სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

ზაურ რუბენის ძე ჭაბუკიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ზაურ რუბენის ძე ჭაბუკიანი დაიბადა 1961 წლის 18 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.

დაამთავრა არადუს საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992- 1993 წლებში, ზაურ ჭაბუკიანი ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 243-ე (არადუ-მერკულა) ბატალიონის პირად შემადგენლობაში. ზაურმა დიდი წვლილი შეიტანა თავისი სოფლისა და რაიონის უსაფრთხოების დაცვაში.

 

ზაურ რუბენის ძე ჭაბუკიანი

ზაურ რუბენის ძე ჭაბუკიანი დაიბადა 1961 წლის 18 მაისს ოჩამჩირის...

რეზო აკაკის ძე ჯომიდავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

რეზო აკაკის ძე ჯომიდავა დაიბადა 1949 წლის 10 ივლისს, გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში. დაამთავრა ოჩამჩირის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რეზო ჯომიდავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად. ბატალიონთან ერთად მედგრად იბრძოდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. 1992 წლის 12 ნოემბერს რეზო ჯომიდავა ტყვედ ჩავარდა და დახვრიტეს.

რეზო ჯომიდავა დაკრძალულია სოფელ მერკულაში.

რეზო აკაკის ძე ჯომიდავა

რეზო აკაკის ძე ჯომიდავა დაიბადა 1949 წლის 10 ივლისს, გულრიფშის...

ზურაბ ბორისის ძე ჯიდოშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ზურაბ ბორისის ძე ჯიდოშვილი დაიბადა 1971 წლის 10 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.

სწავლობდა აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო. ზურაბი უყოყმანოდ ჩადგა ქვეყნის დამცველთა რიგებში. 1992 წლის 11 დეკემბერს ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის 24-ე ბრიგადის 244-ე (შემდეგში 243-ე) ბატალიონში ყუმბარმტყორცნელად. უშიშარი მეომარი აქტიურად იბრძოდა მოქვთან, მერკულასთან…

1993 წლის 15 სექტემბერს სოფელ არადუზე ფართომასშტაბიანი შეტევისას მეომრები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, სოფელი ალყაში მოექცა. მებრძოლები ცდილობდნენ მშვიდობიანი მოსახლეობა გამოეყვანათ, გადაერჩინათ… სწორედ ამ დროს, ზურაბ ჯიდოშვილი ჭურვის ნამსხვრევისგან დაიჭრა, გადაწყვეტილება დაუყონებლივ მიიღო, ხელყუმბარა ააფეთქა და მოახლოებული ბოევიკებიც თან გაიყოლა. დაუვიწყარია სამშობლოსათვის

თავდადებულთა ხსოვნა.

ზურაბ ბორისის ძე ჯიდოშვილი

ზურაბ ბორისის ძე ჯიდოშვილი დაიბადა 1971 წლის 10 აპრილს ოჩამჩირის...

გოჩა ოთარის ძე ცვარიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

გოჩა  ოთარის  ძე  ცვარიანი  დაიბადა  1965  წლის  2  თებერვალს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ არადუში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებების  დროს, ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  ბრიგადის  243-ე ბატალიონის  პირადი  შემადგენლობის  რიგებში.

1993 წლის  29 სექტემბერს გოჩა  ცვარიანი  საბრძოლო  ოპერაციის  დროს  გმირულად დაიღუპა.

 

გოჩა ოთარის ძე ცვარიანი

გოჩა  ოთარის  ძე  ცვარიანი  დაიბადა  1965  წლის  2  თებერვალს ოჩამჩირის ...

მურთაზ დავითის ძე ცერცვაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

მურთაზ  დავითის  ძე  ცერცვაძე  დაიბადა  1957  წელს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  არადუში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებების  დროს, ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  ბრიგადის  243-ე ბატალიონის  პირადი  შემადგენლობის  რიგებში.

