გელა ვალტერის ძე ბეჭვაია
გელა ვალტერის ძე ბეჭვაია დაიბადა 1964 წლის 10 თებერვალს გალის რაიონის სოფელ წარჩეში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კ ორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის პირად შემადგენლობაში.გელა აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.უშიშარი და მამაცი მეომარი იდგა იქ,სადაც სამშობლოს ჭირდებოდა.
გელა ბეჭვაია დაიღუპა 1993 წლის 11 სექტემბერს სოფელ წარჩეში, ერთ-ერთი საომარი ოპერაციის დროს.
ოთარ ვალიკოს ძე ბაღიშვილი
ოთარ ვალიკოს ძე ბაღიშვილი დაიბადა 1963 წელს გალის რაიონის სოფელ ოქუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ტექნიკურ სასწავლებელში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ოთარ ბაღიშვილი , 1992 წლის 11 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონში რიგით მეტყვიამფრქვევედ.
ოთარ ბაღიშვილი მონაწილეობდა ბედია-აგუბედიას შორის გამავალ საბრძოლო ხაზზე , ტყვარჩელი-ჩხორთოლის მიმართულებით მიშველის მთაზე მიმდინარე საბრძოლო თუ თავდაცვით ოპერაციებში.
ოთარ ბაღიშვილი 1993 წლის 28 სექტემბერს , აფხაზ ბოევიკთა მასიური შემოტევისას ,ჭურვის აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
ოთარ ბაღიშვილს დარჩა მეუღლე და შვილები.
გია ტერენტის ძე აბშილავა
გია ტერენტის ძე აბშილავა დაიბადა 1958 წლის 31 მარტს გალის რაიონის სოფელ ბედიაში. სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა ქალაქ კურსკში. დემობილიზაციის შემდეგ, 1986-1990 წლებში , ქალაქ ქუთაისის სამთო-სამშენებლო სასწავლებელში სწავლობდა. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ბრიგადის 245-ე ბატალიონში მოხალისედ ჩაირიცხა. აქტიურად მონარილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
გია აბშილავა დაიღუპა 1993 წლის 5 ივლისს ,სოფელ ბედიაში ერთ-ერთი შემოტევის დროს.
გია აბშილავას დარჩა მეუღლე და შვილი.
ელგუჯა რეზოს ძე ხორავა
ელგუჯა რეზოს ძე ხორავა დაიბადა 1965 წლის 3 მარტს გალის რაიონის სოფელ საბერიოში. 1982 წელს დაამთავრა წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო- სავალდებულო სამსახური. 1991 წელს ელგუჯა ხორავა ოჩამჩირის 244-ე ბატალიონში ჩაირიცხა და სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა რიგებში ჩადგა.
ელგუჯა ხორავა 1992 წლის 28 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარასთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ნ ელგუჯა ხორავა, სიკვდილის შემდეგ ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ომარ არჩილის ძე ხუფენია
ომარ არჩილის ძე ხუფენია 1958 წელს ქალაქ ოჩამჩირეში დაიბადა.
ომარ ხუფენია ირიცხებოდა 24-ე ბრიგადის 244-ე ბატალიონის პირად შემადგენლობაში, პირველი ასეულის ათეულის მეთაურად და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა 244-ე ბატალიონი.
ომარ ხუფენია საბრძოლო მოქმედების დროს მტრის სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიით დაიღუპა.
გურამ შალვას ძე შანავა
გურამ შალვას ძე შანავა დაიბადა 1966 წლის 12 მაისს ქალაქ ოჩამჩირეში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , გურამ შანავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბატალიონის მე-2 ასეულში ყუმბარმტყორცნელად. მონაწილეობდა სოფლების – ტამიშის, ბესლახუბას, მერკულას და ოხურეის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
1993 წლის 27 აპრილს, შტაბის უფროსის ბრძანებით, გურამ შანავას სერჟანტის წოდება მიენიჭა. სოფელ ოხურეისთან, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, გურამი სასიკვდილოდ დაიჭრა. მეგობრებმა – თენგო შონიამ და იურა გერგედავამ საბრძოლო პოზიციიდან გამოიყვანეს.
გურამ შანავა გარდაიცვალა 1993 წლის 29 სექტემბერს. დაკრძალულია ქალაქ ზუგდიდში.
ველოდი ქარჩავა
ველოდი ქარჩავა დაიბადა 1932 წელს 5 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში.
მართალია, საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონია,მაგრამ როცა სამშობლოს გაუჭირდა, სხვებთან ერთად ხელში იარაღი აიღო და ფრონტის ხაზზე დადგა.
ველოდი ქარჩავა 24-ე ბრიგადის 244-ე ბატალიონის შმადგენლობაში რიგით მებრძოლად ჩაირიცხა. 61 წლის ასაკში ოჯახთან განშორება უჭირდა, მაგრამ მისთვის მთავარი მამული იყო.
ველოდი ქარჩავა დაიღუპა 1993 წლის 24 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულასთან.
ველოდი ქარჩავა დაკრძალულია ქალაქ ზუგდიდში.
