე მე-3 ასეულის უფროსის მოადგილე იყო.
5 ივლისს, ბრძოლის დროს სნაიპერის ტყვიამ შეიწირა მისი სიცოცხლე. იმ დღეს ბიჭებისთვის უთქვამს: „დღეს შეიძლება ვინმეს სიცოცხლე ბრძოლამ შეიწიროს , ეს ომია და ღმერთს შევთხოვ , თუ ვინმეს ელის სიკვდილი, მე გამომარჩიოს უფალმა…“ – ასეც მოხდა!
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზურაბ ბიგვავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ზურაბ ბიგვავა
ზურაბ ბიგვავა დაიბადა 1956 წლის 2 იანვარს,ოჩამჩირის რაიონის სოფელ აგუბედიაში....