1993 წლის  25  სექტემბერს, მურთაზ  ცერცვაძე  საბრძოლო ოპერაციის  დროს  გმირულად დაიღუპა

მურთაზ დავითის ძე ცერცვაძე

მურთაზ  დავითის  ძე  ცერცვაძე  დაიბადა  1957  წელს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ...

დურმიშხან დავითის ძე ცერცვაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

დურმიშხან  დავითის  ძე ცერცვაძე  დაიბადა  1957  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ არადუში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებების  დროს, ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  ბრიგადის  243-ე ბატალიონის  პირადი  შემადგენლობის  რიგებში.

1993 წლის  29  სექტემბერს,დურმიშხან  ცერცვაძე  საბრძოლო  ოპერაციის  დროს  გმირულად დაიღუპა.

დურმიშხან დავითის ძე ცერცვაძე

დურმიშხან  დავითის  ძე ცერცვაძე  დაიბადა  1957  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ...

იოსებ შაქროს ძე ჩარგაზია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

იოსებ  შაქროს  ძე  ჩარგაზია  დაიბადა  1967  წლის  12  სექტემბერს  ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  მერკულაში. საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური.

1992 წლის 14 აგვისტოდან, როდესაც  ოჩამჩირეში  საქართველოს  შეიარაღებული  ძალები შემოვიდა,მერკულას  ზონაში  სიტუაცია  ძალიან დაიძაბა  და საგანგებო მდომარეობა გამოცხადდა. მოსახლეობის  მოთხოვნით  შეიქმნა  თავდაცვის  საბჭო,რომლის  ერთ-ერთ ხელმძღვანელად  იოსებ  ჩარგაზია აირჩიეს.ამ  საბჭოს  ინიციატივით  ჩამოყალიბდა  სამხედრო  ფორმირება,რომელმაც  შემდგომ  ოჩამჩირის  პოზიციების  დაცვაში  უდიდესი როლი  შეასრულა. იოსებ  ჩარგაზია  ერთ-ერთი  პირველი  იყო  ვინც  ამ  ფორმირებაში ჩაირიცხა.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  იოსებ  ჩარგაზია  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  ოჩამჩირის 24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში.

იოსებ  ჩარგაზია  დაიღუპა  1993  წლის  7 მაისს,მორიგი  საბრძოლო  დავალების შესრულების  დროს.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისთვის იოსებ  ჩარგაზია,სიკვდილის  შემდეგ,დაჯილდოვდა  მედლით  „მხედრული მამაცობისთვის“ და  ვახტანგ  გორგასლის   III  ხარისხის  ორდენით.

იოსებ შაქროს ძე ჩარგაზია

იოსებ  შაქროს  ძე  ჩარგაზია  დაიბადა  1967  წლის  12  სექტემბერს  ოჩამჩირის ...

ვალერი ნოდარის ძე ჩარგაზია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ვალერი  ნოდარის  ძე  ჩარგაზია  დაიბადა  1960  წლის  4  ივნისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ მერკულაში. დაამთავრა  მერკულას  საშუალო  სკოლა. შემდეგ  სწავლა  უმაღლეს სასწავლებელში  განაგრძო.

აფხაზეთში  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებების  პირველივე  დღეებიდან,ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  ბრიგადის  243-ე ბატალიონის პირადი  შემადგენლობის  რიგებში,ათმეთაურად.

1993 წლის 27 თებერვალს სოფელ  მერკულასთან  მიმდინარე  სამხედრო  ოპაერაციის  დროს ვალერი  ჩარგაზია გმირულად  დაიღუპა.

ვალერი ნოდარის ძე ჩარგაზია

ვალერი  ნოდარის  ძე  ჩარგაზია  დაიბადა  1960  წლის  4  ივნისს  ოჩამჩირის ...

იური ყურაშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

იური  ყურაშვილი  დაიბადა  1959  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  არადუში.

აფხაზეთში საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონის რიგებში.