მამუკა გენადის ძე ქარდავა
მამუკა გენადის ძე ქარდავა დაიბადა 1972 წლის 21 მარტს ქალაქ ოჩამჩირეში. 1989 წელს დაამთავრა ოჩამჩირის საშუალო სკოლა. 1990 წელს ჩაირიცხა ქალაქ მოსკოვის ავტო-საინჟინრო ინსტიტუტში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 244-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად.
1993 წლის 29 სექტემბერს, სოფელ ოხურეიში, მტერთან შეტაკების დროს მამუკა ქარდავა მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.
ზაზა როინის ძე ფარულავა
ზაზა როინის ძე ფარულავა დაიბადა 1977 წლის 30 აპრილს. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ზაზა 24-ე ბრიგადის 244-ე ბატალიონში ირიცხებოდა.
1993 28 სექტემბერს ზაზა ფარულავა უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
როინ (რაინდი) არველოდის ძე საქანია
როინ (რაინდი) არველოდის ძე საქანია დაიბადა 1951 წლის 19 სექტემბერს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში. სწავლობდა ქალაქ ოჩამჩირის 15-ე საშუალო სკოლაში. ომის დაწყებამდე იყო კერძო ბიზნესში.
1993 წლის 15 თებერვლიდან როინ სექანია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 244-ე ბატალიონის შემადგენლობაში.
1993 წლის 29 სექტემბერს, ოჩამჩირის დაცემის დღეს საბრძოლო მოქმედების დროს როინი საქანია გმირულად დაიღუპა.
დაკრძალულია გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის როინ საქანია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
მალხაზ გივის ძე მუკვანი
მალხაზ გივის ძე მუკვანი დაიბადა 1971 წლის 7 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში. 1987 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1988 წელს ჩაირიცხა აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. 1990 წელს გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.
მალხაზ მუკვანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 244-ე ბატალიონის შემადგენლობაში.
1993 წლის 15 მაისს, საბრძოლო დავალების შესრულების დროს,მალხაზ მუკვანი ვაჟკაცურად დაიღუპა.
მაიზერ ბაჩის ძე გურჩიანი
მაიზერ ბაჩის ძე გურჩიანი დაიბადა 1969 წლის 4 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში.
დაამთავრა ოხურეის სკოლა-ინტერნატი. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა ქალაქ ბაქოში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა მძღოლად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მაიზერ გურჩიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 244-ე ბატალიონის მე-3 ასეულის რიგით მსროლელად.
მაიზერ გურჩიანი მონაწილეობდა სოფელ ოხურეის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
მაიზერ გურჩიანი დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს ერთ-ერთი შეტაკების დროს .
მაიზერ გუჩიანი დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში.
ვიტალი კვარაცხელია
ვიტალი კვარაცხელია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინიუსტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 244-ე ბატალიონის პირად შემადგენლობაში.
ვიტალი კვარაცხელია საბრძოლო დავალების შესრულების დროს ვაჟკაცურად დაიღუპა.
ბადრი მიხეილის ძე ბეჭვაია
ბადრი მიხეილის ძე ბეჭვაია დაიბადა 1966 წლის 17 მარტს. ცხოვრობდა ქალაქ ოჩამჩირეში.
აფხაზეთში მიმდინარე მოქმედებების დროს,ბადრი ბეჭვაია, 1993 წლის 31 მარტიდან 1993 წლის 29 სექტემბრამდე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 244-ე ბატალიონის მექანიზირებული ბრიგადის 244-ე ბატალიონის პირად შემადგენლობაში.
ბადრი ბეჭვაია დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს სოფელ ოხურეისთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს.
ვლადიმერ ვლადიმერის ძე ბეგასი
ვლადიმერ ვლადიმერის ძე ბეგასი, ეროვნებით უკრაინელი, ოჯახის ერთადერთი შვილი, დაიბადა 1972 წელს ქალაქ ოჩამჩირეში.
აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან ვლადიმერ ბეგასი ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 244-ე ბატალიონის შემადგენლობაში – მესანგრედ.
1993 წლის 10 მარტიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა 244-ე ბატალიონი ბესლახუბა- მერკულას შორის გამავალ გზაზე.
აფხაზეთის დაცემის შემდეგ 24-ე ბრიგადა დაიშალა. ვლადიმერ ბეგასი ჩაირიცხა პირველი ბრიგადის მე-6 ბატალიონში, რომელიც დისლოცირებული იყო ზუგდიდიდს რაიონის სოფელ ანაკლიასა და ჭკადუაშში. როგორც კი კოდორის ხეობას გაუჭირდა , ვლადიმერი მის დამცველთა რიგებში ჩადგა.
1994 წლის 25 მაისს მოხდა შეტაკება კოდორის ხეობაში განლაგებულ ჩვენს ჯარებსა და აფხაზ ბოევიკებს შორის. ამ ბრძოლაში ვლადიმერ ბეგასი მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და 26 მაისს გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ვლადიმერ ბეგასი სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.