1992  წლის  25 სექტრმბერს, სოფელ  მერკულაში  საბრძოლო  შეტაკების  დროს, ტყვედ ჩავარდნილი  სასტიკ  წინააღმდეგობას  უწევდა  მტერს. იური  ყურაშვილს  წამებით  ამოხადეს სული,მისი   ნაწამებ-დასახიჩრებული  ცხედარი  7  ოქტომბერს  მოწინააღმდეგემ  ქართულ მხარეს  გადმოსცა.

იური  ყურაშვილი  დაკრძალულია  სოფელ  არადუში.

იური ყურაშვილი

იური  ყურაშვილი  დაიბადა  1959  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  არადუში. აფხაზეთში...

გელა ყურაშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

გელა  ყურაშვილი  დაიბადა  1956  წლის  29  იანვარს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  არადუში.

საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  სწავლობდა  ქუთაისის  სამშენებლო  ტექნიკუმში.

აფხაზეთში  შიარაღებული  კონფლიქტის  დროს, გელა  ყურაშვილი  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში. აფხაზმა  სეპარატისტებმა  ტყვედ  ჩაიგდეს და  წამებით  მოკლეს  გელას  ძმა, ექვსი  თვის  შემდეგ  კი  მამამისსაც  სასტიკად  გაუსწორდნენ. 1993  წლის  29  სექტემბერს  მტერმა  გელა  ყურაშვილიც  ტყვედ  აიყვანა  და  დახვრიტა.

გელა ყურაშვილი

გელა  ყურაშვილი  დაიბადა  1956  წლის  29  იანვარს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ...

ემზარ გივის ძე ფუტკარაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ემზარ  გივის  ძე  ფუტკარაძე  დაიბადა  1965  წლის  14  მაისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ არადუში.

1982  წელს  დაამთავრა  არადუს  საშუალო  სკოლა. 1990  წელს  დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ეკონომიკის  ფაკულტეტი.

1992-1993 წლებში  უფროსი  ლეიტენანტი  ემზარ  ფუტკარაძე მონაწილეობდა  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში. ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე მექანიზირებული ბრიგადის  243-ე ბატალიონში,ასეულის მეთაურად. მონაწილეობდა  არაერთ  საომარ ოპერაციაში,მუდმივად  ცდილობდა  დაკავებული  სავრძოლო  პოზიციების  დაცვას.

სამშობლოზე  შეყვარებული  ახალგაზრდა  კაცი ,ომის  დაწყების  დღიდან  ერთი  წუთითაც არ  მიუტოვებია  საკუთარი  სოფელი და თანამებრძოლები.

ემზარ ფუტკარაძე  დაიღუპა  1993  წლის  29 სექტემბერს  სოფელ  არადუსთან  შეტაკების დროს. არის  უსაფლავო  ჯარისკაცი.

ემზარ  ფუტკარაძემ  საკუთარი  ოჯახის  შექმნა  ვერ  მოასწრო. დარჩა  მშობლები  და  ორი ძმა.

ემზარ გივის ძე ფუტკარაძე

ემზარ  გივის  ძე  ფუტკარაძე  დაიბადა  1965  წლის  14  მაისს  ოჩამჩირის ...

ოთარ გიორგის ძე სექანია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ოთარ  გიორგის  ძე  სექანია  დაიბადა  1953  წელს  ქალაქ  გალში.

1980 წლიდან  ოჯახი  საცხოვრებლად  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  მერკულაში  გადავიდა.

ოთარ  სექანია, აფხაზეთში  შეიარაღებული  კონფლიქტის  დაწყებისთანავე  ჩაერთო საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში. ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე   მექანიზირებული ბრიგადის  243-ე  მერკულის  ბატალიონში.

1993 წლის  26 თებერვალს, აფხაზურ  ფორმირებებთან  შეტაკებისას,ოთარ  სექანია  მძიმედ  დაიჭრა. ჭრილობა  სასიკვდილო  აღმოჩნდა.

ოთარ გიორგის ძე სექანია

ოთარ  გიორგის  ძე  სექანია  დაიბადა  1953  წელს  ქალაქ  გალში. 1980...

ალექსანდრე გიორგის ძე რეხვიაშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ალექსანდრე  გიორგის ძე რეხვიაშვილი  დაიბადა  1965  წლის  18  აგვისტოს  ოჩამჩირის რაიონის  სოფელ  მერკულაში.

აფხაზეთში  ომის  დაწყებისთანავე  ალექსანდრე  რეხვიაშვილი  ჩადგა  მამულის დამცველთა  სიაში. ის ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე ბრიგადის  243-ე  ბატალიონის  პირადი  შემადგენლობის  რიგებში. აქტიურად  მონაწილეობდა საბრძოლო  ოპერაციებში,რასაც  მისი  ბატალიონი  ანხორციელებდა. მას  ფრონტელი მეგობრები ახასიათებდნენ,როგორც  უშიშარ  და  საუკეთესო  მებრძოლს.

1993  წლის  27  თებერვალს მერკულაში  მიმდინარე სამხედრო ოპერაციის  დროს  ალექსანდრე  რეხვიაშვილი  გმირულად  დაიღუპა.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ალექსანდრე  რეხვიაშვილი, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  I  ხარისხის ორდენით.

ალექსანდრე გიორგის ძე რეხვიაშვილი

ალექსანდრე  გიორგის ძე რეხვიაშვილი  დაიბადა  1965  წლის  18  აგვისტოს  ოჩამჩირის...

რობინზონ ზაურის ძე ოთხოზორია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

რობინზონ  ზაურის  ძე  ოთხოზორია დაიბადა  1969  წლის  27 აგვისტოს  ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  არადუში. დაამთავრა  არადუს  საშუალო  სკოლა.

რიგითი  რობინზონ  ოთხოზორია  აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის 24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონის  პირად  შემადგენლობაში. მონაწილეობდა ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  არადუ-მერკულას  საბრძოლო  მონაკვეთის თავდაცვით ოპერაციებში. განსაკუთრებული  სიმამაცე  გამოიჩინა მოქვის, ჭლოუს  თხინას მხრიდან  მტრის  მიერ  განხორციელებულ  შემოტევებში.

1993 წლის  27 თებერვალს,სოფელ არადუში  მომხდარი  შეტაკების  დროს, რობინზონ ოთხოზორია  კისრის არეში  სასიკვდილოდ  დაიჭრა და ადგილზე  გარდაიცვალა. მისი ცხედარი საბრძოლო  პოზიციიდან  თანამებრძოლებმა  გადმოასვენეს.

რობინზონ ზაურის ძე ოთხოზორია

რობინზონ  ზაურის  ძე  ოთხოზორია დაიბადა  1969  წლის  27 აგვისტოს  ოჩამჩირის ...

ლეო ლავრენტის ძე ომანაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ლეო  ლავრენტის ძე ომანაძე  დაიბადა  1947  წლის  10 აპრილს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ არადუში.

აფხაზეთში  მიმდინარე საომარი  მოქმედებების  დროს, ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული ბრიგადის  243-ე  ბატალიონში. მამაცი  და მედგარი მეომარი არადუსა  და მერკულაში იბრძოდა.

1993 წლის 16 სექტემბერს იგი  თავის  ოცეულთან  ერთად  იმყოფებოდა  საბრძოლო პოზიციაზე, კერძოდ, მეოთხე  საგუშაგოზე.

სნაიპერის  მიერ  ნასროლმა  ტყვიამ  ლეო  ომანაძე  სიცოცხლეს  გამოასალმა.

ლეო  ომანაძე  დაკრძალულია  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  არადუში.

ლეო ლავრენტის ძე ომანაძე

ლეო  ლავრენტის ძე ომანაძე  დაიბადა  1947  წლის  10 აპრილს ოჩამჩირის ...

error: Content is protected !!